წლის ბოლომდე, Costa Coffee ბაზარზე სამი ობიექტით იქნება წარმოდგენილი
ყავის სახლების ქსელი Costa Coffee Georgia მომხმარებელს განახლებულ და გაფართოებულ ლანჩ-მენიუს სთავაზობს , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დირექტორმა ელენე ჯგერენაიამ განუცხადა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
ყავის სახლების ქსელი Costa Coffee მომხმარებლებს განახლებულ და გაფართოებულ ლანჩ-მენიუს სთავაზობს, რომელიც მოიცავს სენდვიჩებისა და ვრაპების მრავალფეროვან არჩევანს, ასევე ახალ დესერტებს, როგორიცაა ტირამისუ, უგლუტენო ბრაუნი და Costa-ს გრანოლას ფილა.
Costa Coffee საქართველოს მთავარი მისიაა სტუმრებისთვის დღის ნებისმიერ მონაკვეთში შევქმნათ ხარისხიანი, გემრიელი და კომფორტული არჩევანი როგორც ყავის, ისე საკვების მიმართულებით, სრული შესაბამისობით ბრენდის გლობალურ სტანდარტებთან.
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?
ჩვენი ასორტიმენტი მუდმივად ვითარდება, რათა მაქსიმალურად მოვერგოთ მომხმარებელთა გემოვნებასა და მოთხოვნებს. ცხელი და ცივი ყავის მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, წელს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ლანჩ-მენიუს გაფართოებას.
განახლებული შეთავაზებები მოიცავს:
• ინდაურის, ქათმისა და ბაზილიკის, მოცარელას, სამი ყველის და სხვა ტიპის სენდვიჩებს;
• ქათმისა და ვეგანურ ვრაპებს;
• ახალ დესერტებს.

აღნიშნული სიახლე პასუხობს მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნას, რომ Costa Coffee იყოს ადგილი, სადაც სტუმრები შეძლებენ არა მხოლოდ თავიანთი საყვარელი ყავის, არამედ მსუბუქი ლანჩ მენიუს დაგემოვნებას, რაც მათ ყოველდღიურ ვიზიტს უფრო კომფორტულსა და მრავალფეროვანს გახდის.
წლის ბოლომდე Costa Coffee უკვე სამი სრულად მოქმედი ობიექტით იქნება წარმოდგენილი თბილისში: ილია ჭავჭავაძის გამზ. 10 ნომერში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. 14 ნომერსა და საბურთალოს City Mall-ში.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
Costa Coffee-ს მიმართ მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. მომხმარებელთა რაოდენობის მატებამ გვაჩვენა, რომ ბრენდი წარმატებით ეხმიანება ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებს და მომხმარებელთა მოთხოვნებს.
ზრდის ტენდენციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გადაწყვეტილებაზე, რომ დამატებითი ფილიალი გაგვეხსნა საბურთალოს City Mall-ში, რათა ბრენდი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო ფართო აუდიტორიისთვის.
ცნობისთვის, Costa Coffee ცნობილია იტალიური ყავის მაღალი ხარისხითა და მდიდარი მემკვიდრეობით. ბრენდის ისტორია 1971 წელს ლონდონში დაიწყო, როდესაც იტალიელმა ძმებმა პატარა ყავის ქარხანა გახსნეს. მათ მიერ შექმნილი უნიკალური ბლენდი Mocha Italia დღემდე Costa Coffee-ის დამახასიათებელ გემოს წარმოადგენს.
სხვა სიახლეები
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული - მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
12.12.2025.15:22
თიბისის დეკემბრის მარათონს პირველი კვირის გამარჯვებული ჰყავს. თამარ ფოლადიშვილიამბობს, რომ თამაშის დაწყებას მოუთმენლად ელოდა; მარათონში მონაწილეობამ კი, ბევრი ახალი მეგობარი შესძინა და ძველ მეგობრებთანაც აღადგინა კავშირი.
თამარ ფოლადიშვილი: „თიბისის სიახლეებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს. შესაბამისად, თავიდანვე ვიცოდი მარათონის შესახებ. მივხვდი, რომ წარმატების მთავარი გასაღები მეგობრების მოწვევა და თამაშში მათი ჩართვა იქნებოდა. პირველი, სწორედ, ეს გავაკეთე - აბსოლუტურად ყველას შევატყობინე ამის შესახებ. თუმცა, მარტივი ნამდვილად არაა ისეთი ადამიანების პოვნა, ვისაც თიბისის ბარათი და მობაილბანკი არ აქვს.“
თამარმა სრული მობილიზაცია გამოაცხადა - შეეხმიანა და მოიწვია ყველა - მეგობრები, მათი მეგობრები და მეგობრების მეგობრები, ოჯახის წევრები და ახლობლები, მათი მეგობრები და ასე უსასრულოდ. ფაქტია, რომ მისმა შეუპოვრობამ და სტრატეგიამ სრულად გაამართლა. პირველი კვირის ბოლოს, გამარჯვებულის სტატუსითა და 10 000-ლარიანი პრიზით, თამარმა ყველა გაცემული ენერგიისა და ემოციის უკან დაბრუნება შეძლო.
თამარ ფოლადიშვილი: „ჩემი რჩევა იქნება, რომ მარათონის მონაწილეებმა პროცესით სიამოვნება მიიღონ და ჰქონდეთ დიდი მოტივაცია, რადგან, სწორედ, ესაა თამაშის მთავარი სტრატეგია. მე კი, ვაგრძელებ ბრძოლას მთავარი პრიზისთვის.“
ჯიუტად მიზნისკენ და მთავარია გჯეროდეს - შემოგვიერთდი თიბისის მობაილბანკში, გახდი მარათონელი და წინ არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი გელოდება.