წლის ბოლომდე „თოლია“ 3 ახალ ფილიალს გახსნის
კომპანია თოლია - Tolia საქართველოს მასშტაბით სანაყინეების ქსელის გაფართოებას განაგრძობს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის სანაყინეების მარკეტინგის მენეჯერმა, ბერდია ბედიაშვილმა განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლომდე „თოლია“ კიდევ 3 ახალ ფილიალს დაამატებს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის უკან კომპანამ „სითი მოლში“ „თოლიას“ ახალი ფილიალი უკვე გაიხსნა. მანამდე იყო ფილიალის გახსნა „გორი მოლში“.
ამ დროისთვის „თოლია“ ქვეყნის მასშტაბით 30-ზე მეტ სანაყინეს ფლობს. კომპანიის სანაყინეების მარკეტინგის მენეჯერის განცხადებით, სანაყინეების გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38%-ით გაიზარდა.
„თოლია“ დღეს ნაყინის ბაზრის ლიდერია და მისი წარმატება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის გამორჩეული მენიუთი და კონცეფციით, რაც კომპანიას კონკურენტებისგან გამოარჩევს.
„თოლია“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდია ნაყინის ინდუსტრიაში. კომპანია, რომელიც ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს მომხმარებელს როგორც ინდუსტრიულ, ისე ჩამოსასხმელ ნაყინებს სთავაზობს.
„თოლიას“ სანაყინეები მომხმარებლებს მდიდარ მენიუს სთავაზობენ, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით მაინც ვანილის ნაყინი სარგებლობს, რომელიც ერთპიროვნული ლიდერია გაყიდვებში. პოპულარობით მას მოსდევს შოკოლადის ნაყინი.
ბრენდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მისი ძლიერი იმიჯია, რომელიც წლების განმავლობაში შექმნა. „თოლია“ საქართველოში ნაყინის ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი იყო, რომელმაც 90-იან წლებში მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზა, რაც დღემდე ინარჩუნებს მომხმარებლის ლოიალობას.
დღის ტოპ 10 სიახლე
თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმას ახალი ფუნქციონალი - საინვესტიციო სიახლეები - დაემატა
სხვა სიახლეები
08.10.2025.20:00
„თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ზანგეზურის პროექტზე მუშაობის პარალელურად საქართველომ მაქსიმალურად უნდა გაზარდოს შუა დერეფნის გამტარუნარიანობა. მისივე განმარტებით, „ჩვენ შევძლებთ კონკურენციის გაწევას“.
„თვითონ ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი აქტიურად მუშაობენ ზანგეზურის პროექტზე, ცხადყოფს, რომ არსებობს ინტერესი და ეს ყველაფერი მიმართულია იმაზე, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. ესეც ერთ-ერთი ხელშემწყობი იქნება.
შეიძლება გარკვეულწილად ჩვენთვის კონკურენტიც იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა დავხვდეთ მზად - პირველ რიგში, ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურით. ასევე, უნდა განვახორციელოთ ინვესტიციები სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ კონკურენციის გაწევას.
მაგრამ ის, რომ ზანგეზური სწრაფად აშენდება ძალიან რთული სათქმელი და წარმოსადგენია, ვინაიდან ეს ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
სურვილი არსებობს, მიზანიც განსაზღვრულია და ალბათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში განხორციელდება. თუმცა იმ კორიდორსაც ექნება თავისი ღირებულება - ჯერ უნდა აშენდეს. ის არ იქნება იაფი პროექტი. მას სჭირდება შენახვა, ოპერირება და ა.შ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ შევინარჩუნებთ გარკვეულ უპირატესობებს, თუ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს დროულად შევასრულებთ,“ - განაცხადა რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა.