მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082
-0.0006
flag
AZN 1.5951
-0.0005
flag
CNY 38.071
-0.0007
flag
EUR 3.1385
-0.0132
flag
GBP 3.6014
-0.0277
flag
KZT 50.41
0.003
flag
TRY 0.0648
-0.0002
flag
USD 2.7117
-0.0008

წიგნი ეკოცნობიერების ამაღლებისთვის - „თეგეტასა“ და „მწვანე პოლუსის“ კოლაბორაცია

news image

რატომ უნდა ჩააბაროთ საავტომობილო ნარჩენები შესაბამის პუნქტში, რატომ არ უნდა გააღოთ მაცივრის კარი საჭიროების გარეშე, რატომ უნდა მორწყოთ ყვავილები წვიმის წყლით და რა საერთო აქვს ამ ქმედებებს ეკოლოგიასთან? ერთი შეხედვით ამ უცნაური კავშირის ლოგიკური ახსნა „თეგეტა მოტორსის“„თეგეტა გრინ პლანეტისა“ და ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ თანამშრომლობით გამოცემულ წიგნშია თავმოყრილი. კრებულში 20 ეკორჩევაა გაერთიანებული და ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი„გარემოზე ზრუნვა „თეგეტასთვის“ უკვე ყოველდღიურობად იქცა. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით დასახულ პრიორიტეტებს და ვცდილობთ, მაქსიმალურად ფართო აუდიტორიას მივაწვდინოთ ხმა, თუ რა ზიანი მოაქვს, მაგალითად, საავტომობილო ნარჩენების გარემოში დატოვებას. კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ეს საკითხი ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია. 

„მწვანე პოლუსთან“ თანამშრომლობით გამოცემული წიგნი კი კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა, ახალგაზრდა თაობას არა მხოლოდ მივაწოდოთ ინფორმაცია საფრთხეების შესახებ, არამედ მათი თავიდან აცილების გზებზეც ვისაუბროთ, რაც საბოლოოდ საზოგადოებაში ქცევის შეცვლას ისახავს მიზნად“.

„თეგეტა მოტორსის“, „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და „მწვანე პოლუსის“ თანამშრომლობით გამოცემული წიგნი სამ ძირითად თემას აერთიანებს: საავტომობილო ნარჩენების გადამუშავება, ჰაერის დაბინძურება და წყლის მოხმარება. პროექტის სამიზნე აუდიტორია სკოლის მოსწავლეები არიან. კრებულის ტექსტიც შესაბამისი - მარტივი და სახალისო ენით დაიწერა. წიგნის საპრეზენტაციოდ კი 10 სკოლა შეირჩა. 

ეკორჩევების წიგნს ორი გმირი ჰყავს - ფლორა და ფაუნა დაწვრილებით უყვებიან მკითხველებს,რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ქცევა გარემოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის. გამოცემის პირველი ნაწილი საავტომობილო ნარჩენების გადამუშავებას შეეხება. ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე წელია, “თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტი“, „თეგეტა მოტორსთან“ ერთად მუშაობს. კომპანია პროექტის ერთ-ერთი თანაავტორია და რჩევებიც მათი ხელშეწყობით მომზადდა. 

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „ჩვენი კომპანიის უმთავრესი ღირებულება სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ცნობიერების გაზრდაა, რაც, საბოლოო ჯამში, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას უწყობს ხელს. სწორედ ეს მთავარი პრინციპი გვაერთიანებს „მწვანე პოლუსთან“. გვსურს, ერთობლივად ავუხსნათ ჩვენს თანამოქალაქეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ საავტომობილო ნარჩენების უყურადღებოდ დატოვება გარემოს დიდ ზიანს აყენებს. ამიტომ აუცილებელია მათი შეგროვება და წესების დაცვით გადამუშავება, რასაც „თეგეტა გრინ პლანეტი“ პარტნიორი ლიცენზირებული გადამმუშავებელი საწარმოების მეშვეობით აკეთებს“.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის CSR მენეჯერი: „სკოლებში ეკორჩევების წიგნის პრეზენტაციისას მოსწავლეებს არაერთ მნიშვნელოვან რჩევას ვუზიარებთ. მათ შორის, ვუხსნით და ვასწავლით, თუ რა მცირედი ნაბიჯების გადადგმით შეგვიძლია ვიზრუნოთ გარემოზე. ვუზიარებთ ჩვენს ღირებულებებსა და მიდგომებს და ვაძლევთ სტიმულს, რომ მეტად ჩართულები იყვნენ უკეთესი მომავლის შენებაში“.  

„მწვანე პოლუსისთვის“ ეკორჩევების ეს უკვე მეხუთე გამოცემაა. ორგანიზაციის მიზანია, ახალ თაობას ეკოლოგიური პასუხისმგებლობის განვითარებაში დაეხმაროს.

გიორგი ჯაფარიძე, „მწვანე პოლუსის“ დამფუძნებელი: „მოხარულები ვართ, რომ ამჯერად „თეგეტა მოტორსთან“ და „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად ვაგრძელებთ ეკორჩევების ციკლს. ეს არის ეკოანბანი, რომელიც მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას, გაიგონ, რა ზიანი მოაქვს გარემოსთვის დაუდევრობას და ამასთან ერთად, გვინდა ახალგაზრდებს გავუზიაროთ ის ელემენტარული და საბაზისო რჩევები, რომლებიც ყოველდღიურობაში გამოადგებათ.

ჩვენი ორგანიზაცია უკვე წლებია, ამ მიმართულებით მუშაობს. ბოლო პერიოდის დაკვირვება აჩვენებს, რომ ცნობიერების ამაღლების კუთხით, ვითარება გაუმჯობესებულია. ყოველი პრეზენტაციის შემდეგ სკოლებში ერთგვარ ტესტს ვატარებთ, რომლის შედეგებიც სიტუაციის ცვლილების ნათელი დადასტურებაა“.

ეკორჩევების წიგნის საპრეზენტაციოდ შერჩეული სკოლების მოსწავლეების უმრავლესობამ ინფორმაცია უშუალოდ გამოცემის თანაავტორებისაგან მიიღო. პროექტი ჯერ ისევ გრძელდება, ოქტომბრის პირველ ნახევარში დასრულდება და ეკოლოგიური უსაფრთხოების შესახებ, ჯამში, 500-მდე მოსწავლე გაიგებს მეტს. უშუალო შეხვედრებთან ერთად, რჩევების მეტი ხელმისაწვდომობისათვის 15 პოსტერიც მომზადდება. ქარდები სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა პლატფორმაზე განთავსდება.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მიიღე საქართველოს ბანკის სტიპენდია თბილისის კომუნიკაციის სკოლაში და დაეუფლე ახალ პროფესიას

10.10.2025.18:27

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, მათთვის, ვისაც პროფესიის ცვლილება ან/და კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, ახალ პროექტს ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში და დაეუფლონ სასურველ პროფესიას სრული დაფინანსებით.

პარტნიორ აკადემიებს შორისაა თბილისის კომუნიკაციის სკოლა (commschool), სადაც სტიპენდიის მიღებას დაინტერესებული პირები მათთვის საინტერესო მიმართულებაზე შეძლებენ.

ამისათვის, მათ უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი და გაიარონ გასაუბრება.
აპლიკაციების მიღება 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობს. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge

თბილისის კომუნიკაციის სკოლა უკვე მე-8 წელია ქმნის ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს აქტუალურ დარგებში, რომელიც კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს იყვნენ კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი დასაქმების ბაზარზე. 

ამ ეტაპზე სკოლა აერთიანებს 30+ პროგრამას ხელოვნური ინტელექტის (AI), მონაცემების, მარკეტინგის, დიზაინის, IT მენეჯმენტისა და პროგრამირების მიმართულებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტთა კმაყოფილების დონე (CSAT) 96%-ია, ხოლო კურსის წარმატებით დასრულების მაჩვენებელი თითქმის 80% აღწევს.

კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტები კურსდამთავრებულთა კლუბში ირიცხებიან, რომლის ფარგლებშიც სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებებით, დახურული ღონისძიებებითა და კომპანიის პარტნიორების შეთავაზებებით.

სკოლის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და კურსების ჩამონათვალს შეგიძლია გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.commschool.ge

პროგრამები განსხვავდება ფორმატის, ხანგრძლივობისა და შინაარსის მიხედვით და თითოეული მათგანი დაფუძნებულია პრაქტიკულ სწავლებას.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა