წყალმომარაგება საქართველოსთვის მხოლოდ კომუნალური სერვისი აღარ არის, იგი ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განვითარების საფუძველია - GWP-ის კომუნიკაციების დირექტორი
წყალმომარაგება საქართველოსთვის მხოლოდ კომუნალური სერვისი აღარ არის, იგი ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განვითარების საფუძველია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია GWP-ის კომუნიკაციების დირექტორმა ეკა ბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა უკვე იმ ეტაპზეა, როდესაც დარგში არსებული გამოწვევების სწრაფად დაძლევა და პროგრესის დაჩქარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან წყალმომარაგება პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკის სხვა სექტორების. ეკა ბერიძის განმარტებით, ფორუმის ჩატარების იდეა სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარეობდა და მას სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც კომპანიის მენეჯმენტის, ისე მარეგულირებლისა და მთავრობის მხრიდან.
„წყალმომარაგება ჩვენთვის დღეს არის უსაფრთხოების საფუძველი, ეკონომიკის საფუძველი, განვითარების საფუძველი. ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებისთვის, ვინც წყალმომარაგების ან მომიჯნავე დარგებშია ჩართული. საქართველო უკვე მივიდა იმ ეტაპზე, როდესაც საჭიროა გამოწვევების სწრაფად დაძლევა და რაც შეიძლება სწრაფი პროგრესი წყალმომარაგების დარგში.
გარდა მოსახლეობის უსაფრთხოების და კეთილდღეობისა, წყალმომარაგება დაკავშირებულია ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით ყველა სხვა დარგთან, მათ შორის მაგალითად მშენებლობასთან. ეს დარგები ვერ განვითარდება, თუ წყალმომარაგებაში არ იქნება დაძლეული არსებული გამოწვევები და თუ ჩვენ სწრაფი და დიდი ნაბიჯებით არ წავალთ წინ. სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი სტიმული. სწორედ აქედან წამოვიდა ეს იდეა. მივიღეთ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა თვითონ "აქვალიას" მაღალი რგოლის მენეჯმენტისგან. სრული მხარდაჭერა გვქონდა მარეგულირებელი კომისიისგან და პირადად თავმჯდომარისგან. სრული მხარდაჭერა გვქონდა ინფრასტრუქტურის მინისტრისგან. მომზადების პროცესმა დაგვანახა ის, რომ მხოლოდ ჩვენ კი არა, მხოლოდ სემეკი კი არა, არამედ მთავრობაც კარგად ხედავს ამ საჭიროებებს. ანუ ძალიან კარგად დაემთხვა ჩვენი ხედვები და ინტერესები. შევხვდით წინასწარ ეკონომიკის მინისტრს, შევხვდით წინასწარ ინფრასტრუქტურის მინისტრს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სემეკს რამდენჯერმე და მივხვდით, რომ ჩვენ ვართ ერთ გზაზე.
ძალიან დიდხანს ვამზადებდით ამ ფორუმს. ყველა აქტორთან ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი ასე ვთქვათ წინა კომუნიკაცია. ყველასგან იყო სრული მხარდაჭერა“, - აცხადებს ეკა ბერიძე.
GWP-ის კომუნიკაციების დირექტორის თქმით, წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი ერთჯერადი ღონისძიება არ ყოფილა და პლატფორმაზე განხილულ კონკრეტულ თემებს გაგრძელება ექნება როგორც სამუშაო პროცესის, ისე მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი შედეგების თვალსაზრისით.
„სიურპრიზი იყო ჩემთვის ასეთი მხარდაჭერა, თორემ წინააღმდეგი რომ არავინ იქნებოდა ვიცოდით. მივხვდი, რომ ყველა გრძნობს ამ საჭიროებას. ანუ ყველა გრძნობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კარგად გამართული წყალმომარაგების დარგი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს ამ გადასახედიდან სრული დამაჯერებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ფორუმი იყო აბსოლუტური სინერგიის შედეგი. ეს არ იყო მხოლოდ GWP-ის ან "აქვალიას" დამსახურება. რომ არა ყველა აქტორი, ვინც ჩვენ ჩავრთეთ ასე ვთქვათ იდეის განხორციელებაში, ასეთი ეფექტური და რაც მთავარია ასეთი არაფორმალური არ გამოვიდოდა ფორუმი. არაფორმალობაში რას ვგულისხმობ კარგად იცით, რომ ტარდება ბევრი სხვადასხვა სახის კონფერენცია, ფორუმი - რაც კარგია, მაგრამ ერთჯერადი აქტებია.
ეს ფორუმი არ იყო ერთჯერადი აქტი. ეს ფორუმი იყო ის პლატფორმა, სადაც ჩვენ ბევრ, მაგრამ ძალიან კონკრეტულ მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელეთ და ამას აუცილებლად ექნება გაგრძელება, როგორც პროცესის თვალსაზრისით, როგორც სამუშაოების, ურთიერთკავშირის თვალსაზრისით, ასევე იმ შედეგების თვალსაზრისით, რომელსაც ჩვენ დავინახავთ ახლო მომავალშიც, ასე ვთქვათ საშუალო ვადაშიც და გრძელვადიანში კიდევ უფრო მეტად“, - აცხადებს ეკა ბერიძე.
პირველი ღია, ისტორიული დიალოგი წყალმომარაგების თემებზე საქართველოში-წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი გლობალური კვალიფიციური ინვესტორის და ოპერატორის „აქვალიას“ და GWP-ის ინიციატივით გაიმართა. მაღალი დონის ღონისძიებაზე იმსჯელეს წყლის რესურსის ხელმისაწვდომობაზე, ეფექტიან და პროგნოზირებად რეგულაციებზე სამართლიანი გარემოს შექმნის მიზნით, აუცილებელ ინვესტიციებზე და რეფორმებზე, რომელიც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას , გახდეს რეგიონული ლიდერი წყალმომარაგების დარგში.
დღის ტოპ 10 სიახლე
Aqualia-ს სრული მზაობა აქვს იმისთვის, რომ საქართველო აქციოს ჰაბად - GWP-ის კომუნიკაციების დირექტორი
სხვა სიახლეები
Aqualia-ს სრული მზაობა აქვს იმისთვის, რომ საქართველო აქციოს ჰაბად - GWP-ის კომუნიკაციების დირექტორი
19.02.2026.11:23
წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებს გარეთ ჩატარებული უმაღლესი რანგის შეხვედრები მთავრობისა და ევროპული ინვესტორების საერთო ინტერესებს გამოხატავდა, - მიიჩნევს კომპანია GWP-ის კომუნიკაციების დირექტორი.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკა ბერიძემ განაცხადა, ასეთი თანამშრომლობა აუცილებელია, რადგან როგორც სახელმწიფოს, ისე ინვესტორების მიზანია, საქართველო რეგიონში წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა გახდეს. მისივე შეფასებით, წყალმომარაგება სხვა ეკონომიკურ სექტორებთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ამიტომ მის განვითარებას არა მხოლოდ ინდუსტრიის, არამედ ქვეყნის ზოგადი განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„იყო უმაღლესი რანგის შეხვედრები, რაც ადასტურებს ნამდვილად იმას, რომ მთავრობას და წყალმომარაგებაში მთავარ კვალიფიციურ ინვესტორს, თანაც ევროპულ წამყვან კომპანიას, აქვთ საერთო ინტერესები. მათ აუცილებლად სჭირდებათ თანამშრომლობა იმიტომ, რომ ჩვენი მიზნები არის აბსოლუტურად საერთო. იმიტომ, რომ გვინდა საქართველო გახდეს წყალმომარაგების დარგში და არა მხოლოდ წყალმომარაგების დარგში, თუმცა სხვა დარგები ძალიან არის წყალმომარაგებაზე მიბმული, წარმატებულები უნდა გავხდეთ, უნდა გავხდეთ რეგიონში ყველაზე წარმატებულები და ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს. ამას ხედავს ყველა აქტორი ჩემი აზრით დღეს უკვე“, - აცხადებს ეკა ბერიძე.
GWP-ის კომუნიკაციების დირექტორის თქმით, „აქვალია“ გეგმავს სხვა რეგიონულ ბაზრებზე გასვლას, თუმცა საქართველო რჩება მთავარი ცენტრი, სადაც კომპანია უზრუნველყოფს წყალმომარაგების მომსახურებას თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში.
„მათთვის საქართველო არის განსაკუთრებული ქვეყანა. მით უმეტეს რომ "აქვალია" აპირებს რეგიონში სხვა ქვეყნებშიც შევიდეს, პენეტრაციას აპირებს სხვა ბაზრებზეც და მათთვის სწორედ საქართველოა წარმოდგენილი როგორც ჰაბი, სადაც ისინი წყალმომარაგების მომსახურებას უწევენ თბილისს, რუსთავს, მცხეთას. მოკლედ ამ კომპანიას სრული მზაობა აქვს მას იმისთვის რომ საქართველო აქციოს ჰაბად. ეს თუ ასე მოხდება "აქვალიას" დიდი დამსახურება იქნება მთავრობის ხელშეწყობით რა თქმა უნდა“, - აღნიშნავს ეკა ბერიძე.