ცხოვრება ზღვის ჰორიზონტზე – Solana Grand Residences
Solana Development უკვე 11 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს უძრავი ქონების პროექტებს ზღვისპირა ქალაქებში ბათუმსა და ქობულეთში. კომპანიის თითოეულ პროექტში თანამედროვე ინჟინერია, არქიტექტურული ესთეტიკა და სტრატეგიულად შერჩეული ადგილმდებარეობები ერთიანდება. კომპანიის პორტფელში შედის 3 დასრულებული პროექტი, 2 მოქმედი სასტუმრო და 1 მიმდინარე პროექტი Solana Grand Residences – პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი ზღვისპირას.
Solana Grand Residences კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული პროექტია, რომელიც ქობულეთში, პირდაპირ ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს. ეს არის მრავალფუნქციური პრემიუმ კლასის კომპლექსი, რომელიც აერთიანებს საინვესტიციო და საცხოვრებელ აპარტამენტებს, საერთაშორისო მომსახურების სტანდარტებს და განვითარებულ ინფრასტრუქტურას.
პროექტის ძირითადი მახასიათებლები
Solana Grand Residences შედგება სამი განსხვავებული კონცეფციის 35-სართულიანი ბლოკისგან, აპარტამენტები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში, ხოლო მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. A ბლოკის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და 2027 წელს დასრულდება, B და C ბლოკის მშენებლობა კი ეტაპობრიდავად დასრულდება. კომპლექსის მშენებლობის სრულად დასრულება დაგეგმილია 2030 წლის მეორე კვარტალში.
ინფრასტრუქტურა და სერვისები
პროექტი შექმნილია როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო მიზნებისთვის და მოიცავს სრულად განვითარებულ ინფრასტრუქტურას:
ექსკლუზიური ტრანსფერი იახტით
იმისათვის, რომ ყველა მაცხოვრებლისთვის ბათუმში ჩასვლა მოსახერხებელი იყოს, Solana Grand Residence გთავაზობთ ექსკლუზიურ ტრანსფერს იახტით. მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მაცხოვრებლებისთვის და უზრუნველყოფს სწრაფ, სასიამოვნო და საცობებისგან თავისუფალ მგზავრობას.
მოთხოვნა და გაყიდვების ტემპი
Solana Grand Residences-ის გაყიდვები მოლოდინზე მაღალი ტემპით მიმდინარეობს. კომპანიის მენეჯმენტის შეფასებით, ინტერესი იზრდება როგორც ადგილობრივი მყიდველების, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან. განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნება ევროპის, აზიის და დსთ ქვეყნების ბაზრებიდან. პროექტი სარგებლობს მაღალი რეპუტაციით, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გაყიდვების წარმატებაზე.
აპარტამენტების ფასი და შეთავაზებები
Solana Grand Residences-ში აპარტამენტები იწყება 35 კვ.მ-დან და მერყეობს 127 კვ.მ-მდე. წარმოდგენილი სტუდიოს, 2 და 3-ოთახიანი აპარტამენტები, რაც ნებისმიერი საჭიროებებისა და მოთხოვნის მაცხოვრებლებს დააკმაყოფილებს.
ფასები იწყება დაახლოებით $1,200-დან. მინიმალური ღირებულება შეადგენს დაახლოებით $42,000-ს, რაც პროექტს ხელმისაწვდომს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ.
რატომ Solana Grand Residences?
პროექტის ძირითადი კონკურენტული უპირატესობები მოიცავს შემდეგს:
Solana Grand Residences წარმოადგენს პროექტს, რომელიც აერთიანებს ზღვისპირა ცხოვრების კომფორტს და მომგებიან საინვესტიციო შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ, თუ ეძებთ ხარისხიან, მაღალშემოსავლიან და საიმედო უძრავ ქონებას საქართველოში, ეს პროექტი ნამდვილად თქვენთვისაა.
წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია, რაც ნიშნავს, რომ გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ აპარტამენტები ხელსაყრელ ფასად. მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: solanadevelopment.ge
სხვა სიახლეები
01.08.2025.18:00
„ჭრებალოს მარანი“ როგორც სარესტორნო სივრცე 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ახალ სეზონზე კი კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს „ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა განუცხადა.
„ახალ სეზონს გაფართოებული სივრცით შევხვდით. აქამდე სტუმრებს ვიღებდით მხოლოდ ერთ დარბაზში. წელს კი გაფართოვდა ეზოს ტერიტორია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანი მივიღოთ. დავამატეთ დარბაზი ქვედა სართულზე, სრულიად ახალი და განსხვავებული დიზაინით. მას აქვს უნიკალური კონცეფცია, რომელიც შეიმუშავა იმავე დიზაინერულმა ჯგუფმა (DODO Designs),
რომელიც ჩვენს სივრცეს საწყისი ეტაპიდან, დღემდე ქმნის და ავითარებს.
ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია სტუმრების მიღება რამდენიმე განსხვავებულ სივრცეში. მარანს აქვს შესაძლებლობა, ერთდროულად უმასპინძლოს სხვადასხვა ჯგუფს: შესაძლებელია ერთ დარბაზში იმართებოდეს ერთი ღონისძიება, ხოლო მეორეში მეორე.
სივრცეების და შესაძლებლობების გაფართოების შედეგად, სტუმრებს უკვე ვთავაზობთ მომსახურებას ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გასამართად, როგორიცაა ქორწილები, ნათლობები, დაბადების დღეები და სხვა დღესასწაულები.
ეს არის ჩვენი მთავარი სიახლე მიმდინარე სეზონისთვის. თუმცა, პარალელურად დავიწყეთ სასტუმრო მიმართულების განვითარებაც. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და შემდეგი ზაფხულის სეზონისთვის მზად ვიქნებით, რომ სტუმრებს ვუმასპინძლოთ. კერძების მიმართულებით განსაკუთრებული სიახლეები ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა დავამატეთ მეორე ბარი და მენიუში განვათავსეთ ახალი კოქტეილები, რაც დამატებით მრავალფეროვნებას ქმნის.
ახალ სივრცეში გამორჩეული, უნიკალური დიზაინია. გვაქვს ბუხრის კუთხე რბილი დასაჯდომებით, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ცივ სეზონზე, შემოდგომის მიწურულიდან ზამთრის განმავლობაში. ბუხრის სივრცე ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლობდა “, - ამბობს სალომე ლეკიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ობიექტის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
„რემონტის გამო ოდნავ დაგვიანებით გავხსენით, თუმცა აშკარად შეინიშნება ვიზიტორთა მატება. გვყავს როგორც ბევრი ადგილობრივი, ქართველი ტურისტი, ასევე მრავლად არიან უცხოელი სტუმრებიც “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
„ჭრებალოს მარანი“ აქტიურად გეგმავს გაფართოებას ტურისტული მიმართულებით და ბუტიკური სასტუმროს შექმნას.
„ჩვენი მიზანი, სასტუმროს მიმართულებით ტურისტული პოტენციალის განვითარებაა. ვგეგმავთ ბუტიკური ტიპის სასტუმროს შექმნას, რომელსაც ექნება უნიკალური დიზაინი. ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს მარნის სივრცეს, რომლის კონცეფციაც თავიდანვე განსაკუთრებული ვიზუალით გამოირჩეოდა.
კომპანია “დოდო დიზაინსთან” და არქიტექტორ პავლე მაისურაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა ძალიან საინტერესო კონცეფცია. ეს იქნება 8 ერთმანრთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინის ოთახი, რაც შთაგონებულია რაჭის ადგილობრივი ყურძნის ჯიშებით, როგორიცაა თეთრა, მწვანე, ცოლიკაური სხვა. თითოეული ოთახი ატარებს ამ ყურძნის ჯიშების სახელებს.
გვაქვს სურვილი, ერთ სივრცეში შევთავაზოთ სტუმრებს მაქსიმალურად კომფორტული და მრავალფეროვანი მომსახურება. ეს ჩვენი განვითარების მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა.
სასტუმროს შემდეგ კი ვგეგმავთ მომსახურების არეალის კიდევ უფრო გაფართოებას “, - აღნიშნავს სალომე ლეკიშვილი.
ცნობისთვის, „ჭრებალოს მარანი“ სარესტორნო სივრცის გარდა საკუთარ ღვინოსაც ფლობს და აწარმოებს. კომპანიის ღვინო წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.