მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7086.6
0.0074
flag
AZN 1.6127
-0.0008
flag
CNY 38.043
-0.0039
flag
EUR 3.0732
-0.009
flag
GBP 3.6467
-0.0141
flag
KZT 53.7
-0.0034
flag
TRY 0.0709
0.0001
flag
USD 2.7425
-0.0011

წლის ბოლომდე Inex Group-ი რამდენიმე ახალი მიმართულებების დამატებას გეგმავს - გადამზიდავმა კომპანიამ აშშ-დან ყოველდღიური რეისები აამოქმედა

news image

e-commerce-ზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე გადამზიდავი კომპანია Inex Group-ი ახალი მიმართულებების დამატებასა და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების გაზრდაზე ინტენსიურად მუშაობს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას Inex Group-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, ჩინეთიდან და ევროპიდან ამანათების რაოდენობის ზრდა გრძელდება.

„2025 წელი 2024 წლისგან გამოირჩევა იმით, რომ ჩინეთიდან ამანათების რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი. თუ მიმდინარე წლის პირველ კვარტალს გასული წლის პირველ კვარტალს შევადარებთ, ჩინეთიდან ამანათების რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგებულია. ასევე მატებაა ევროპის ქვეყნებიდან, როგორიც არის გერმანია, იტალია. თებერვალში Inex Group-მა ახალი მიმართულება გაუშვა - ესპანეთი და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგად აიტაცა ეს მიმართულება მომხმარებელმა და ველოდებით, რომ ფასდაკლებების სეზონზე, რომელიც მაისის ბოლოდან ზოგადად იწყება ევროპაში, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განმარტავს გიორგი კაპანაძე.

Inex Group-ის გენერალური დირექტორის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ორი ახალი ევროპული მიმართულების დამატება მოხდება.

„ახალი მიმართულებების დამატებაზე ვმუშაობთ. რასაც ვგეგმავთ არის ევროპის ქვეყნებიც. ჯერჯერობით მოლაპარაკებებია და ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული დასახელებისგან თავს შევიკავებთ, თუმცა არის ორი ქვეყანა, რომელზედაც საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. პლუს ამას აქტიური ურთიერთობა და მოლაპარაკებები გვაქვს ახალ პლატფორმებთან, საუბარი მაქვს როგორც ჩინურ, ასევე თურქულ და ევროპულ პლატფორმებზე“, - აცხადებს გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება გადაზიდვების ტარიფებს, როგორც Inex Group-ში აცხადებენ, ტარიფები გასული წლის ანალოგიურია, თუმცა არის გამონაკლისიც.

„გადაზიდვის ტარიფები უცვლელია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩინეთის მიმართულებიდან გარკვეული პლატფორმებიდან საკმაოდ კარგი ცვლილებები გვქონდა და რეალურად ტარიფმა დაიწია“, - აცხადებს Inex Group-ის გენერალური დირექტორი.

Inex Group-ში სიახლეა ისიც, რომ კომპანიამ აშშ-დან ყოველდღიური რეისები დაამატა, რაც იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ამერიკიდან იწერს პროდუქციას საკმაოდ დიდი შეღავათია.

„ამერიკიდან რეისების რაოდენობა უკვე გავზარდეთ და ყოველდღიური რეისები გაქვს. ტვირთის გამოგზავნა უკვე ყოველდღიურ რეჟიმში ხდება. ამერიკიდან ყოველდღიურ რეისებზე უკვე მეორე კვირაა რაც გადავედით და საზოგადოების უმეტესობა ამის შესახებ მომავალი კვირიდან შეიტყობს. თუმცა ჩვენმა მომხმარებლებმა აღნიშნულის შესახებ უკვე იციან“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

ირკვევა, რომ ჩინეთიდან გადაზიდვების მზარდი მოთხოვნის ფონზე Inex Group-მა საზღვაო გადაზიდვების კუთხით სიხშირეები გაზარდა.

„ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა ჩინეთიდან საზღვაო გადაზიდვები, რომლის ტარიფებიც არის რადიკალურად განსხვავებული, ვიდრე საჰაერო გზით ჩამოტანილი ტვირთის ტარიფები. ამ გზით ჩინეთიდან ინტენსივობაც გავზარდეთ და კვირაში უკვე 3-ჯერ ვაგზავნით. ვფიქრობთ, რომ შესაძლოა კიდევ გავზარდოთ, რადგანაც მოთხოვნა არის“, - ამბობს Inex Group-ის გენერალური დირექტორი.

გარდა ამანათებისა Inex Group-ი ლიდერია საფოსტო გზავნილების სეგმენტშიც და როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, ამ სეგმენტში ზრდა ქვეყნის საფოსტო გზავნილების ბაზრის ზრდის ადეკვატურადაა.

„ბაზარი ფაქტობრივად ადეკვატურად მზარდია. ჩვენ ბაზრის ლიდერები ვართ და ჩვენი ტვირთების ზრდის მაჩვენებელი ანარეკლია თვითონ ქვეყანაში საფოსტო გზავნილების ზრდის კუთხით. მხოლოდ ჩინეთის მიმართულება 80-100%-ითაა გაზრდილი. ეს კიდევ უფრო ტენდენცია ძლიერდება. მკვეთრი კლებაა თურქეთის მიმართულებიდან, რადგანაც თურქეთის ალტერნატივა დღეს პირდაპირ არის ჩინეთი. ეს კი გარკვეულწილად თურქეთში მაღალ ინფლაციას და პროდუქციის ფასებს უკავშირდება. მომხმარებლისთვის უფრო ხელსაყრელია ჩინური პლატფორმებიდან პირდაპირი გზით გამოწერა, რის სერვისაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. ვადებში, თურქეთიდან გადმოზიდვას უფრო ნაკლები დრო სჭირდება, მაგრამ პროდუქციის ფასმა მაინც თავისი გავლენა იქონია“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დავიწყეთ ღვინის ექსპორტი ბალტიისპირეთში - „ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი“

15.05.2025.18:00

2015 წელს პირადი ინვესტირებით ძმებმა, წინაპრების მიერ დატოვებული მარანი ააღორძინეს და დღესძმები ხუციშვილების მარანისბრენდის ქვეშ 11 დასახელების ღვინოს აწარმოებენ. კომპანიის თანადამფუძნებელმა გელა ხუციშვილმა Business Insider Georgia - სთან საუბარში აღნიშნა, რომ  საექსპორტო ბაზრებს  ბალტიისპირეთი დაემატა.

სულ ახლახანს გავგზავნეთ პროდუქცია ლიტვაში, რაც რაც პირველი ნაბიჯია ბალტიისპირეთის ბაზარზე შესვლის გზაზე. ევროპის მასშტაბითაც აქტიურად იყიდება ჩვენი ღვინოები და მოთხოვნა საკმაოდ მზარდია “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი გელა ხუციშვილი.

 

ადგილზე მისულ სტუმარს სხვადასხვა კულინარიულ მასტერკლასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვს

ადგილზე მოსულ სტუმარს სხვადასხვა სახის კულინარიულ მასტერკლასს ვთავაზობთ, რაზეც მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ეს არის შოთის პურის ცხობა თონეში, ხინკლის მოხვევა, ხაჭაპურის ცხობა, მწვადის შეწვა წალამზე და სხვა. უკვე გვყავდნენ სტუმრები ესტონეთიდან, და ლატვიიდან, ასევე ველოდებით სტუმრებს ამერიკიდანაც “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი გელა ხუციშვილი.

 

ცნობისთვის, ქართული ბრენდი  რამდენიმე დასახელების ქვევრის ღვინოს აწარმოებს, მათ შორის - საფერავს, რქაწითელსა და ქისს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა