მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

წარმოაჩინე შენი პროდუქცია მაქსიმალურად ეფექტურად ბეჭდური კატალოგის დახმარებით

news image

პირველი ვიზუალური შთაბეჭდილება ხშირად გადამყვეტი ფაქტორია მომხმარებლის ქცევაში. მარტივად რომ ვთქვათ - არ მოსწონს როგორ გამოიყურება პროდუქტი? არ იყიდის. 

კატალოგი ბრენდის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია - ხარისხიან ფურცელზე, ხასხასა ფერებში, მყარად აკინძული კატალოგი ერთი-ორად უფრო ეფექტურად წარმოაჩენს არა მხოლოდ უშუალოდ პროდუქციას, არამედ თავად თქვენს კომპანიასაც. ხარისხიანი ბეჭდური კატალოგი მომხმარებელთან კომუნიკაციის დაამყარების კარგად დაცდილი მეთოდია. მთავარია პირველი შთაბეჭდილება პოზიტიური იყოს.

კომპანიებს შეუძლიათ პოტენციურ კლიენტებს მაქსიმალურად მიმზიდველი, ვიზუალური და სენსორული, ფორმებით მიაწოდონ ინფორმაცია პროდუქციაზე. მაგრამ ამ ეფექტისთვის საჭიროა კატალოგების ბეჭდვას შესაბამისი ყურადღებით მივუდგეთ. შესაბამისად დამუშავებული კონცეფციის, ოპტიმალურად შერჩეული ფერებისა, და ეფექტური დიზაინის პირობებში, კატალოგი კლიენტისთვის არა უბრალოდ მშრალი ინფორმაციას წყარო იქნება, არამედ გააღვიძებს მასში სურვილს თუ არა მაშინვე შეიძინოს, უფრო ახლოს მაინც გაეცნოს პროდუქტს.

ქართული სტამბა “სეზანი,” უკვე სამ ათწლეულზე მეტია ადგილობრივ ბაზარს პოლიგრაფიული მომსახურების ერთ-ერთ ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს, და კარგად იცის რა არის საჭირო ეფექტური კატალოგის შესაქმნელად.

პროცესი კლიენტის საჭიროებებისა და მიზნების დეტალური შესწავლით. ჩვენი გუნდი მართავს კონსულტაციებს, რათა ზუსტად განისაზღვროს კონცეფცია, სამიზნე აუდიტორია და მთავარი გზავნილები. მიზანია კატალოგის დიზაინი და ბეჭდვა კლიენტისთვის მაქსიმალურად კომფორტული და სწრაფი პროცესი იყოს, მაგრამ ისე, რომ საბოლოო პროდუქტი, არა მხოლოდ ეფექტურად აწვდიდეს მკითხვესლ საჭირო ინფორმაციას, არამედ ესთეტიკურად მიმზიდველიც იყოს. თუ საბოლოო კონცეფცია მზად არაა, საჭიროების შემთხვევაში, სტამბის დიზაინერები მზად არიან, კლიენტს დაეხმარონ უშუალოდ შემუშავების პროცესში - ან დახვეწონ არსებული დიზაინი.

“სეზანის” ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კონკურენტებთან ფორმატებისა და ზომების სრულად ინდივიდუალიზაციის საშუალებაა. კლიენტს შეუძლია აირჩიოს როგორც სტანდარტული (A4, A5, A6), ისე არასტანდარტული, სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული ქაღალდის ფორმატი. გვერდების რაოდენობაც სრულად კლიენტზეა დამოკიდებული – შეგიძლიათ შექმნათ როგორც კომპაქტური, 8-10 გვერდიანი ბროშურა, ისე სოლიდური, მრავალგვერდიანი გამოცემა (კატალოგი, რომელიც 64 და მეტი გვერდია).

"სეზანი" განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მასალების ხარისხს. შიდა გვერდებისთვის გამოიყენება სხვადასხვა გრამაჟისა (მაგალითად, 90, 115, 135, 150 გრ) და ფაქტურის არაცარცირებული ქაღალდი. ყდისთვის კი, როგორც წესი, უფრო მაღალი სიმკვრივის (250-350 გრ) ცარცირებული, ბრისტოლის ან სპეც-ქაღალდი, რომელიც დამატებითი გამძლეობის გარდა, კატალოგს უფრო ეფექტურ, პრემიუმ ვიზუალსაც სძენს.

ბეჭდვის პროცესში "სეზანი" იყენებს თანამედროვე ოფსეტურ და ციფრულ ტექნოლოგიებს ფერების სიზუსტისა და გამოსახულების სიმკვეთრისთვის. კატალოგის დამზადება შეიძლება როგორც სრულ ფერში, ისე შავ-თეთრად. აკინძვის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია გვერდების რაოდენობასა და ქაღალდის სისქეზე; ჩვენ გთავაზობთ თერმოწებოს, ზამბარას, სტეპლერს (ოპტიმალურია მცირე ბროშურებისთვის) და ძაფით კერვას (ოპტიმალურია სქელი კატალოგებისთვის, როგორც წესი ხარისხიანი წიგნების აკინძვისთვის გამოიყენება).

"სეზანი" მომხმარებელს პოსტ-საბეჭდი დამუშავების შესაძლებლობებსაც სთავაზობს. მათ შორის: ყდის ლამინირება (მატი, პრიალა, ხავერდოვანი), ფოლგირება, შერჩევითი UV ლაქი (როგორც სრული, ისე ფრაგმენტული) და რელიეფური ბეჭდვა. 

ტირაჟის მოქნილობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. შეგიძლიათ დაბეჭდოთ როგორც მცირე (მინიმუმი 50 ეგზემპლარია), ისე დიდი რაოდენობით. იგივე პრინციპით მუშაობს, მაგალითად, ჟურნალების ბეჭდვის სერვისი - “სეზანის” გუნდი მცირე ტირაჟებს ისეთივე რუდუნებით ეპყრობა, როგორც დიდს. სტამბის მთავარი მისიაა თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად მიუდგეს და საბოლოო პროდუქტი მაქსიმალურად ახლოს მიიყვანოს კლიენტის ჩანაფიქრთან. 

"სეზანის" პოლიგრაფიული სერვისები მრავალი ტიპის პროდუქტს მოიცავს, არა მხოლოდ კლასიკურ წიგნებს, ჟურნალებს თუ კატალოგებს. იქნება ეს სხვადასხვანაირი კალენდარი, ეფექტური სარეკლამო ფლაერები, თუ ორიგინალური დიზაინის ბლოკნოტების დამზადება გრავირებით და გრავირების გარეშე. “სეზანი” დღეს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სტამბაა საქართველოს ბაზარზე, ნამდვილად შთამბეჭდავი პორტფოლიოთი - თუ რაიმეს დაბეჭდვა გჭირდებათ, “სეზანში” დიდი ალბათობით არა უბრალოდ დაგიბეჭდავენ, არამედ მთელ პროცესს მაქსმალურად კომფორტულად წარმართავენ.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე ტრენინგი გაიმართა

17.07.2025.12:39

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დანიელ პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზაციული ეფექტიანობის მიმართულებით კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებს ეფუძნებოდა და თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისაგან შედგებოდა.  ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პროდუქტიულობის გაგებისა და მართვის სტრატეგიული მნიშვნელობის გააზრება, ჩართულობის მექანიზმების წარმოჩენა და მათი გავლენა ორგანიზაციულ ეფექტიანობაზე, ისევე როგორც მტკიცებულებაზე (მონაცემებზე) დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების გაძლიერება.

ტრენინგი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და Danish Industry-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში წარიმართა, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების მიზნებისათვის შრომის ბაზრის განვითარებას ისახავს მიზნად.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი ტრენინგი ჩავატარეთ ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებზე, რომელიც კომპანიებში ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას ემსახურება, რაც ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. BAG-ის თანამშრომლობა დანიელ პარტნიორებთან აქტიურად გრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული, პროდუქტიული იქნება როგორც ჩვენი წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ასევე ზოგადად ბიზნეს სექტორისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

Danish Industry-სთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომის ბაზრის განვითარებისათვის წლის განმავლობაში კიდევ არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა