Trendyol-ი ახალ ბიზნესმოდელზე გადადის - ონლაინ შოპინგი უფრო მარტივი და მოსახერხებელი ხდება
8 ოქტომბრიდან Trendyol-ი საქართველოში ახალ მოდელზე გადადის, რაც ონლაინ შოპინგს მომხმარებლისთვის ბევრად უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის, – ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Inex Group-ის საერთაშორისო პროექტების მენეჯერმა სალომე გუბელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი სიახლე ისაა, რომ Trendyol-იდან გამოწერისას აღარ იქნება აუცილებელი გადამზიდი კომპანიის საიტზე დარეგისტრირება, თურქული მისამართის მითითება და ამანათის დეკლარირება.
„მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, აპლიკაციაშივე აირჩიოს სასურველი მიწოდების მეთოდი: ამანათის მიღება მისამართზე ან გატანა სასურველი ფილიალიდან.
Inex Group-ი უზრუნველყოფს ამანათების ტრანსპორტირებას თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით. საქართველოს მასშტაბით გვაქვს 50-მდე ფილიალი. ასევე, ფილიალების ნაწილში უკვე ხელმისაწვდომია ამანათის უკონტაქტო გატანა - გატანის ბოქსიდან.
Trendyol-თან პარტნიორობის ფარგლებში სისტემა ავტომატურად მოგვაწვდის ამანათის აღწერილობას, რაც, როგორც მომხმარებლისთვის იქნება კომფორტული, ისე თავიდან აგვარიდებს დეკლარაციასთან დაკავშირებულ შეცდომებსაც. შედეგად, აღარ იქნება დაუდეკლარირებელი ამანათები, რაც საბაჟო პროცედურებს სწრაფსა და გამჭვირვალეს გახდის.
აქვე აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებმა Trendyol-ზე მაქსიმალური სიზუსტით შეავსონ თავიანთი პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), რათა თავიდან აირიდონ შეფერხება საბაჟოზე“, – განმარტავს Inex Group-ის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი სალომე გუბელაძე.
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ბიზნესისთვის ეს მოდელი ნიშნავს, რომ უფრო მეტ მომხმარებელს ექნება წვდომა სერვისზე მარტივად და გასაგებად. შესაბამისად, გაიზრდება ამ მიმართულებით მომსახურებით დაინტერესებაც.
„Inex Group-ი, როგორც Trendyol-ის პარტნიორი, მომხმარებელს სთავაზობს მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებულ, სწრაფ მომსახურებას, უზრუნველყოფს ამანათების ტრანსპორტირებასა და საბაჟო პროცედურების გამარტივებას“, – აცხადებს სალომე გუბელაძე.
სხვა სიახლეები
Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან
07.11.2025.18:09
საქართველოს ბანკი საბანკო პროდუქტების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობით, ახალი პრემიუმ ბარათი – Mastercard Corporate Card წარადგინა.
Mastercard Corporate Card პირველი პრემიალური კლასის ბიზნესბარათია რეგიონში, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებს ინდივიდუალურ მიდგომებსა და ექსკლუზიურ შესაძლებლობებს სთავაზობს. მათ შორის:
ფინანსური პრივილეგიები:
სამოგზაურო პრივილეგიები:
ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები:
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები აღნიშნული ბარათით სარგებლობას 1 წელი უფასოდ შეძლებენ.