Trendyol საქართველოზე ფოკუსირდება - პლატფორმაზე ქართული ინტერფეისის დამატებაც განიხილება
თურქული ელექტრონული კომერციის გიგანტი Trendyol საქართველოზე ფოკუსირდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბარში Inex Group-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა მიშა ბაბუნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანია უკვე ახორციელებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც ქართველ მომხმარებლებს პლატფორმაზე შოპინგს გაუმარტივებს.
„Trendyol-მა და Inex Group-მა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს თანამშრომლობა. დღეს კომპანია სერიოზულადაა დაინტერესებული საქართველოს ბაზრით და ქმნის პირობებს, რომ ქართველ მომხმარებლებს პლატფორმაზე სერვისით სარგებლობა კიდევ უფრო მარტივად შეეძლოთ,“ - ამბობს ბაბუნაშვილი.
წლების განმავლობაში Trendyol მხოლოდ თურქულ ენაზე ფუნქციონირებდა, თუმცა უკვე დამატებულია ინგლისური და არაბული ენები. ამასთან, არსებობს პერსპექტივა, რომ Trendyol ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი გახდეს.
„საიტის თარგმნა ტექნიკურად რთული პროცესია - პოზიციები მუდმივად იცვლება, პროდუქცია ემატება და იშლება. თუმცა, Trendyol-ის 2025 წლის სტრატეგიულ გეგმაში საქართველო უკვე შეტანილია და ენის ლოკალიზაციაც განიხილება,“ - აცხადებს Inex Group-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.
პარტნიორობის შედეგად, დღეს Inex Group-ის მომხმარებლებს Trendyol-ის ვებსაიტზე პირდაპირ შეუძლიათ აირჩიონ Inex გადამზიდავად, მონაცემები ავტომატურად ივსება და ამანათი პირდაპირ მომხმარებელთან მოდის. ამასთან, პარტნიორობის ფარგლებში ეტაპობრივად მოქმედებს ექსკლუზიური შეთავაზებები. მაგალითად, ახალ მომხმარებლებზე 30%-იანი ფასდაკლება.
მიშა ბაბუნაშვილის განცხადებით, Trendyol-ის გააქტიურებამ თურქეთიდან გამოწერების რაოდენობის ზრდა გამოიწვია, რაც კვირაში 2-3 სიხშირით გადაზიდვებს საჭიროებს. თუმცა მოთხოვნის გაზრდის პარალელურად გაიზრდება სიხშირეების რაოდენობაც.
კომპანიას სურს სამომავლოდ ქართულ ბიზნესსაც მისცეს შესაძლებლობა, Trendyol-ზე საკუთარი პროდუქცია განათავსოს.
„ეს არის ჩვენი ინიციატივა, როდესაც ვესაუბრებით და ხელშეკრულებას ვაფორმებთ საერთაშორისო პლატფორმასთან. Trendyol-ის შემთხვევაში ჯერჯერობით ეს სერვისი არ არის, მაგრამ ზუსტად მაგაზე ვმუშაობთ, რომ სამომავლოდ ქართველებსაც შეეძლოთ აღნიშნული ქმედების განხორციელება“, - აცხადებს Inex Group-ის წარმომადგენელი.
სხვა სიახლეები
5 რჩევა მათთვის, ვისაც Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება სურს
14.04.2026.09:01
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობას აძლევს მათ, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია და ისწავლონ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში 100%-იანი დაფინანსებით.
Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება. აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს.
შეამოწმეთ პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნები:
ფულბრაიტი ღია კონკურსია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც ბაკალავრიატი დასრულებული აქვს (ან ამთავრებს) და სურს აშშ-ში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება.
დროულად დაიწყეთ აპლიკაციის შევსება:
აპლიკაცია მოიცავს დოკუმენტებს, ესეებსა და რეკომენდაციებს. მისი შევსება დროსა და ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ რეკომენდებულია აპლიკაციის შევსების დროულად დაწყება.
ესეებში წარმოაჩინეთ თქვენი უნიკალური ხედვა, გამოცდილება და მიზნები:
მნიშვნელოვანია, ესეში ნათლად და კონკრეტულად ახსნათ რისი სწავლა გსურთ, რატომ და როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას მომავალში.
შეარჩიეთ ის უნივერსიტეტი, რომელიც ერგება თქვენს პროფილს:
აირჩიეთ პროგრამა, რომელიც სრულად ერგება თქვენს მიზნებს და დაასაბუთეთ, რატომ არის ეს არჩევანი სწორი თქვენთვის.
მოერიდეთ მექანიკურ შეცდომებს:
გადაამოწმეთ მექანიკური შეცდომები, ტექსტი პლაგიატზე და დარწმუნდით, რომ აპლიკაცია სრულად არის შევსებული.
როგორია შემდეგი ეტაპი?
შემდეგ ეტაპზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტერვიუს და ჩააბარებენ ტესტებს (TOEFL, GRE/GMAT). წინასწარი მომზადება აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს.
სრული გზამკვლევის სანახავად, ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, Fulbright-ი აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.
2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
2027-2028 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2025 წლის 1 ივლისამდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.