წელს პირველად მივიღეთ სტუმრები ამერიკიდან - Nika Hotel and Club
Nika Hotel and Club გაფართოვდა. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს სასტუმროს დამფუძნებელმა ლარისა გავრილიუკმა განუცხადა.
„ამ სეზონზე დავამატეთ ორი ახალი კოტეჯი და ასევე ფოტო ზონა. ამ ეტაპზე ვმუშაობთ სტუმრების ტრანსპორტირების სერვისის დამატებას, რომელიც მოხდება ბათუმიდან “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპლექსს სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. გასულ წელთან შედარებით, კონტიგენტი შეცვლილია.
„სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კონტიგენტი გარკვეულწილად შეიცვალა. წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა რუსულენოვანი სტუმრების რაოდენობა. ,ისრაელიდან ვიზიტორთა რაოდენობა უცვლელი დარჩა, ხოლო დამატებით, ამ სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუმრების რაოდენობა საუდის არაბეთიდან. აქამდე ძირითადი ვიზიტორები ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ქვეყნებიდან გვყავდა. ასევე, ზრდა დაფიქსირდა დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულ სტუმრებშიც. გარდა ამისა, წელს პირველად მივიღეთ ვიზიტორები ამერიკიდან, რაც წინა წლებში არ ყოფილა “, - აცხადებს ლარისა გავრილიუკი.
ცნობისთვის, ტურისტული კომპლექსი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოში მდებარეობს. სასტუმრო კომპლექსში 5 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.08.2025.19:00
2025 წლის ივნისში, პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა 1,427 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა კვარტლის ფასთან შედარებით 2.7%-ითაა გაზრდილი.
ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში „ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ არის აღნიშნული.
Galt & Taggart-ში აცხადებენ, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) საშუალო ფასი 2025 წელს ივნისში კვარტალურად 0.7%-ით, ხოლო წლიურად 11.5%-ით გაიზარდა და 1,307 აშშ დოლარი შეადგინა.