მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

წარმატება გზაშია - მთავარია გჯეროდეს, თიბისი ბიზნეს დაჯილდოება 2025 იწყება

news image

ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება. პროექტი უკვე მეცხრე წელია იმართება და ის ქვეყანაში,  ბიზნესის კეთების პოპულარიზაციასთან ერთად, ბიზნესსოციუმის განვითარებას და ბიზნესების წარმატების ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად. 

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით ბრუნდება, მათ შორის ახალი ნომინაციებით. ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ბიზნესებს 5 კატეგორიაში შეუძლიათ დარეგისტრირება: 

1. საუკეთესო პროდუქტი 
2. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი 
3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა 
4. გამორჩეული როლი რეგიონში 
5. საუკეთესო ფრილანსერი 

გამარჯვებულებისთვის სამი კატეგორიის პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს სამი ჯილდოდან ერთ-ერთი: 

  • ახალი ვებ-გვერდი 
  • ბრენდინგი 
  • საკომუნიკაციო მხარდაჭერა 

ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებს სხვადასხვა დარგის ექსპერტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულების ვინაობა, ივლისის თვეში, დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი. 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა, ასევე, სასურველ ნომინაციაში დარეგისტრირება შესაძლებელია ბიზნესდაჯილდოების ვებგვერდზე:                                      ბიზნეს დაჯილდოება 2025 .

წელს, პროექტის მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერი -  აჭარა ჯგუფი. ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მედიამხარდამჭერები არიან: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აფასებს 2025 წელს Exquisite და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

19.01.2026.18:00

Exquisite  ორიგინალი ნიშური სუნამოების, თავის მოვლისა და სახლის ლუქს აქსესუარების კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანიის დირექტორი, ნინო გვენეტაძე Business Insider Georgia - სთან 2025 წელს აფასებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

„2025 წელი შეფასებულია როგორც სტაბილური ზრდისა და კონსოლიდაციის წელი. კომპანია გეგმავს გაყიდვების ზრდას, ბრენდის ცნობადობის კიდევ უფრო გაძლიერებას და მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდას. ფოკუსი რჩება ხარისხზე, ავთენტურობაზე და შერჩეულ, სწორად პოზიციონირებულ ასორტიმენტზე.

2026 წლისთვის დაგეგმილია ეტაპობრივი გაფართოება:

• ასორტიმენტის ზრდა ახალი, შერჩეული ლუქს და ნიშ ბრენდების დამატებით;
• ლიმიტირებული და ექსკლუზიური კოლექციების რაოდენობის გაზრდა;
• საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება;
• საერთაშორისო მიწოდების გაფართოება;
• ონლაინ პლატფორმის ფუნქციური განვითარება და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება.

მიზანი არის Exquisite-ის პოზიციის კიდევ უფრო გამყარება, როგორც ავთენტური და ექსკლუზიური ლუქს პროდუქტების სანდო პლატფორმის საქართველოში “, - აცხადებს ნინო გვენეტაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა