წლიდან წლამდე მომხმარებელი ძალიან იზრდება და მათი მოთხოვნებიც უფრო კომფორტისკენ მიდრეკილი ხდება - მეტ ყურადღებას აქცევენ როგორც გარე სივრცეებს, ასევე ხარისხს l „გუმბათი ჰოლდინგი“
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია “გუმბათი ჰოლდინგი” 2014 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. მისი პორტფელიო ამ დროისათვის 3 მიმდინარე პროექტს მოიცავს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია უმაღლესი ხარისხი მშენებლობასა და მომსახურებაში, სანდოობა და ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლებთან მიმართებაში.
თუ როგორ აფასებს „გუმბათი ჰოლდინგის“ დირექტორი უძრავი ქონების ბაზარს და მის პერსპექტივებს - ამ და სხვა თემებზე Business Insider Georgia ნატო ბოჭორიშვილს ესაუბრა.
რამდენ პროექტს აერთიანებს გუმბათი ჰოლდინგის მიმდინარე პროექტები და კომპანიის პორტფელიოში რამდენი დასრულებული პროექტია და როგორია მისი სამომავლო გეგმები?
პირველი დავიწყებ იმით, რომ ყველაზე მასშტაბური პროექტი რაც აქვს „გუმბათი ჰოლდინგს“, ეს არის „ვაკე რეზიდენსი“, სადაც 100 000 კვ/მ ფართობის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის ზაფხულში. ანუ უკვე მოსაპირკეთებელი და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე აქვს ორი პროექტი, ერთი ბაკურიანში და მეორე სულ ახალი საბურთალოზე. გუმბათი ჰოლდინგმა ასათიანის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ეს არის ჩვენი მიმდინარე პროექტები ამ ეტაპზე. ბაზარზე 10 წელზე მეტია უკვე ვართ და არაერთი საინტერესო პროექტი გვაქვს დასრულებული და სამომავლოდ მიმდინარეობს მუშაობა სხვა პროექტებზე, რომელსაც მიმდინარე წლის განმავლობაში შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს.
კომპანიისთვის პრიორიტეტულია თბილისის უძრავი ქონების ბაზარი თუ რეგიონებში გასვლა?
ჩვენს შემთხვევაში, ანუ ახლა მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე პროექტზე, რომელიც ცენტრალურ უბნებს მოიცავს და როგორც კი ასე ვთქვათ გვექნება სიახლეები ამ მიმართულებით რა თქმა უნდა გაგიზიარებთ. და ამ ეტაპზე ძირითადად ვამუშავებთ თბილისის პროექტებს, თუმცა ყურადღებით ვართ რეგიონების მიმართ და იქაც თუ იქნება რაიმე საინტერესო აუცილებლად დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით.
რაც შეეხება მოთხოვნას. მესმის რომ კონკრეტული მოთხოვნა თბილისის მაგალითზე ადგილზეც არის დამოკიდებული, მაგრამ მაგალითად 2025 წელს 2024 წელთან შედარებით თქვენს შემთხვევაში - მოთხოვნა რა მიმართულებით შეიცვალა და რა პროგნოზები გაქვთ 2026 წელზე?
ჩვენს შემთხვევაში რეალურად ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები - იმიტომ, რომ მოთხოვნა გაიზარდა. ძირითადად რა თქმა უნდა ისევე როგორც წინა წლების განმავლობაში, მოთხოვნა არის ერთ და ორ საძინებლიან ბინებზე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წლიდან წლამდე მომხმარებელი ძალიან იზრდება და მათი მოთხოვნებიც უფრო ასე ვთქვათ საინტერესო და კომფორტისკენ მიდრეკილი ხდება და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ როგორც გარე სივრცეებს, ასევე ხარისხს - ლიფტების ხარისხი იქნება ეს თუ მოსაპირკეთებელი მასალების, ანუ ბევრად უფრო მეტ კითხვას სვამს დღეს მომხმარებელი რაც ძალიან სასიამოვნოა.
რაც შეეხება ინტერესს უცხოელების მხრიდან თქვენს პროექტებში - დინამიკა როგორია, როგორი სტატისტიკა გაქვთ?
იცით როგორი არის? ანუ უცხოელები როგორც იცით ძირითადად უფრო დაინტერესებული არიან დასრულებული პროექტებით, თან დასრულებასთან ახლოს მყოფ პროექტებით. ის პროექტები რომლებსაც რამდენიმე წლიანი მოლოდინის დრო აქვთ, ძირითადად საკურორტო ზონებში არის ამ კუთხით მოთხოვნა და ჩვენს შემთხვევაში ანუ ვაკე რეზიდენსზე როცა გვაქვს საუბარი გვყავს უცხოელი მყიდველები რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ წარმოადგენს დიდ წილს მთლიან პორტფელში.
როგორც საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი და „გუმბათი ჰოლდინგის“ დირექტორი, როგორ აფასებთ უძრავი ქონების ბაზარს და რა ტენდენციებს ხედავთ სამომავლოდ?
ბაზარი საკმაოდ გააქტიურებულია - წინა წლის განმავლობაში რაღაც გარკვეული რყევები იყო. თუმცა, ეს რყევები ძირითადად მოთხოვნის დაპაუზებასთან იყო დაკავშირებული, ანუ რაღაცა პერიოდი მყიდველები აკვირდებოდნენ ბაზარს და ტრანზაქციების რაოდენობა უმნიშვნელოდ იყო შემცირებული. თუმცა უკვე მიმდინარე წლიდან იანვარიც კი განსხვავებულად აქტიური იყო და თებერვალიც თავის მხრივ საკმაოდ კარგად დაიწყო. კიდევ ველოდებით უფრო და უფრო მეტად გააქტიურებას მარტის და სააღდგომო პერიოდისთვის.
თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე Eagle Hills-ის შემოსვლამ და ამ მრავალმილიონიანმა ინვესტიციის დაანონსებამ ამ მოკლე პერიოდში ბაზარს რაიმე ცვლილებები თუ მოუტანა?
ჯერჯერობით ხელშესახებათ არ გვაქვს სიახლეები, ანუ ცვლილებები ამ კუთხით. თუმცა ვთვლით, რომ ეს ინვესტიცია რომელიც მათ უნდა განახორციელონ გარკვეულწილად ქვეყნის ცნობადობასაც გაზრდის საერთაშორისო ბაზარზე და ზოგადად უძრავი ქონების ბაზრისთვის დადებით გავლენას მოიტანს - ჩვენი აზრით.
დღის ტოპ 10 სიახლე
ცნობილი ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის და ეთნომუსიკოლოგის თამარ მამალაძის საფოსტო მარკები გამოიცა
სხვა სიახლეები
დაფარვის არეალს ვაფართოვებთ, გამოვჩნდებით იმ ქალაქებში, სადაც მანამდე არ ვიყავით - იუსტიციის სახლის თავმჯდომარე
20.02.2026.11:00
იუსტიციის სახლის გაფართოება და სერვისების ხარისხის გაუმჯობესება უახლოესი პერიოდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის სახლი სახელმწიფოსთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს და მისი განვითარება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.
ვახტანგ ჟვანიას განცხადებით, ტექნოლოგიების გარეშე სწრაფი და ეფექტიანი განვითარება უკვე წარმოუდგენელია.
„იუსტიციის სახლი არის დაწესებულება, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის და ზოგადად სახელმწიფოსთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი - თითოეულ ჩვენგანზე პირდაპირ პროპორციულად აისახება. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, სახელმწიფოში ეკონომიკა ვიტარდება, უმუშევრობის დონე მცირდება და ბუნებრივია ამ პროცესს იუსტიციის სახლიც ვერ ჩამორჩება. იუსტიციის სახლი ბიზნესისადმი ძალიან მეგობრულად არის განწყობილი და ამას თავისი საფუძვლებიც გააჩნია. პირველ რიგში ის, რომ ბიზნესს სჭირდება სერვისებზე წვდომა,მე საუბარი მაქვს სახელმწიფო სერვისებზე და რაც უფრო მარტივად აქვს მას ეს წვდომა ბიზნესიც მარტივად ვითარდება ანუ სიახლეებს სწრაფად ნერგავს.
აქედან გამომდინარე ჩვენი სამომავლო გეგმები ეფუძნება სხვადასხვა მიმართულებებს. რაოდენობრივად გავიზრდებით - დაფარვის არეალს ვაფართოვებთ. გამოვჩნდებით იმ ქალაქებში, სადაც მანამდე არ ვიყავით. ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეს სახლთან ახლოს, ბევრად უფრო მარტივად ექნება წვდომა იმ 500-მდე სერვისზე, რომელიც დღეს ამ მომენტისთვის იუსტიციის სახლში არის ხელმისაწვდომი. ასევე, შეუძლებელია ჩვენ არ ვიმუშაოთ ყოველდღიურ რეჟიმში ხარისხზე, იმიტომ, რომ სადაც იუსტიციის სახლია პირველ რიგში უნდა გვახსენდებოდეს და ვფიქრობდეთ ხარისხიან სერვისზე. აქედან გამომდინარე ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ჩვენი თანამშრომლების პროფესიული განვითარება და ეს ბუნებრივია უწყვეტად გაგრძელდება.
დღევანდელ რეალობაში შეუძლებელია ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე გადავდგათ სწრაფი ნაბიჯები. ამიტომ 2026 წელი იქნება სელი, როცა საზოგადოებას ძალიან ბევრ სიახლეს შევთავაზებთ, რომელიც ეხება სერვისების გაცემის პროცესში თანამედროვე, უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენებას“, - აღნიშნა ვახტანგ ჟვანიამ.