მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

Travel eSIM - ნებისმიერი ქსელის მომხმარებლისთვის, საზღვარგარეთ კავშირზე ყოფნა სულ 4 დაწკაპუნებაში უფასო წვდომა Google Maps, WhatsApp და Messenger -ზე

news image

7 ოქტომბერი, 2025 - სელფი მობაილი, ქართულ ბაზარზე პირველად, მოგზაურობის მოყვარულებს სთავაზობს ინოვაციურ, მაქსიმალურად გამარტივებულ სერვისს - Travel eSIM. ნებისმიერი ქსელის მომხმარებელს, მოგზაურობის ახალი გამოცდილებისთვის, ROAMINGPASS.GE -ზე სულ რაღაც 4 დაწკაპუნებაში შეუძლია გაიაქტიუროს Travel eSIM-ი და მიიღოს სრულიად უფასო წვდომა Google Maps, WhatsApp და Messenger აპლიკაციებზე, რაც მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ GB-ებს შეძენილ პაკეტზე. ხსენებული აპლიკაციების მოხმარება შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც პაკეტზე ინტერნეტი ამოწურულია.

Travel eSIM-ის გააქტიურება შესაძლებელია როგორც მოგზაურობამდე, ისე საზღვარგარეთ ყოფნისას.მოგზაურებისთვის, მათი საჭიროების მიხედვით ხელმისაწვდომია ოთხი სხვადასხვა პაკეტი და ყველა მათგანი მოიცავს უფასო წვდომას Google Maps, WhatsApp და Messenger-ზე:

  • EuropePass 2GB – ₾15
  • EuropePass 7GB – ₾40
  • ContinentalPass 2GB – ₾20
  • ContinentalPass 7GB – ₾60

არჩეული პაკეტი მომხმარებელს Travel eSIM-ის შეძენისთანავე ერთვება და 14 დღის განმავლობაში, ან ამოწურვამდე არის აქტიური. გადახდა შესაძლებელია საბანკო ბარათით, ასევე Apple Pay და Google Pay-ით, რაცპროცესს კიდევ უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას - „მარაქა“

07.10.2025.14:00

მარაქა არის კომპანია, რომელიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულით ამზადებს მრავალფეროვან ტკბილეულს. მეტი ინფორამციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს მაია მუჩიაშვილს ესაუბრა.

„საქმიანობა 2022 წელს დავიწყე, USAID ქალთა გაძლიერების პროგრამის ხელშეწყობით. კომპანიის სახელწოდების ინსპირაციაც ამ პროექტმა მომცა.
სიტყვა "მარაქა" - ს განმარტება გახლავთ - ქალთა გაერთიანება ლხინში და მე, როგორც ქალთა გაძლიერების პროგრამის მონაწილემ ჩემი კომპანიის სახელად ეს სიტყვა შევარჩიე. შემდგომ უკვე პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენს ლოზუნგად დამკვიდრდა ფრაზა „ჯანსაღი ცხოვრების ტკბილი გემო" “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

„მარაქას“ ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის ნედლეულით დამზადებულ ტკბილეულს.

„ჩემი წარმოება მოიცავს ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის ნედლეულით დამზადებულ ტკბილეულს, უშაქრო, უგლუტენო, ულაქტოზო ვეგანურ ხაზს, ჯანსაღ სნექებს, პროტეინ ბარებს, სადღესასწაულო ტორტებსა და ნამცხვრებს.


ტკბილეული და კარგი დესერტი ყველას უყვარს, ამიტომ განურჩევლად ყველას, მიუხედავად ზოგიერთი კვებითი შეზღუდვებისა თუ ჩვევებისა, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და ხელმისაწვდომობა მიირთვას გემრიელი და ჯანსაღი ტკბილეული. ჯერჯერობით მცირე წარმოება მაქვს, გაყიდვებით მხოლოდ ონლაინ შემოვიფარგლები. საქმიანობაში მხოლოდ ოჯახის წევრები ვართ ჩართულნი.
საკმაოდ დიდია გამოწვევები, უმთავრესად ფინანსების მხრივ და კარგი იქნება თუ უფრო მეტი პროექტი და გრანტი იქნება „მარაქას“ მსგავსი ბიზნესების წასახალისებლად “, - აცხადებს მაია მუჩიაშვილი.

კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა წარმოებაში ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებაა.

„დღესდღეობით მზარდია მოთხოვნა ჯანსაღ საკვებზე, უშაქრო, უგლუტენო, ულაქტოზო, ვეგანურ ტკბილეულზე. ვფიქრობ ჩემი საქმიანობა გარკვეულწილად სოციალური პასუხისმგებლობაცაა. ვინაიდან, მსგავსი ტიპის საკვებზე მოთხოვნა მხოლოდ „ტრენდი“ არ არის, არამედ ხშირ შემთხვევაში საჭიროებაა.
ჩვენს კონკურენტუნარობას ისიც ჰმატებს ფასს, რომ წარმოებაში მაქსიმალურად ვიყენებთ ადგილობრივი წარმოების ნედლეულს. ვთანამშრომლობთ ქართველ ფერმერებთან “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.


„მარაქა“ სამომავლოდ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს.

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვინაიდან მსგავსი ტიპის ტკბილეულის წარმოება და შემდგომ სარეალიზაციო ფასი შედარებით ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი ტკბილეულის, ამიტომ ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს წარმოებაში დაგვემატება პატარა სადღესასწაულო ტორტები, ე.წ. ბენტო ტორტები, რათქმა უნდა უშაქრო, უგლუტენო, ულაქტოზო, ვეგანური.


ახალ წელს შევხვდებით ჩვენი ჯანჯაფილის ორცხობილებით. აქამდე მხოლოდ ხელით მოხატული ვერსიები გვქონდა. ახლა უკვე გვექნება შესაბამისი პრინტერი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას ორცხობილებზე და ბენტო ტორტზე დავიტანოთ სასურველი ნახატი, რომელიც იქნება უშაქრო, უგლუტენო, ვეგანური, აგრეთვე ქაშერული და ჰალალი, ვინაიდან პრინტერს, რომელიც მსოფლიო პროექტების ორგანიზაციის გრანტის მოპოვების შემდგომ შევიძინეთ გააჩნია აღნიშნული სერტიფიკატი.

სამომავლო გეგმებში გვაქვს ჩვენი ჯანსაღი სნექების დაბრენდვა და სპორტ დარბაზებში, სასკოლო კვების სივრცეებში, კაფეებში, დრაივ მარკეტებში შეტანა.

ცნობისთვის, პროდუქტი მზადდება შეკვეთის საფუძველზე. საჭიროა დაკავშირება მინიმუმ ორი დღით ადრე მოხდეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა