წარმოაჩინე შენი ბიზნესი მობილბანკში - როგორ მუშაობს საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი
ციფრული ეპოქის მარკეტინგი მხოლოდ რეკლამას აღარ ეყრდნობა — მთავარი ძალა ახლა იმ სივრცეებშია, რომელსაც მომხმარებელი ყოველდღიურად სტუმრობს. საქართველოს ბანკი, Ads მენეჯერით, ბიზნესებს სწორედ ამ საკითხში უწევს დახმარებას და შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი შეთავაზებები სამიზნე აუდიტორიას ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ციფრულ არხებში - მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე გაუზიაროს, რომელსაც 1.8 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
რა არის Ads მენეჯერი?
Ads მენეჯერი ციფრული პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, საკუთარი მომხმარებლისთვის შექმნათ ფასდაკლების, ქეშბექის, PLUS, MR, sCool ქულების დაბრუნება. შექმნილი შეთავაზება კი გამოქვეყნდება:
• საქართველოს ბანკის მობილბანკში;
• მოსწავლეებისთვის განკუთვნილ აპლიკაციაში sCoolApp;
• შეთავაზებების პორტალზე — Offers.bog.ge;
• საქართველოს ბანკის სოციალური მედიის არხებში
და რაც მთავარია — შეთავაზება არა ზოგად აუდიტორიას, არამედ ზუსტად თქვენ მიერ შერჩეულ სეგმენტს მიწვდება.
ვისთვის შეგიძლიათ შეთავაზების შექმნა?
Ads მენეჯერს გამოარჩევს ის, რომ იგი ზუსტი სეგმენტაციის შესაძლებლობას იძლევა. პლატფორმაზე შეგიძლიათ მომხმარებლის პროფილის განსაზღვრა და მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების გამოქვეყნება. მაგალითად:
• მხოლოდ კონკრეტული ბარათის მფლობელებისთვის, მაგალითად:
o SOLO ბარათის მომხმარებლებისთვის;
o American Express ბარათის მფლობელებისთვის;
o Plus ბარათით გადამხდელებისთვის;
o მოსწავლეების ან სტუდენტების ბარათის მფლობელებისთვის (სქულ ქარდი, სტუდენტ ქარდი);
• აქტიურობის ტიპის მიხედვით, როგორებიცაა:
o აქტიური მომხმარებლები (ის, ვინც თქვენი პროდუქტით ან სერვისით ბოლო ორი თვის განმავლობაში ისარგებლა);
o ახალი მომხმარებლები;
o პასიური მომხმარებლები (ვინც ადრე იყო აქტიური, მაგრამ ბოლო 2 თვე -არა).
• ინტერესების მიხედვით, როგორებიცაა: შოპინგი, გასტრონომია, განათლება, დასვენება, კულტურა, სპორტი და ჯანმრთელობა, სახლი და ოჯახი.
• დემოგრაფიული პარამეტრების - ასაკის, სქესის ან რეგიონის მიხედვით.
• ადგილმდებარეობის მიხედვითაც – ზუსტად განსაზღვროთ რომელ მისამართზე ან ობიექტში გინდათ გამოჩნდეს შეთავაზება და რომელში - არა.
როგორ იქმნება შეთავაზება?
Ads მენეჯერში შესვლა შესაძლებელია მომხმარებლის იმ სახელითა და პაროლით, რომელიც ბიზნეს ინტერნეტბანკსა და მობილბანკში გამოიყენება. შემდეგ კი შეთავაზების გამოსაქვეყნებლად მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო.
პლატფორმა ინტუიციურია და თუკი ბიზნესი საკუთარ მიზანს - გაყიდვების სტიმულირებას, ახალი მომხმარებლების მოზიდვას თუ ლოიალურობის ზრდას - მონიშნავს, Ads მენეჯერი რეკომენდაციას მისცემს, თუ რა ტიპის შეთავაზება შექმნას. პლატფორმაზე ჩაშენებულია საკომუნიკაციო ელემენტებიც - სასურველი ვიზუალის შერჩევის ან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, სარეკლამო ტექსტის შედგენის ფუნქციონალები.
აღსანიშნავია, რომ 31 იანვრამდე მომსახურების სექტორის ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის გამოყენებით 10-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზება შექმნან, ხოლო მომხმარებლებისთვის დასარიცხ ქულებს საქართველოს ბანკი სრულად აფინანსებს. (თითოეული მომხმარებლისთვის დასაბრუნებელი PLUS ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 4,000 PLUS ქულა). შეთავაზების პირობები იხილეთ ბმულზე.
დაიწყეთ შეთავაზების შექმნა დღესვე Ads მენეჯერიდან. თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი — გახსენით ბიზნეს ანგარიში ონლაინ, რამდენიმე წუთში.
სხვა სიახლეები
Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori ქართველ სტუმრებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ - რა კეთდება მეტი სტუმრის მისაღებას
12.03.2026.18:00
Paragraph-ის ბრენდის სასტუმროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ექსკლუზიური შეთავაზება აამოქმედეს. აქცია ვრცელდება სასტუმროებზე: Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori (Autograph Collection) და საქართველოს მოქალაქეებისთვის 30%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებს.
„აირჩიეთ ბუნების სიმშვიდე ან ზღვის ჰორიზონტი და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები 30%-იანი ფასდაკლებით. შეთავაზება ძალაშია მარტის ბოლომდე და ვრცელდება შუა კვირის ჯავშნებზე - კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით“, - აღნიშნულია სასტუმროების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას სასტუმროების Paragraph Freedom Square, Paragraph Resort & Spa Shekvetili-სა და Paragraph Golf & Spa Tabori-ს გაყიდვების დირექტორმა, თამუნა ჩხეიძემ განაცხადა, კომპანია მაქსიმუმს აკეთებს მეტი სტუმრის დასაინტერესებლად, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს აქტუალობა იზრდება და ამ ფონზე Business Insider Georgia დაინტერესდა, ჯავშნების როგორი დინამიკაა შეკვეთილში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მაგალითზე.
„ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე. აპრილის ჯავშნებზე დიდ გავლენას ახდენს ისრაელში არსებული ვითარება და ზოგადად, სამეზობლოში განვითარებული მოვლენები. ამ ეტაპზე წინასწარი ჯავშნები არ გაუქმებულა, თუმცა პროცესს ვაკვირდებით, რადგან გაუქმების რისკი არსებობს. შესაბამისად, წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია.
ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამართულად ვიმუშაოთ და მეტი სტუმარი მოვიზიდოთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც გეოგრაფიულად კონფლიქტურ ზონებში არ მდებარეობენ; მათთვის ვაწყობთ გაცნობით ტურებს - ე.წ. „ფამ ტრიპებს“ (Fam Trips). ასევე, ვაგრძელებთ მონაწილეობას სხვადასხვა ტურისტულ გამოფენაში. ამჟამად პარიზში ვიმყოფები, სადაც საქართველოს საკონვენციო ბიუროსთან ერთად არაერთი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ეს არ არის კლასიკური გამოფენა, თუმცა ბევრი საქმიანი შეხვედრაა გაწერილი, რაც მეტწილად MICE ტურიზმთან არის კავშირში. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან, სადაც პოტენციალს ვხედავთ და რაც ყველაზე მთავარია, სადაც პირდაპირი ფრენები გვაქვს“, - აცხადებს თამუნა ჩხეიძე.