მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
შაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7051
-0.0021
flag
AZN 1.5858
-0.0003
flag
CNY 37.652
-0.002
flag
EUR 3.1237
-0.0161
flag
GBP 3.6226
-0.0119
flag
KZT 50.01
-0.0044
flag
TRY 0.0657
0
flag
USD 2.6968
-0.0006

წლის ბოლომდე წარმოდგენილი ვიქნებით „ნიკორა სუპერმარკეტის“ 200 ფილიალში - „ჯამბო“

news image

„ჯამბო“ არის პირველი ქართული ყავის ბრენდი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის ყავის განვითარების ხელმძღვანელს თათია ზარქუას ესაუბრა.

 

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„ჯამბო" არის პირველი ქართული ყავის ბრენდი, რომელიც მომხმარებელს ადგილობრივად მოხალულ ყავას სთავაზობს. ბრენდი 2025 წლის აპრილში გავუშვით და დღეს უკვე წარმოდგენილია „ნიკორა სუპერმარკეტის" ქსელში, 150-მდე ლოკაციაზე. „ჯამბო" მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, ხელმისაწვდომ და ყოველთვის ახალმოხალულ ყავას.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ჩვენს Coffee Box-ში მომხმარებლებს ყავის ფართო ასორტიმენტი ელოდებათ, ასევე ცხელი შოკოლადის არჩევანიც. ყავის მოყვარულებისთვის გვაქვს მრავალფეროვანი სახეობები: ესპრესო, ორმაგი ესპრესო, ამერიკანო, ორმაგი ამერიკანო, კაპუჩინო, ფლეთ უაითი, ლატე და ლატე დარიჩინით. რაც შეეხება ცხელი შოკოლადს, გვაქვს როგორც კლასიკური ცხელი შოკოლადი, ასევე ცხელი შოკოლადი დარიჩინით.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა მაღალია და ყოველდღიურად იზრდება. მომხმარებლები სუპერმარკეტში ყავის შეძენას კომფორტულ და ბუნებრივ პროცესად აღიქვამენ. „ჯამბომ" უკვე მოახერხა იმის დამტკიცება, რომ მაღაზიაშიც შესაძლებელია ისეთივე მაღალი ხარისხის ყავის დალევა, როგორიც კაფეში.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

„ჯამბო" არის პირველი ქართული ბრენდი, რომელიც სუპერმარკეტში მომხმარებელს ადგილობრივად მოხალულ ყავას სთავაზობს. მთავარი უპირატესობაა ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ერთდროული შეთავაზება, ყავის წარმოების სრული ციკლი - მარცვლის შერჩევიდან მოხალვამდე და მომხმარებლამდე მიწოდებამდე, ასევე სტაბილური გემო, რომელსაც რობოტიზებული Coffee Box-ები უზრუნველყოფს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ „ჯამბო" გეგმავს გაფართოებას და წლის ბოლომდე „ნიკორა სუპერმარკეტის" 200 ფილიალში იქნება წარმოდგენილი. მიმდინარე წელს ასევე ჩაეშვება „ჯამბოს" ბრენდით წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ყავის მარცვალი, მათ შორის უკოფეინოც. პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე ფორმატში, როგორც ყავის მარცვალი, ასევე დაფქული ყავა ნალექიანი ყავისთვის. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე გველის წელს: ასორტიმენტს დაემატება მაჩა ლატე და ჩაი ლატე, რაც სუპერმარკეტის მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი გამოცდილება იქნება. საბოლოო მიზანია, საქართველოში ყავის კულტურა კიდევ უფრო განვითარდეს და „ჯამბო" ყოველდღიური ჩვევის განუყოფელ ნაწილად იქცეს.

ცნობისთვის, ამჟამად "ჯამბო" მხოლოდ თვითმომსახურების აპარატების სახით არსებობს. კომპანია ყავის იმპორტს, ძირითადად, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ახორციელებს, როგორიცაა ეთიოპია, კენია, ბრაზილია, კოლუმბია.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვგეგმავთ მაღაზიის გახსნას ბათუმში - MEMO • მემო

27.08.2025.18:00

MEMO • მემო არის ბრენდი, რომელიც „Georgia Start Here“-ის ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანია საქართველოს სილამაზისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და გაზიარება უნიკალური, ხელნაკეთი ქმნილებების საშუალებით. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს ალექსანდრე სუსარეიშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

MEMO • მემო -ს ბრენდი Georgia Starts Here-ის ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანია საქართველოს სილამაზისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება უნიკალური ქართული ხელნაკეთი (ტექსტილი, კერამიკა, სამკაულები და სხვა მრავალი) კოლექციებით. „მემოს“ დაბადების იდეა 2024 წლის ბოლოს გაჩნდა და განხორციელების ეტაპს მალევე შევუდექით. უკვე 2025 წლის ივნისის თვეში კი ფიზიკური მაღაზიაც გამოჩნდა კოტე აფხაზის 31 ნომერში.

ნებისმიერი სტუმარი ვინც გვეწვევა აუცილებლად იპოვის მისთვის საინტერესო, საქართველოს სიყვარულით შექმნილ ნივთს. ჩვენ ვთანამშრომლობთ კერამიკის ცნობილ სტუდიებთან და მათთან ერთად ვქმნით ექსკლუზიურ პროდქუციას, რომელიც ხელმისაწვდომი მხოლოდ „მემოს“ მაღაზიაშია.

 

აქსესუარების, თუ სამკაულების ხაზი იმდენად ლამაზი და მრავალფეროვანია შეუძლებელია გულგრილად ჩაუარო. ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ კოლექციების განახლებისთვის ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უამრავ იდეას ვამუშავებთ რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული შესაბამისი მიმართულებები განვავითაროთ.


როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ძალიან საინტერესო ტენდეციები იკვეთება ამ მხრივ, რამდენდაც მაღაზია კოტე აფხაზის 31 ნომერში მდებარეობს და ყველამ ვიცით ეს ქუჩა ტურისტულად აქტიური ზონაა, მოლოდინი რა თქმა უნდა იყო რომ უცხოელი სტუმრები ბევრი გვეყოლებოდა და ასეც არის, მოთხოვნა მაღალიაა განსახვებული ფორმის, დიზაინის კერამიკაზე, აქსესუარებზე, რომელიც ზომიერად ატარებს, როგორც ქართულ ტრადიციულ ისე თანამედროვე ელემენტებს. თუმცა ჩვენი მიზანი იყო პირველ რიგში ქართველებთან დავმეგობრებულიყავით და გვიხარია, რომ ყოველდღიურად იზრდება ქართველი ვიზიტორების რაოდენობა მაღაზიაში. ასევე MEMO- ს აქვს ონლაინ მაღაზიაც და ონლაინ გაყიდვების ზრდაც შეინიშნება. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ მარკეტინგის გუნდს. ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ რომ თითოეული ნაკეთობა ონლაინ სივრცეში მთელი სილამაზით იყოს წარმოჩენილი, მიუხედავად ამისა, ყველას ვინც სოციალური მედიიდან გვიკავშირდება ვურჩევთ ფიზიკურად გვესტუმრონ მაღაზიაშია რათა მაღაზიაში არსებული კონფეცფია შეიგრძნონ, რადგან ამ გარემოს შექმენაზე ბევრი ვიმუშავეთ.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

პირველ რიგში კონცეფციას, MEMO • მემო ბრენდია რომელიც ისტორიას ჰყვება. ის შექმნილია საქართველოს სიყვარულით და ყველაფერი რაც „მემოსთვის“ იქმნება შთაგონებულია ჩვენი ქვეყნის დიდი ისტორიით.

ამასთანავე, ჩვენ შევძელით ერთ სივრცეში გაგვეერთიანებინა სხვადასხვა უნიჭიერესი ხელოვანის ნამუშევარი, რომელიც ასევე სიყვარულით ქმნის თითოეულ ნივთს, აქსესუარს, სამკაულს. ჩვენს პარტნიორებთან ყოველი კომუნიკაცია ახალი იდეების დაბადებას ნიშნავს, მუდამ რაღაცას ვგეგმავთ, ვავითარებთ და ყველას მხოლოდ ერთი რამ აერთიანებს, სიყვარული საქართველოსადმი.

აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ უშუალოდ ჩვენი მეორე კომპანია Georgia Starts Here, რომლის ფარგლებშიც დაიბადა MEMO.

 

ეს არის ინგლისურენოვანი პლატფორმა, სადაც საქართველოზე ვყვებით, როგორც ქართველებისთვის ასევე უცხოელებისთვის. თითოეული ვიდეო თუ ფოტო რომელსაც ჩვენი გადამღები ჯგუფი ქმნის საოცარი ენერგიის და მუხტის მატარებელია. „მემოს“ მაღაზიაში ასევე ნახავთ Georgia Starst Here -ის გუნდის მიერ შექმნილ პროდუქციას, პოსტერებს, მაგნიტებს, პოსტქარდებს, რომელიც უნიკალურია და თითქმის 6 თვიანი მუშაობის შედეგად შექმნეს ჩვენმა ილუსტრატორებმა.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ვგეგმავთ მეორე მაღაზიის გახსნას ბათუმში და ამაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ. ამასთანავე, ძალიან გვინდა „მემოს“ ბრენდის გატანა ქვეყნის გარეთ და ამ მიმართულებითაც აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მუდმივად ვავითარებთ ახალ კოლექციების იდეებს და ამჟამად უკვე ვემზადებით ახალი წლისთვის. MEMO -ში განსხვავებული, ზღაპრული ახალი წელი უნდა მოვიდეს, სადაც სტუმრებს ექნებათ შესაძლებელობა უნიკალური ხელნაკეთი საახალწლო სათამშოები და დეკორაციები შეიძინონ, ახალი წელი ხომ ჯადოსნურია და „მემოს“ პირველი ახალი წელიც ასეთი გვინდაიყოს.

შემოდგომაზე კიდევ ერთ დიდ სიურპრიზს შევთავაზებთ მომხმარებლებს. გადავწყვიტეთ ყველასთვის საყვარელი ქართველი მომღერლებისა და კომპოზიტორების შემოქმედების ვინილის ფირფიტებზე გაცოცხლება. 3 წლის განმავლობაში 10 ალბომი გამოვა ლიმიტირებული რაოდენობით. პირველი ალბომი კი გოგი დოლიძის დაუვიწყარი შემოქმედება იქნება. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და სულ ცოტა დარჩა როცა ფიზიკურად ვინილის ჩანაწერი ხელმისაწვდომი გახდება. წინ საკმაოდ ბევრი გეგმა გვაქვს.

ცნობისთვის, დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის საიტს ესტუმრონ : https://memories.ge/ka-ge/.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა