მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.6
0.0029
flag
AZN 1.5956
-0.0002
flag
CNY 38.078
-0.0016
flag
EUR 3.1517
-0.0033
flag
GBP 3.6291
-0.0131
flag
KZT 50.11
-0.0011
flag
TRY 0.065
0
flag
USD 2.7125
-0.0003

Trendyol ბიზნესმოდელს ცვლის - Boxette Georgia თურქულ პლატფორმაზე დაგეგმილ სიახლეებზე

news image

Trendyol პოლიტიკას ცვლის და განსხვავებულ ბიზნესმოდელზე გადადის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან გადამზიდავი კომპანია Boxette Georgia-ს დირექტორმა, სოსო ჩხიკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, Trendyol-ის მიერ ამანათების მომხმარებლებისთვის მიწოდების მოდელი Pinduoduo-ს მოდელს დაუახლოვდება.

„დაახლოებით 3 თვის წინ Trendyol-თან გავაფორმეთ ხელშეკრულება და პლატფორმაზე დავემატეთ, როგორც პარტნიორი გადამზიდი. შესაბამისად, Trendyol-ზე ამანათის შესყიდვისას შესაძლებელია აირჩიო Boxette, როგორც გადამზიდი, რაც იყო ერთადერთი ინტეგრაციის ფორმა, რომელიც იმ დროს Trendyol-ზე იყო ხელმისაწვდომი.

თუმცა Trendyol-მა პოლიტიკა შეცვალა და 8 ოქტომბრიდან ახალ ბიზნესმოდელზე გადადის, რომელიც მოიაზრებს ამანათების პირდაპირ ტრანსპორტირებას თვითონ Trendyol-ის ორგანიზებით. მომხმარებელი Trendyol-ზე შესვლის შემდეგ შეძლებს პირდაპირ აირჩიოს მისთვის სასურველი ადგილი (მაგალითად: თბილისი → საბურთალო → ყაზბეგის გამზირი) ისე, რომ აღარ იქნება საჭირო გადამზიდის მითითება. ამისთვის საჭიროა დამატებითი ინტეგრაცია, რომლის დასრულებაც ჩვენი მხრიდან დაახლოებით 5 ნოემბრამდეა დაგეგმილი. რეალურად, 8 ოქტომბერს შეწყდება ყველა ხელშეკრულება, რომელიც Trendyol-ს მანამდე ჰქონდა, და პლატფორმაზე დარჩებიან მხოლოდ გადამზიდავები, რომლებიც უკვე დაინტეგრირდნენ ან ინტეგრაციის პროცესში არიან. ჩვენ ინტეგრაციის პროცესს დავასრულებთ 5-10 ნოემბრის პერიოდში და ამის შემდეგ ისეთივე ფორმით ვიქნებით წარმოდგენილები პლატფორმაზე, როგორც დღეს ვართ.

რეალურად, ეს იქნება Pinduoduo-ს მსგავსი მოდელი, ვიდრე TEMU-ს მსგავსი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ მოდელს შორის ბევრი მსგავსებაა“, - აცხადებს Boxette Georgia-ს დირექტორი.

სოსო ჩხიკვაძის თქმით, ახალი მოდელი, რაზეც Trendyol გადადის, კარგი იქნება, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე გადამზიდი ბიზნესისთვისაც.

„მომხმარებლისთვის ახალი ფორმატი უფრო ხელსაყრელია, რადგან აღარ მოუწევს დამატებითი შუამავლების გამოყენებით თურქეთის მისამართებზე მიტანა და სხვა პროცესები.

ეს არ იქნება ცუდი არც ჩვენთვის, შუამავლისთვის. გვაქვს მოლოდინი, რომ მოცულობები გაიზრდება თურქეთიდან. ამ მოდელში ტარიფირებას აკეთებს პარტნიორი კომპანია, ამ შემთხვევაში ჩვენ. TEMU-ს შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საერთოდ არ ირჩევს, ვინ უნდა ჩამოიტანოს მისი ამანათი, TEMU თავად ანაწილებს შიდა პარამეტრების მეშვეობით. Trendyol-ზე კი ქალაქის და მისამართის არჩევის შემდეგ მომხმარებელი თავად ირჩევს, ვინ უნდა ჩამოიტანოს. თითოეულ გადამზიდავს შესაძლოა განსხვავებული სატარიფო ბადე ჰქონდეს და ჩვენნაირი კომპანიისთვის ეს მოდელი ხელსაყრელია, რადგან შესაძლებელია კონკრეტული მოდელით მუშაობა“, - ამბობს Boxette Georgia-ს ხელმძღვანელი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენმა პარტნიორმა „აბუ-დაბი პორტის ჯგუფმა“ უკვე დაიწყო ორი თანამედროვე საკონტეინერო გემის მშენებლობა აზერბაიჯანში - ჯემალ ინაიშვილი

09.10.2025.19:00

EMAAR-ის ინვესტიციის განხორციელებით, ყველა არსებული ავიაკომპანია, რომელიც არსებობს საამიროებში იფრენს თბილისში და შეასრულებს არაერთ ფრენას კვირის განმავლობაში, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას "თბილისის დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისთვის საქართველო საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა. 


„გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან მათთან ურთიერთობის შემიძლია ვთქვა და ვიცი მათი გეგმების შესახებ, რომელიც მათ გააჩნიათ საქართველოსთან, კავკასიის მთლიანად რეგიონთან და ცენტრალური აზიასთან. გამომდინარე იქიდან, რომ საამიროები ახლოს არის გეოგრაფიულად ჩვენთან განლაგებული და გახლავთ დღეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი თავისი თავისუფალი ეკონომიკური ზონების, ნავსადგურების, საპორტო ინფრასტრუქტურის და ერთ-ერთი უმძლავრესი „ჰაბია“ საავიაციო - აქედან გამომდინარე, ისინი მოიცავენ, ფარავენ ჩვენს რეგიონს ძალიან კარგად. თუნდაც, რომ  ავიღოთ სიხშირე ფრენების არამარტო ერთი ავიაკომპანიის, ახლა Etihad Airways დაემატება და ყველა არსებული ავიაკომპანია, რომელიც არსებობს საამიროებში იფრენს თბილისში და შეასრულებს არაერთ ფრენას კვირის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მათ კონკრეტული ინტერესები გააჩნიათ ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ეს არის უზბეკეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი და ჩვენ ვართ ლოგიკური გაგრძელება მათი ინტერესისა, რათა მოხდეს ნედლეულის და წიაღისეულის  გატანა მსოფლიო ბაზარზე. ისინი აქტიურად არიან ახლა ჩართული ყაზახეთის საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტებში. ბოლო სიახლე არის, რომ ჩვენმა პარტნიორმა „აბუ-დაბი პორტის ჯგუფმა“ უკვე დაიწყო ორი თანამედროვე საკონტეინერო გემის მშენებლობა აზერბაიჯანში, გაფორმდა ხელშეკრულება და იგეგმება ყაზახეთის მიმართულებით, რომელიც დააკავშირებს ბაქოს აქტაუსთან,  კურიგთან და თურქმენბაშის ნავსადგურთან. ეს ორი გემი მხოლოდ დასაწყისია. რაოდენობა შეიძლება ავიდეს 10-ზე, 20-ზე და მეტზე. დღეს ეს არის მათი სტრატეგიული რეგიონი მათი ინვესტიციებისთვის. იცით რომ ძალიან მდიდარია ქვეყანა, ძალიან დიდი შესაძლებლობები გააჩნია და მათი კომპანიები როგორიც არის „აბუ-დაბის პორტის ჯგუფი“, „დუბაი პორტს ვორლდ“ (Dubai Ports World) და ა.შ იგივე ვთქვათ სამშენებლო კომპანიები, დეველოპერული კომპანიები. მათ ეს რეგიონი აინტერესებთ, ბევრი სტუმარი ჩამოდის საქართველოში. შესაბამისად, საქართველო არის პოპულარული მიმართულება. აქედან გამომდინარე, ეს კრავს მთლიან ჯაჭვს ინტერესისას. ყახაზეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და საქართველო“, - აღნიშნა ჯემალ ინაიშვილმა.

 "თბილისის დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ეს ქვეყანა თავისთავად ძალიან ძლიერია ეკონომიკური თვალსაზრისით.

„მაგრამ გარდა ამისა, მათ გააჩნია ძალიან ძლიერი კომპანიები და როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ Eagle Hills-ის ინვესტიციებზე, იქ აბსოლუტურად კერძო ინვესტიციებია, იქ სახელმწიფო არ მონაწილეობს“, - განმარტავს ინაიშვილი. 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა