მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.3
-0.0015
flag
AZN 1.5948
-0.0009
flag
CNY 37.772
-0.0014
flag
EUR 3.1425
-0.0086
flag
GBP 3.6337
-0.0013
flag
KZT 50.75
-0.0069
flag
TRY 0.0673
-0.0001
flag
USD 2.7121
-0.0006

ცხოვრება, როგორც დასვენება — სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე, ლისზე

news image

ცხოვრება, როგორც დასვენება — სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე, ლისზე

არის თუ არა შესაძლებელი, იცხოვრო ისე, თითქოს ისვენებ? დღეს ეს კითხვა რეალურ პასუხს ლისის სუბურბანულ პროექტში პოულობს— იქ, სადაც ქალაქს ბუნება აგრძელებს და ცხოვრება თავის ნამდვილ მნიშვნელობას იძენს.

ქალაქის თანამედროვე რიტმი სწრაფი, ხმაურიანი და გადატვირთულია. ადამიანები სულ უფრო მეტად ეძებენ ადგილს, სადაც არა დროებით გაქცევა, არამედ მუდმივი სიმშვიდის პოვნა შეეძლებათ — ცხოვრება, რომელიც თვითონ ჰგავს დასვენებას, ბუნებასთან ახლოს. სწორედ ასეთი კონცეფციით დაიწყო დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ თავისი პროექტის — „მეტროპოლ ლისის“ — განვითარება.

15 ივლისს, საღამოს 8.00 საათზე კომპანიის მენეჯმენტმა ლისზე ახალი სუბურბანული პროექტის — „მეტროპოლ ლისის“ — მშენებლობა ოფიციალურად დააანონსა.
სიტყვით გამოვიდა „მეტროპოლის“ მმართველი პარტნიორი გიორგი მხეიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ ღირებულებებს, რომლებიც Metropol-ის განვითარების ხედვას განსაზღვრავს.

კომპანიის მენეჯმენტმა მშენებლობის საძირკველში სპეციალურად მომზადებული კაფსული არსებულ მცხოვრებლებთან ერთად განათავსა, როგორც ერთიანობისა და მომავალზე ზრუნვის სიმბოლო.

კაფსულის ჩადების ცერემონია ლისის უნიკალური ხედების ფონზე, ცოცხალი მუსიკის თანხლებით, მშვიდ და მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა.
ღონისძიებაზე მიწის უკვე არსებულ მფლობელებს განსაკუთრებული საჩუქარი გადაეცათ - უნიკალური ჯიშის ხეები დასარგავად.

რატომ ლისი?
ლისი განსაკუთრებული ადგილია — რეალურად თბილისის ცენტრიდან მხოლოდ რამდენიმე წუთში, აქ განსხვავებულ სიმშვიდესა და თავისუფლებას გრძნობ. ამ ადგილას ცხოვრებას არ ირჩევენ რუკის მიხედვით, ამ ადგილს ირჩევენ შიგნიდან წამოსული განცდით: აქ მინდა ვიცხოვრო.

„მეტროპოლ ლისის“ სუბურბანული პროექტი მოიცავს 70-ამდე მიწის ნაკვეთს, სარეკრეაციო ზონას, პადელის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს, ბავშვებისა და დიდებისთვის განკუთვნილ დასასვენებელ სივრცეებს, ღია კინოთეატრსა და ველობილიკებს.

სუბურბანული სივრცის კომფორტი და უსაფრთხოება უზრუნველყოფილია ჭკვიანი სახლის თანამედროვე სისტემებით.

მცხოვრებლებისთვის საჩუქრად გადასაცემად გათვალისწინებულია კერძო სახლების არქიტექტურული ნახაზები, საიდანაც მათ სასურველი ვერსიის შერჩევა შეეძლებათ.

არ აქვს მნიშვნელობა, ყოველდღიურად მუშაობ თუ უფრო მეტი დრო გაქვს საკუთარი თავისთვის, ამ ადგილს შენთვის სიმშვიდე, ღრმად სუნთქვა და დასვენების შეგრძნება მოაქვს.

სუბურბანული პროექტი საინვესტიციო კუთხით

„მეტროპოლ ლისი“ არა მხოლოდ ცხოვრების ხარისხს ცვლის, არამედ ის ყველაზე ჭკვიანური ინვესტიციაცაა მომავალში.
არაერთი გლობალური და ადგილობრივი ბაზრის ტენდენცია აჩვენებს, რომ მიწას მომხმარებლები ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ აქტივად განიხილავენ და მასზე ფასი მუდმივად მზარდია.

„მეტროპოლ ლისი“ - კომპანიის ხედვის გაგრძელება

„მეტროპოლ ლისის“ პროექტი კომპანიის განვითარების ხედვის გაგრძელებაა, რომელიც მომხმარებლის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნისა თუ ჩანაფიქრის შესრულებას ითვალისწინებს.

„დღეს „მეტროპოლის“ ბიზნესპორტფოლიო უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს სრულყოფილ გადაწყვეტილებებს სთავაზობს იმის მიხედვით, რა ჩაიფიქრა მან - სახლი თბილისში თუ ზღვისპირას, ინვესტიცია აპარტამენტში თუ ქალაქისგან მოშორებით ცხოვრება აირჩია, როგორც დასვენება“, - ამბობს „მეტროპოლის“ მმართველი პარტნიორი გიორგი მხეიძე.

„მეტროპოლის“ პროექტები

კომპანიას დღეს აქვს 1 დასრულებული პროექტი ბაგებში, 4 მიმდინარე პროექტი თბილისში და 3 პროექტი ბათუმში. კომპანიის უახლოეს გეგმებშია 2 განსაკუთრებული პროექტის წამოწყება.


„მეტროპოლ ლისი“ — სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე.

სახლი, სადაც ცხოვრება დასვენებას ჰგავს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დავაანონსეთ ჩვენი პირველი სუბურბანული პროექტის ოფიციალური მშენებლობა - „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე

18.07.2025.15:00


დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ თავისი პირველი სუბურბანული პროექტის „მეტროპოლ ლისი“ ოფიციალურად დაანონსა. ამ დღის აღსანიშნავად კომპანიამ დიდი ღონისძიება გამართა და დამსწრე საზოგადოებას პროექტის დეტალები გააცნო. აღნიშნულ პრეზენტაციაზე გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა ისაუბრა. 

„15 ივლისი, ჩვენთვის „მეტროპოლისთვის“ ისტორიაში ჩაიწერა იმიტომ, რომ ჩვენ დავაანონსეთ ჩვენი პირველი სუბურბანული პროექტის ოფიციალური მშენებლობა და ამ დღის აღსანიშნავად ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მიწის უკვე არსებულ მფლობელებთან ერთად, „მეტროპოლის“ გუნდთან ერთად და მედიის წარმომადგენლებთან ერთად აღვნიშნეთ ეს დღე. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო საღამო შედგა, ჩვენ ვისაუბრეთ „მეტროპოლ ლისის“ დეტალებზე, რა თქმა უნდა ვისაუბრეთ „მეტროპოლის“ გრძელვადიან გეგმებზე, სტრატეგიაზე და რაც ჩვენი გუნდისთვის ყველაზე აღსანიშნავი იყო, საძირკველში უკვე არსებულ მაცხოვრებლებთან ერთად სიმბოლური კაფსულა განვათავსეთ და ჩვენთვის ერთგვარი ტრადიციასავით გახდა“, - აღნიშნა მამუკა იმედაშვილმა. 

კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „მეტროპოლ ლისი“ ეს არის ახალი სუბურბანული სივრცე ცხოვრების თანამედროვე სტილით. სუფთა ჰაერზე და მშვიდ გარემოში მდებარე ახალი უბანი აერთიანებს დაახლოებით 70 მიწის ნაკვეთს და მოიცავს თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმილ ჭკვიან დასახლებას, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მაცხოვრებლების საჭიროებებს.


პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 3,600 მ² ფართობი საერთო ფუნქციური ზონისთვის, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფრასტრუქტურას:


• პადელის მოედანი


• ღია კინოთეატრი 


• საბავშვო მოედანი 


• ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები 


• სავარჯიშო სივრცე


• მოსასვენებელი პავილიონი


• ველობილიკები 


• დეკორაციული გამწვანება


• სასმელი წყლის შადრევნები.


„მეტროპოლ ლისი“ - იცხოვრე ჯანსაღ გარემოში, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა