მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.9
0.0238
flag
AZN 1.5961
0.0037
flag
CNY 38.208
0.0149
flag
EUR 3.2143
0.0164
flag
GBP 3.7053
0.0129
flag
KZT 50.12
0.0003
flag
TRY 0.0657
0.0001
flag
USD 2.7143
0.0063

წელს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის თვალსაზრისით, ისტორიულ მაქსიმუმს ველოდებით - თამარ იოსელიანი

news image

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) უმსხვილესმა კონტრაქტორმა TAV Georgia-მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში  ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი  კრიტიკულ ზონებში 1 კმ-ის მონაკვეთზე ხელოვნური საფარის კაპიტალურ განახლებას მოიცავდა. ბათუმის აეროპორტში  საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა გაორმაგდა, რაც აეროდრომს ერთდროულად 9 საშუალო ზომის თვითმფრინავისა და 1 ვერტმფრენის მიღების შესაძლებლობას აძლევს. 

სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, ასევე აეროპორტების გაერთიანების (UAG) მენეჯმენტთან ერთად დაათვალიერა და გაფართოების ახალ პროექტსაც გაეცნო. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, 2025 წელი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, მგზავრთნაკადის წინასწარი პროგნოზით ისტორიული იქნება. 

,,თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანიამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. რეაბილიტირდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის კრიტიკული ზონა. შესაბამისად ჯამში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, TAV Georgia-მ  25 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნული ხელს უწყობს მგზავრთნაკადის ზრდას და შესაბამისად აეროპორტის ეფექტიან მომსახურებას. 

ჩვენ, წელს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადის თვალსაზრისით ისტორიულ მაქსიმუმს ველოდებით. შესაბამისად, 1,2 მლნ მგზავრზე არის  ჩვენი პროგნოზი გაკეთებული. მგზავრთნაკადი რომ შევადაროთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდის 8 თვეს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის უკვე 32%-იანი მატება გვაქვს, რეისების კუთხით კი 35%-იანი ზრდა,-" განაცხადა თამარ იოსელიანმა. 

მიმდინარე წელს ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტში დაგეგმილია მგზავრთა გაფრენისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონების გაფართოება, ასევე ტერმინალის შესასვლელის დამატებითი ფართის მოწყობა.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანიას TAV Georgia-ს ბათუმში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილ და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 25 მლნ. ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. მათ შორის, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამართულად ფუნქციონირებისთვის  დამატებითი სპეცტექნიკა შეიძინა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „შექმნილია შენთვის - ოძეკის სტანდარტებით“ – „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ახალი მასშტაბური კამპანია

17.09.2025.17:55

ინოვაცია, იაპონური სიზუსტე და ქართული მრავალფეროვნება - ამ პრინციპებს აერთიანებს „მაზდა ცენტრი თეგეტას“ კამპანია, რომელმაც მიზნად დაისახა საზოგადოებისთვის არა მხოლოდ Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდის, არამედ ქართულ-იაპონური ისტორიის წარდგენაც. 

Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდი ერთდროულად არის ეკომეგობრული და მძლავრი, ელეგანტური და უნივერსალური, უსაფრთხო და თავისუფალი. ავტომობილი საკუთარ დიზაინსა და ტექნიკურ მხარეში აერთიანებს იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ძალიან ჰგავს საქართველოს - ზღვისა და მთის სინთეზი, ქალაქის დინამიკა და ველური ბუნების თავისუფლება, ტრადიციის სიღრმე და ამავდროულად თანამედროვე ცხოვრების სტილი. ქართველებს უყვართ უკიდურესობები... კამპანიის მთავარი შინაარსიც სწორედ მათი ხასიათიდან გამომდინარეობს. „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ კამპანიაზე კრეატიულ სააგენტო Quick-თან ერთად იმუშავა.  

კამპანიის მთავარი სახეა ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი — ქართველი ოძეკი, რომლის კარიერა და ცხოვრება იაპონურ-ქართული კავშირის ნამდვილი სიმბოლოა. კამპანიის მთავარ ვიდეორგოლში იაპონელ ინჟინრებს პირადად ტოჩინოშინი უზიარებს ქართველების საჭიროებებს: „ქართველებს სჭირდებათ ავტომობილი, რომელიც ჩვენს მრავალფეროვნებას მოერგება და ამავდროულად იაპონური სულით იქნება დამუხტული“.

Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდი სწორედ კამპანიის ვიდეოში გაჟღერებულ მოთხოვნებზეა აგებული. ის საშუალებას გაძლევს ქალაქში ელექტროენერგია გამოიყენო, ხოლო შორ მანძილზე გადაადგილებისას ჰიბრიდულ რეჟიმზე გადახვიდე. ავტომობილი აერთიანებს ეკომეგობრულობას, 327 ცხენის ძალას, SUV კლასის სიმტკიცესა და იაპონური ინჟინერიის გამორჩეულ სიზუსტეს. 

თუმცა კამპანიის მთავარი მესიჯი ტექნიკურ მონაცემებს სცდება. აქცენტი გაკეთებულია უნივერსალურობასა და იდეალურობაზე, კერძოდ, იმ ასპექტზე, რამდენად ზუსტად ერგება ავტომობილი ადგილობრივ საჭიროებებს. ასევე იმ  მრავალფეროვნებაზე, რაც ქართულ ყოველდღიურობასა და ცხოვრების სტილს თან ახლავს. 

„ეს ძალიან საინტერესო პროექტია. ვფიქრობ, არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობებისთვისაც მნიშვნელოვანია. ასეთი ინიციატივები აძლიერებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ურთიერთგაგებას და ქმნის ერთგვარ ხიდს, რომელიც აერთიანებს კულტურას, ინოვაციასა და საერთო სულისკვეთებას“, - აღნიშნავს ლევან გორგაძე, ტოჩინოშინი.

„მაზდა ცენტრი თეგეტასთვის“ კამპანია მხოლოდ ახალი მოდელის ავტომობილის წარდგენასა და ტექნოლოგიურ სიახლეს კი არა, ბრენდის სწორად პოზიციონირებას და მისი იაპონური ფესვების წარმოჩენას ემსახურება. ის მრავალფეროვანი კონტენტისგან შედგება, სადაც იაპონური ინოვაცია და ქართული ხასიათი ერთობლივ კომბინაციაში მოდის. 

ვიდეორგოლში ტოჩინოშინი აცნობს იაპონელ ინჟინრებს ქართველების საჭიროებებს, ხოლო ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილ პრინტ-სერიაში CX-60-ის უნარები „სარკისეულ ისტორიებში“ ცოცხლდება, რაც ხაზს უსვამს ავტომობილის მრავალფეროვნებასა და მისი უნარების სრულყოფილებას. თითოეული კადრი წარმოაჩენს მოდელის ეკონომიურობასა და სისწრაფეს, სიმტკიცესა და კომფორტს, ტექნოლოგიურობასა და ელეგანტურობას, აჩვენებს, რომ მაზდას ახალი მოდელი მთლიანობაში არის როგორც უნივერსალური, ისე იდეალური, ქალაქის პირობებშიც და შორ მანძილზე მოგზაურობისასაც.

საბა მჭედლიშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდის წარდგენა საშუალებას გვაძლევს, ქართველ საზოგადოებას არა მხოლოდ ახალი მოდელი გავაცნოთ, არამედ ვაჩვენოთ ისტორია, რომელიც მრავალფეროვანი და საინტერესოა. ეს ამბავი ქართულ-იაპონური ურთიერთობის, კულტურის, ტექნოლოგიისა და ინოვაციის შესახებაა. ამ ისტორიაში მთავარ როლს კი ტოჩინოშინი ასრულებს — ის კულტურული ხიდია ორ ქვეყანას შორის და გვახსენებს Mazda-ს იაპონურ ფესვებს, რომლებიც იდეალურად ერგება ქართულ ყოველდღიურობას. 

აღსანიშნავია, რომ Mazda CX-60 პირველი დამუხტვადი ჰიბრიდია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის საშუალო ზომის SUV-ია, რომელიც შეფერხებების გარეშე მთელი საქართველოს მასშტაბით ყველგან მიგიყვანს, ეს გახლავთ ის მთავარი ხაზი, რომელიც კამპანიის ღერძად ვაქციეთ“.

ავტომობილი ერთი დამუხტვით 76 კმ-მდე გადის; 0%-100% დამუხტვა 2 საათსა და 20 წუთშია შესაძლებელი, ხოლო 20%-80% -ით - 1 საათსა და 30 წუთში.

„მაზდა ცენტრი თეგეტას“ ახალი კამპანია გამორჩეულია იმითაც, რომ ერთდროულად ბიზნესსა და კულტურულ სივრცეს აერთიანებს. ის ქმნის ისტორიას, სადაც ქართული მრავალფეროვნება და იაპონური სიზუსტე ერთმანეთს ავსებს. კამპანიის სლოგანი — „შექმნილია შენთვის ოძეკის სტანდარტებით“ — კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდი არის უკიდურესობებით გაჟღენთილი ავტომობილი, რომელიც უნივერსალურია ქართველებისთვის. 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და სერვისსაც სთავაზობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა