მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7109.5
-0.0037
flag
AZN 1.5797
-0.0008
flag
CNY 38.783
0.006
flag
EUR 3.1857
0.0169
flag
GBP 3.6551
0.0075
flag
KZT 54.36
0.0011
flag
TRY 0.0616
0
flag
USD 2.6856
-0.0014

წელს ქართულ თხილზე მოთხოვნა მზარდია - GPR Nuts

news image

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით, საქართველო საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე Gulfood -ზე წარსდგა. ღონისძიებას ჯამში 26 ქართული კომპანია ესწრებოდა. მათ შორის იყო კომპანია "ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის" (GPR), რომელიც თხილის გადამუშავებითაა დაკავებული.

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას კომპანია GPR-ის თანადამფუძნებელმა ბაია სალუქვაძემ განაცხადა ქალაქ დუბაიში ბევრი შემსყიდველი მონაწილეობდა და კომპანიამ არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც არსებულ პარტნიორებთან, ისე ახალ პოტენციურ დაინტერესებულ კომპანიებთან.

„წელს პირველად გალფუდის გამოფენა 2 ლოკაციაზე მიმდინარეობდა პროდუქტების კატეგორიის მიხედვით. ახალი სივრცე გამოირჩეოდა თვალსაჩინოებით და საქართველოს პავილიონის ადგილმდებარეობაც იყო ძალიან კარგი.

გამოფენა საინტერესო იყო, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინეთ ჩვენი პროდუქცია. გვქონდა დატვირთული შეხვედრები, როგორც არსებულ პარტნიორებთან, ასევე ახალ პოტენციურ დაინტერესებულ კომპანიებთან.

საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, წელს ქართულ თხილზე მოთხოვნა მზარდია, გვქონდა მოლაპარაკებები გამოფენის პროცესში და ამ ეტაპზეც. ვიმედოვნებთ გავხსნით მეტ ახალ, პოტენციურ და სტრატეგიულ ქვეყნებს ქართული თხილისთვის.

ჩვენს ორივე საწარმოში GPR -სა და „აგრითრეიდში“ ვცდილობთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, გვაქვს აქტიური წარმოების პროცესები და ვცდილობთ ჩვენი გეგმები მივმართოთ ახალი ბაზრების ათვისებისკენ, რადგან წლევანდელი წელი ქართული თხილის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი წელია.

დაინტერესება დიდია და ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ ახალი პარტნიორების ხარისხის მოთხოვნები “, - აღნიშნავს ბაია სალუქვაძე.

ცნობისთვის, კომპანია GPR 2013 წელს დაარსდა. იგი წარმოადგენს ოჯახურს ბიზნესს და პროდუქციის 100%-ს ექსპორტზე ყიდის.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2026 წლის იანვარში დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა - APM Terminals Poti

10.02.2026.15:02

APM Terminals Poti-ს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში კომპანიამ 54 527 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2025 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 15%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2025 წლის იანვარში 47 265 TEU , ხოლო 2024-ში 42 588 კონტეინერი დამუშავდა. 

ამავდროულად, 34%-ით გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. APM Terminals Poti-ს მიერ იანვარში მიღებულ იქნა 35 საკონტეინერო გემი, ხოლო 2025 წლის იგივე პერიოდში - 26 გემი. ანალოგიური სტატისტიკა იყო 2024 წელსაც.

„რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2026 წლის იანვარში 16 612 ტონა ტვირთი დამუშავდა. შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 31 356 ტონას შეადგენდა.  
2026 წლის იანვრის თვეში კომპანიის მიერ დამუშავდა 1082 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2025-ში - 1483 მანქანიანი კონტეინერი“, - განმარტებულია APM Terminals Poti-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა