„წარმატებული მოლაპარაკებების სტრატეგიები” - ახალი კურსი საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობას უზიარებს. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმაზე კიდევ ერთი კურსი – „წარმატებული მოლაპარაკებების სტრატეგიები ქსელურ მარკეტებთან“ - დაემატა.
კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების დამფუძნებლებისთვის, FMCG და საცალო ვაჭრობის სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ გაიგონ:
• როგორ აწარმოონ შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები ქსელურ მარკეტებთან;
• რა მოთხოვნები აქვთ მსხვილ რითეილერებს და როგორ უნდა მოემზადოს ბიზნესი თითოეულ ეტაპზე;
• რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროდუქტი არა მხოლოდ თაროზე მოხვდეს, არამედ გრძელვადიანი გაყიდვებიც შეინარჩუნოს და სხვა.
კურსს უძღვება მირანდა მანჯგალაძე, საცალო ვაჭრობის სფეროს ექსპერტი და ბიზნეს ქოუჩი.
კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის განათლების პლატფორმაა, რომელიც მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა თემაზე - მარკეტინგზე, ფინანსებზე, გაყიდვებზე და სხვა თემებზე ცოდნა გამოცდილი ექსპერტებისგან მიიღონ. კურსები შექმნილია რეალური, ადგილობრივი ბაზრის გამოწვევების გათვალისწინებით. პლატფორმა მუდმივად ახლდება და იგი უკვე 70-მდე კურსს აერთიანებს. კურსების გავლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360-ის ნაწილია. ეს ერთიანი სივრცეა, რომელიც ბიზნესის დასაწყებად, გასაფართოებლად და საწარმოო პროცესების გასაუმჯობესებლად საჭირო რესურსებს: კონსულტაციებს, საგანმანათლებლო პროექტებს, კვლევებსა და ღონისძიებებს მოიცავს.
სხვა სიახლეები
GGU ჯგუფს GBM CEE, Central Asia & Türkiye Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა
01.12.2025.12:12
GGU ჯგუფმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 2025 წლის 25-26 ნოემბერს თურქეთში გამართულ GBM CEE, Central Asia & Türkiye Awards-ზე. ეს ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება, სადაც ჯილდოვდებიან კომპანიები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს რეგიონის კაპიტალის ბაზრების ინოვაციურ და მდგრად განვითარებაში.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემების) და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა კომპანიამ - Georgia Global Utilities (GGU) - გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „წლის გარიგება - საქართველო“ (Deal of the Year - Georgia).
GGU-ს ჯილდო გადაეცა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 5-წლიანი მწვანე ევროობლიგაციების წარმატებული გამოშვებისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარებაზე და ხელი შეუწყო წყალმომარაგების სექტორის მდგრადი ინფრასტრუქტურის დაფინანსებას. ტრანზაქციის მენეჯმენტი განახორციელეს წამყვანმა საერთაშორისო და ადგილობრივმა საინვესტიციო ბანკებმა - J.P. Morgan, TBC Capital და Galt & Taggart.
თურქეთში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ GGU ჯგუფის წარმომადგენლები: ხოსე მიგელ სანტოსი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი; რამონ მარია პუჯოლი, GGU ჯგუფის ფინანსებისა და კონტროლის მიმართულების ხელმძღვანელი; ანასტასია ასათიანი, Aqualia-ს სტრატეგიული ინვესტიციებისა და M&A-ს ხელმძღვანელი აზია–აფრიკაში; ფრანცისკო ატანასიო გოიტია, Aqualia - ს ფინანსური რესურსებისა და ლიკვიდობის მართვის ხელმძღვანელი.
GGU ჯგუფის მიერ მოპოვებული საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ სტრატეგიული ინვესტიციების მნიშვნელობას, რომლებიც მიმართულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებასა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე.