მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7094.2
-0.0025
flag
AZN 1.5962
-0.0009
flag
CNY 38.161
-0.0085
flag
EUR 3.1514
-0.0107
flag
GBP 3.5766
-0.0132
flag
KZT 51.14
-0.0036
flag
TRY 0.0646
-0.0001
flag
USD 2.7139
-0.0015

ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - „თეგეტა გრინ პლანეტი“ ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა

news image

გარემოსდაცვითი ინიციატივები თანამედროვე სამყაროში ეკონომიკური და სოციალური განვითარების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მდგრადი განვითარება აღარ არის მხოლოდ იდეა - ის გახდა რეალური პროცესი, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის და გარემოზე ზრუნვას ეკონომიკურ სარგებელთან აკავშირებს.

ამ გლობალური ტრანსფორმაციის ფონზე „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია (PRO) „თეგეტა გრინ პლანეტი“ ლისაბონში, ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო კონფერენციაზე - RAR2025 - წარდგა, სადაც ცირკულარული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბურავების გადამუშავების შედეგად მიღებული რეზინის ასფალტში შერევის საკითხს, რომელზედაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა მწარმოებლებმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა იმსჯელეს და წარადგინეს როგორც მათ მიერ დანერგილი ინოვაციური მიდგომები, ისე უახლესი კვლევები რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენებისა და მისი უპირატესობების შესახებ. 

ღონისძიებაზე „თეგეტა გრინ პლანეტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა პრეზენტაცია წარადგინა თემაზე: Circular Industry in Motion. შალვა ახვლედიანის გამოსვლამ საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მიიპყრო - სტატიები გამოქვეყნდა გამოცემებში The CEO Weekly და The Hudson Weekly.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტის“ მონაწილეობა RAR2025-ზე მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც ქვეყნის, ისეკომპანიის განვითარების გზაზე. ეს ღონისძიება ხელს უწყობს საქართველოში საბურავების ნარჩენების ცირკულარულ ეკონომიკაში ჩართვას თანამედროვე და ინოვაციური მიდგომებით. კერძოდ, რეციკლირებული რეზინის ასფალტში შერევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გზის საფარის ხარისხსა და თვისებებს. ასევე, თითქმის აორმაგებს მის გამძლეობას.

ამასთანავე, ფორუმში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კომპანიისთვის, რადგან RAR2025 ცირკულარული ეკონომიკისა და მდგრადი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც მოწინავე ქვეყნების გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებს აერთიანებს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს პრაქტიკული მიღწევები ნარჩენების მართვაში, ინოვაციური მიდგომები და პროცესები, რაც აჩვენებს, როგორ შეიძლება,კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობამ შექმნას მდგრადი, ეფექტური და ფუნქციონალური ეკონომიკური მოდელი.

გამოყენებული საბურავები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამართავ ნარჩენად მიიჩნევა. მათი უკონტროლო დაგროვება ან უკანონო დაწვა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეკოსისტემას. თუმცა, „თეგეტა გრინ პლანეტის“, Wasteless-ისა და სხვა მწარმოებლის გაფართოებული ორგანიზაციების ჩართულობით, საქართველოში ეს პრობლემა შესაძლებლობად იქცა და ახალი ეკონომიკური მიმართულება შეიქმნა ისტორიული პროექტის - საქართველოს პირველი ინდუსტრიული მასშტაბის საბურავების გადამმუშავებელი ქარხნის სახით, რომელიც 2026 წლის მესამე კვარტალში ამოქმედდება.

გადამმუშავებელი ქარხანა უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღიჭურვება და წელიწადში ათასობით ტონა საბურავის გადამუშავებას შეძლებს. მიღებული მასალები კი - ფოლადი, ტექსტილი და რეზინის გრანულატი - გამოყენებული იქნება გზების მშენებლობაში, სპორტულ მოედნებსა და ინდუსტრიულ წარმოებაში.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საბურავის ისტორიას ახალი დასასრული ჰქონდეს. იქ, სადაც ადრე ნარჩენი იყო, ახლა შესაძლებლობა იბადება. ყოველი საბურავი, რომელსაც ვამუშავებთ, ნიშნავს დაბინძურების თავიდან აცილებას და ამავე დროს ახალი ღირებულების შექმნას. ლისაბონში დამსწრე აუდიტორიისთვის აღნიშნული ინიციატივა იქცა მაგალითად, თუ როგორ შეუძლია კერძო სექტორსა და სახელმწიფოს ერთად შექმნან ცირკულარული ეკონომიკის ფუნქციონალური მოდელი“, - აღნიშნავს შალვა ახვლედიანი.

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. კომპანია დღეს მდგრადი განვითარების ბიზნესმოდელს წარმოადგენს, რომელიც ინოვაციას, ტექნოლოგიასა და პასუხისმგებლობიან მიდგომებს აერთიანებს.

კონფერენციაზე „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ნათლად წარმოაჩინა, რომ საქართველო არა მხოლოდ მიჰყვება გლობალურ სტანდარტებს, არამედ თავად ქმნის მდგრადი განვითარების მოდელს. კომპანიის ინიციატივები და ინოვაციური მიდგომები კი ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ცირკულარული ეკონომიკის სფეროში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინოს და ახალი შესაძლებლობები გააჩინოს.

„თეგეტა გრინ პლანეტი“ „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების მართვის ხელშეწყობისა და საავტომობილო ინდუსტრიაში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის მიზნით შეიქმნა. კომპანია სპეციფიკური ნარჩენების - საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს. 2023 წლიდან დღემდე „თეგეტა გრინ პლანეტის“ ჩართულობით 4 000 ტონაზე მეტი ნარჩენი აკუმულატორი, 2 000 ტონამდე ნარჩენი ზეთი და 10 000 ტონაზე მეტი საბურავი შეგროვდა და ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად გადამუშავდა.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ცენტრალური აზია - "თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

31.10.2025.19:00

ჩვენ რეალურად არ ვართ მზად, მაგრამ ის, რომ ევროკავშირი და ჩინეთი გაასამმაგებენ საკუთარ სავაჭრო ბრუნვას, არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად შუა დერეფანზე გადაივლის, - აცხადებს რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას "თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი  კითხვის პასუხად, არის თუ არა შუა დერეფანი მზად გაზრდილი ტვირთნაკადების გასატარებლად. 

მისი შეფასებით, ზრდის ათვისება ძირითადად მოხდება ზღვით. 

„იმიტომ, რომ ზღვა რჩება ყველაზე იაფ და ეფექტურ საშუალებად ტრანსპორტირებისთვის ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით. ასევე მზარდი არის ჩვენი ვაჭრობა ჩინეთთან და აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის. რაც შეეხება ცენტრალურ აზიას, მათთვის ლოგისტიკურად გაცილებით მოხერხებულია, ან უფრო უპრიანია, რომ ჩინეთიდან გადაზიდვები სარკინიგზო გზით განხორციელდეს, რადგან ისინი პრაქტიკულად საერთო საზღვრით არიან დაკავშირებულები. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ წამოვიდეს ეს ტვირთნაკადი და გამოიაროს, რაღაც მცირე ნაწილი შეიძლება გამოიაროს, გავა და შეიძლება მივიდეს ევროპამდე, მაგრამ მთავარი ჩვენთვის ის  არ არის, რომ ჩვენ აუცილებლად ჩინური ტვირთით დავტვირთოთ ჩვენი ნავსადგური. ჩვენი მთავარი წყარო ტვირთის არის ცენტრალური აზია და მისი საექსპორტო პოტენციალი და მათი ნედლეულის ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე. ეს არის დიდი პოტენციალი. ისინი ძალიან ბევრ ინვესტიციებს აკეთებს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, ახალი ქარხნები შენდება - სასუქის წარმოებაში, ნედლეულის წარმოება, ეს იქნება ქრომი, ალუმინი, სპილენძი და მრავალი. მე ხშირად ვლაპარაკობ, რომ ჩვენ როდესაც ვადარებთ ექსპორტ-იმპორტის ბალანსს, 100% იმპორტი სრული სავსე კონტეინერიდან, ჩვენ მხოლოდ 20%-ს ვუშვებთ  სავსეს და 80% მიდის ცარიელი კონტეინერი. ჩვენ აქ უნდა აღმოვფხვრათ ეს სერიოზული განსხვავება. ეს წყარო ტვირთის ზუსტად ცენტრალურ აზიაშია. ჩვენ გვჭირდება ეს ინფრასტრუქტურა, რომ მოვიტანოთ ტვირთი ცენტრალური აზიიდან, ჩავტვირთოთ კონტეინერში და გავუშვათ მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. ეს არის ჩვენი ამოცანა როგორც ერთ-ერთი იმ კომპანიის, რომელსაც მე წარმოვადგენ, ეს არის „msc საქართველო“. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ცენტრალური აზია. კომპანია msc, მალე ბაქოში გახსნის წარმომადგენლობას. პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ძალიან აქტიურები ვიყოთ.ისედაც ვმუშაობთ ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში უკვე დიდი ხანია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იქ ჩვენი წარმომადგენლობა უფრო და უფრო გაიზარდოს“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა. 


მისივე განმარტებით, თუ ავიღებთ ჩინეთიდან ევროპაში ტრანსპორტირების ყველაზე უმოკლეს გზას, ის გადის რუსეთზე და ბელორუსიაზე. 


„ის უფრო კონკურენტულია, ვიდრე ჩვენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა შემთხვევაში ტვირთის ძირითადი  99%, მაინც ზღვით გადაზიდვა მოხდება. თუმცა ცენტრალური აზიისთვის ეს მნიშვნელოვანია, ასევე  ჩვენი დერეფნის გამტარუნარიანობისთვის. ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო ამოცანა, და ეს ამოცანა სწორედ ის არის, რომ ცენტრალური აზიიდან ტვირთები ჩვენი მიმართულებით მოვიზიდოთ ჩვენი დერეფნის საშუალებით“, - ამბობს ინაიშვილი. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა