წყალმომარაგების დარგში საქართველოში პირველი აკრედიტებული პროფესიული პროგრამები ჯივიპიში ამოქმედდა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სასწავლო ცენტრში წყალმომარაგებისა და წყალარინების დარგში პროფესიული პროგრამები ამოქმედდა. პროგრამები მიზნად ისახავს წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში მოქმედი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალი სპეციალისტების მომზადებას.
სწავლება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩატარდება. კურსს საერთაშორისო სტანდარტების მცოდნე დარგის წამყვანი სპეციალისტები გაუძღვებიან.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, წყალმომარაგებისა და წყალარინების დარგში საქართველოში პირველი აკრედიტებული პროფესიული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ, რომელიც მათ მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციასა და კონკურენტუნარიანობას დაადასტურებს.
ჯივიპის მრავალწლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძველზე შემუშავდა ორი ძირითადი სასწავლო პროგრამა: წყალმომარაგების ქსელების ექსპლუატაცია და რემონტი და წყალარინების ქსელების ექსპლუატაცია და რემონტი.
პროგრამები ყოველწლიურად 70-ზე მეტ მონაწილეზეა გათვლილი და მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური, სანდო და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტების მომზადებას.
პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სექტორის პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესებასა და დარგის სტაბილურ განვითარებაში, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის წყალმომარაგებისა და ინფრასტრუქტურული მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
14.05.2025.18:12
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წლის მთავარი ინსპირაციული ღონისძიება - Spotlight-ი სასტუმრო რადისონ ბლუ თბილისში გაიმართება.
Spotlight Tech 2025 25 მაისს ჩატარდება, ორდღიანი Spotlight 2025 კი მსმენელს 7 და 8 ივნისსუმასპინძლებს.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 14 მაისს, დაიწყო და მათი შეძენა ონლაინ,TKT.ge-სა და biletebi.ge-ს პლატფორმაზე არის შესაძლებელი.
Spotlight 2025-ის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სიახლეებს და გამომსვლელთა სიას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ბმულზე.
„ინდუსტრიაში ახალი ტექნოლოგიების, აღმოჩენების და ინსპირაციის გაზიარების ხელშეწყობისთვის, საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია Spotlight-ის ღონისძიების წარმდგენია. საქართველოს ბანკისთვის ტრადიციად იქცა, ინდუსტრიის ლიდერების ხელშეწყობა ინოვაციური იდეების გაზიარების, გენერირების და თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბების პროცესში და ამ მიმართულებით, არც Spotlight-ის ღონისძიებაა გამონაკლისი. ისეთი პლატფორმების აღმოჩენა, სადაც ადამიანები არ ჩერდებიან და უყვებიან ერთმანეთს, თუ როგორი უსაზღვროა შესაძლებლობები – ჩვენთვის, საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი და ორგანულია. ამიტომ, უკვე მრავალი წელია, სფოთლაითის მხარდამჭერები ვართ და გვიხარია, რომ წელს სფეროს წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებაში“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების უფროსი.
ინფორმაციისთვის, ღონისძიება Spotlight-ის მოგზაურობა 2013 წლიდან დაიწყო, როდესაც Marketer.ge-მ ინდუსტრიის წარმომადგენელს ერთ სივრცეში მოუყარა თავი. დღეს „სფოთლაითი“ აერთიანებს ყველას, ვინც ინოვაციურ კვალს ტოვებს – იქნება ეს ბიზნესის, მარკეტინგის, ტექნოლოგიების თუ სტარტაპების სფეროში. ეს ტრანსფორმაცია ასახავს თანამედროვე ბიზნესის მზარდ ურთიერთკავშირს, სადაც მარკეტინგი, ტექნოლოგიები და ინოვაცია განუყოფლადაა ერთმანეთთან დაკავშირებული.