მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7041
-0.0044
flag
AZN 1.5894
-0.0012
flag
CNY 37.664
0.0158
flag
EUR 3.1254
0.0382
flag
GBP 3.5905
0.0299
flag
KZT 50.04
0.0023
flag
TRY 0.0664
-0.0001
flag
USD 2.7029
-0.0021

წელს საქართველოში 10%-ით მეტი თხილის მოსავალს ელოდებიან - თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პროდუქცია გაუმჯობესებულ ხარისხსა და ფასების ზრდაზე საუბრობს

news image

წელს საქართველოში 10%-ით მეტი თხილის მოსავალს ელოდებიან. როგორც Business Insider Georgia-სთან საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ განაცხადა, მოსავლის რაოდენობასთან ერთად წელს საქართველოში თხილის ხარისხიც გაცილებით მაღალია. 


„მოსავლის რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გაზრდილია. რაოდენობრივად ზრდა დაახლოებით 7-10%-ით მაღალია. წელს მოსავლის ხარისხიც უკეთესია, რადგანაც ამინდებმაც ხელი შეგვიწყო და მოსავლის აღებაც მეტ-ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში მიმდინარეობს. ფაროსანასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რა მონაცემებიც გვაქვს ზიანი შედარებით ნაკლებია და შესაბამისად წელს თხილის უკეთესი ხარისხი გვექნება. თუმცა დეტალური სურათი 10-15 დღეში გვექნება, როცა მოსავლის დიდი ნაწილის დაბინავება და გაშრობა მოხდება. სველ მოსავალზე ძალიან ძნელია ზუსტი ხარისხის განსაზღვრა. თუმცა ამ მომენტისთვის მაქსიმალურად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს“, - განმარტავს ჭითანავა.


მისივე განმარტებით, წელს გაზრდილია თხილის ფასიც, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. 

„მნიშვნელოვანია, რომ თხილის ბაზარზე მნიშვნელოვნად მაღალი ფასები ფიქსირდება. შარშანდელთან შედარებით ხარისხიანი პროდუქციის ფასი გაზრდილია. დღეისათვის სველი თხილი 4,5-5 ლარად იყიდება, მაშინ როდესაც შარშან 3-3.5 ლარი ღირდა. მოლოდინია იმისა, რომ საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქცია შარშანდელთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასებში გაიყიდება. ეს გამოწვეულია იმითაც, რომ თურქეთის ბაზარზე ნაკლების მოსავლის პროგნოზია და შესაბამისად ეს ბაზრის რეაქციაცაა. თურქეთის ბაზრიდან არაერთგვაროვანი გზავნილებია, რამაც გამოიწვია დიდი უნდობლობა და პანიკა მსოფლიო ბაზარზე. ამ მონეტისთვის ცალსახაა, რომ თურქეთში ნაკლები მოსავალი იქნება, და შედარებით ნაკლები ხარისხიც, რაც ავტომატურად პოზიტიურ გავლენას იქონიებს ქართულ ბაზარზე“, - ამბობს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან თხლის მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია. ქართული თხილი აქტიურად იყიდება გერმანიასა და იტალიაში. საერთაშორისო ბაზარზე 1 კგ თხილის ღირებულება უკვე 8 ევროა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ექსპლუატაციის შემდგომი მომსახურება - საიმედო პარტნიორობა „იმპოსტი მეპ“-თან

04.08.2025.17:10

დღეისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შენობა-ნაგებობებისათვის საინჟინრო სისტემების გამართულად და უწყვეტად ფუნქციონირებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინჟინრო კომპანია „იმპოსტი მეპ“-ის ახალი სერვისი, რომლითაც სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ობიექტებს ექსპლუატაციის შემდგომ გეგმურ მომსახურებას სთავაზობს.

ექსპლუატაციის შემდგომი სერვისი მოიცავს: დანადგარების დიაგნოსტიკას, ფილტრების გაწმენდასა და გამოცვლას, ფრეონით დატუმბვას, გეგმურ შემოწმებას, ცვეთადი ნაწილების საჭიროებისამებრ შეცვლას და სხვა ტექნიკურ სამუშაოებს.

გეგმური შემოწმების ფარგლებში მოწმდება AHU, Rooftop, AC დანადგარები, VRF სისტემები, KEF ვენტილაცია, სახანძრო სატუმბი სადგური და სხვა სისტემები.

მომსახურების მთავარი მიზანია — საინჟინრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, მათი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების შემუშავება. ეს კი პირდაპირ აისახება შენობის ენერგოეფექტურობაზე, უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

აღნიშნული მომსახურებაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ამჟამად „იმპოსტი მეპ“-ის სერვისით სარგებლობს არაერთი სამედიცინო დაწესებულება, რესტორანი და სასტუმრო, მათ შორის: სასტუმრო „ibis Tbilisi Airport“, „McDonald’s Georgia“ ,, ბიზნეს ცენტრი იოსებიძეზე’’ და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა