მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

წარმოებაში 200%-იანი ზრდა გვაქვს, შოკოლადის ქვევრებზე მოთხოვნა მზარდია - Mouth Melters Group-ი

news image

შოკოლადის ქვევრები „ლოლაძის საოჯახო მეღვინეობის" მწარმოებლების მიერ შექმნილი უნიკალური პროდუქტია, რომელიც ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა Mouth Melters -ის ბრენდით და მალევე მიიპყრო ყურადღება.

წარმოებამდე ერთი წილით ადრე იდეა გაჩნდა, როგორც Mouth Melters Group-ის თანადამფუძნებელი ერეკლე ლოლაძე  Business Insider Georgia- თან ამბობს, 2018 წელს გადაწყვიტეს, რომ ღვინის წარმოების პარალელურად მომხმარებლისთვის შეეთავაზებინათ ისეთი პროდუქტი, რომელიც მეღვინეობასთან იქნებოდა ასოცირებული.

არჩევანი შოკოლადზე გაკეთდა და შედეგმაც არ დააყოვნა -  მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ უკვე 2022 წლისთვის შოკოლადის საწარმო-სახელოსნოც გახსნეს, რომელიც 100%-ით პასუხობს ევროპულ სტანდარტს.

,,Mouth Melters -ის შექმნის იდეა პირველად 2018 წლის ბოლოს გაგვიჩნდა, ხოლო 2019 წლის ბოლოს პირველი პროდუქცია სრულყოფილი სახით წარმოვადგინეთ. ეს არის ქვევრის ფორმის შოკოლადი, რომლის ინსპირაციაც სწორედ ქართული მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორიაა.

ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 6 სახის შოკოლადს ორი ზომის შეფუთვით. საახალწლო კოლექციაში  წელს შევიტანეთ სიახლე და მომხმარებელს შევთავაზეთ დიდი ზომის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია 30 ცალი შოკოლადის ქვევრი და 2.4კგ-ს იწონის. ძალიან კარგად მიიღო საზოგადოებამ ჩვენი პროდუქტი, უმოკლეს პერიოდშივე შეიყვარა და გვენდო, რაც დიდი მოტივაციაა ჩვენთვის, საწარმო-სახელოსნოს გახსნისკენაც ამ მოცემულობამ გვიბიძგა.

წლიდან წლამდე მაღალი მოთხოვნაა, 2023 წელი ამ მხრივ აშკარად გამორჩეულია, 2022 წელთან შედარებით, 200%-იან ზრდას ვაფიქსირებთ", -  აცხადებს ერეკლე ლოლაძე.

Mouth Melters group-ის სამომავლო გეგმებში, ასორტიმენტის და წარმოების გაფართოებაა. 2024 წლის დასაწყისიდან უკვე გამოჩნდება ახალი პროდუქტი ყავის მოყვარულებისთვის. რომელიც ორგანოლეპტიკური მახასიათებლებით ყავის ძირითადად კატეგორიებზე ინდივიდუალურად იქნება მორგებული. 

ცნობისთვის, Mouth Melters -ის შოკოლადის საწარმო სოფელ მისაქციელში  140 000 ლარის ინვესტიციით შეიქმნა. 
ამ ეტაპზე კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია - GAIA Meetup გრძელდება

18.11.2025.11:16

AI ეკოსისტემის განვითარებისთვის, ახალი თაობის და პროფესიონალების გაძლიერებისთვის თიბისი ქმნის გარემოს, სადაც ცოდნის გაზიარება, პროფესიონალებთან კომუნიკაცია და განათლების მიღება ტექნოლოგიურ იდეას რეალობად აქცევს.

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ყოველთვიური შეხვედრების სერიას „GAIA Meetups“ აგრძელებს. 13 ნოემბერს GAIA Meetups Tech-ის მორიგი შეხვედრა ჩატარდა, რომლის სპიკერიც AI მკვლევარი ლევან ცინაძე იყო. მან მონაწილეებს საკუთარი კვლევის შედეგები გაუზიარა. კვლევა ენის მოდელების (LLMs) ახსნადობას (Explainability) და ინტერპრეტირებადობას (Interpretability) შეეხება და კომპლექსურ მათემატიკურ საკითხებს მოიცავს. პრეზენტაციის გარდა, შეხვედრის მონაწილეებს ნეთვორქინგის და იდეების, სიახლეებისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

GAIA Meetups არის ყოველთვიური შეხვედრების სერია, რომელიც თიბისის და D Block-ის მხარდაჭერით იმართება. პროექტის ზოგადი მიზანია AI-ის გარშემო გამოცდილების გაზიარებისა და ნეთვორქინგისთვის სივრცის შექმნაა.

GAIA Meetups-ის შეხვედრები ყოველთვიურად ორ ფორმატში ტარდება  - GAIA Meetups Tech და GAIA Meetups Horizons.

GAIA Meetups Tech: განკუთვნილია AI და მონაცემთა ტექნოლოგიების პროფესიონალებისთვის. შეხვედრების მიზანია ღრმა ტექნიკური საკითხების (მაგალითად, AutoML, Explainable AI და ა.შ.) განხილვა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

GAIA Meetups Horizons: ფართო აუდიტორიისა განკუთვნილია და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის (ბიზნესი, მარკეტინგი, ფინანსები თუ მედიცინა). ამ შეხვედრების ფოკუსი AI-ის ინტეგრაცია, ათვისება და განვითარების ზოგადი ტენდენციებია.

შეხვედრები ყოველთვიურად იმართება პროექტის პარტნიორ D Block-ის სივრცეში. დასწრებისთვის აუცილებელია GAIA-ს ვებგვერდზე რეგისტრაცია და მოწვევის დადასტურება.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა