„წისქვილი ბაზარი“ საახალწლოდ დესერტებს ამატებს
მზა კვებაში 15 დეკემბრიდან დესერტებს დავამატებთ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „წისქვილი ბაზარი“ დირექტორმა გიორგი ქაშიბაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება ახალი წლის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით მიიღეს. ამასთან, სავაჭრო ობიექტებზე იგეგმება საახალწლო ფასდაკლებები.
„პროდუქტებზე საახალწლო აქციები იქნება სტანდარტული და „წისქვილი ბაზარის“ ახალი შემოთავაზებაა დესერტები, რაც კომპანიის ორივე ფილიალში 15 დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი“, - აცხადებს გიორგი ქაშიბაძე.
ამ დროისათვის „წისქვილი ბაზარის“ ობიექტებზე რიგი პროდუქტები ფასდაკლებით უკვე იყიდება.
„ბოლო საახალწლო ფასდაკლებები იქნება 20 დეკემბრის შემდეგ. შამპანურებზე, სასმელებსა და ბომბონერებზე საშუალო ფასდაკლება 25-30%-დან დაიწყება და 50%-მდე ავა. ახალი ფილიალის გახსნის შემდეგ მომხმარებლის რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი და ბრენდის ცნობადობაც გაიზარდა“, - ამბობს გიორგი ქაშიბაძე.
„წისქვილი ბაზარის“ სერვისი საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი.
„ჩვენს ფილიალებში ფასები იგივეა, მაგრამ მომსახურება არის მაღალი ხარისხის და შესაბამისად მოთხოვნა იზრდება“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.
„წისქვილი ბაზარი“ სამი წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. ერთი ფილიალი ვაკეშია, ხოლო მეორე 2023 წელს ავლაბარში გაიხსნა.
სხვა სიახლეები
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - მხოლოდ არქელი პატარებისთვის
01.06.2026.18:15
„არქიმ“ პატარა არქელებისთვის ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
#1 დეველოპერი ბავშვებისთვის ტრადიციულად ყოველ წელს განსაკუთრებულ დღეს აწყობს და გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა.
ამჯერად „არქიმ“ ბავშვები გრანდ ავენიუს ტერიტორიაზე მოიწვია, სადაც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში პატარებს მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა დახვდათ: ანიმატორები, ზღაპრის გმირები, ბატუტი, სახეზე მოხატვა, სახალისო თამაშები, ბუშტების მასტერკლასი და გემრიელი სასუსნავები.

ღონისძიებას უამრავი პატარა არქელი ესტუმრა მშობლებთან ერთად. ორი საათის განმავლობაში ბავშვებმა დრო სახალისოდ, აქტიურად და შემეცნებითად გაატარეს.

#1 დეველოპერული კომპანია “არქი” ბაზრის უპირობო ლიდერია, რომელსაც უკვე 55 დასრულებული პროექტი აქვს და 70 000-მდე არქელს აერთიანებს. კომპანია მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს საუკეთესო პირობებსა და მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის გამორჩეულ მშენებარე ბინებს თბილისში. ამავდროულად, არქი მუდმივად ზრუნავს მაცხოვრებლებზე და მათთვის წლის განმავლობაში რეგულარულად აწყობს საინტერესო ღონისძიებებს.

