Travel eSIM - ინტერნეტ პაკეტები საუკეთესო მოგზაურობისთვის
ქართულ ბაზარზე პირველად, ყველაზე ინოვაციური შეთავაზება მათთვის, ვინც მოგზაურობს – Travel eSIM, რომელიც ხელმისაწვდომია პლატფორმაზე roamingpass.ge, მოგზაურობის მთლიანად ახალი გამოცდილებისთვის. Travel eSIM-ის გააქტიურება უმარტივესი და უსწრაფესია, მათ შორის უკვე საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდშიც.
სელფი მობაილი გახდა პირველი ქართული მობილური ოპერატორი, რომელმაც მოგზაურებს შესთავაზა ინოვაციური სერვისი - Travel eSIM, რომელიც სრულიად ცვლის ქართულ ბაზარზე მოგზაურებისთვის გამოცდილებას.
მოგზაურებისთვის განსაკუთრებული კომფორტის უზრუნველსაყოფად შექმნილია ოთხი სხვადასხვა პაკეტი, თუმცა ყველა მათგანი მოიცავს სრულიად უფასო წვდომას Google Maps, WhatsApp და Messenger აპლიკაციებზე, მაშინაც კი, როდესაც პაკეტზე ინტერნეტი ამოწურულია:
არჩეული პაკეტი მომხმარებელს Travel eSIM-ის შეძენისთანავე ერთვება და 14 დღის განმავლობაში, ან ამოწურვამდე ის სარგებლობს სწრაფი და ხელმისაწვდომი როუმინგით. სერვისის შესაძენად ეწვიეთ: roamingpass.ge; გადახდა შესაძლებელია საბანკო ბარათით, ასევე Apple Pay და Google Pay-ით, რაც პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის.
„სელფი მობაილი კვლავაც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ინოვაციების დანერგვაში და მომხმარებლებისთვის თანამედროვე, მოქნილი და მარტივი ციფრული სერვისების შეთავაზებაში. ახალი Travel eSIM-ი შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა და სურს მსოფლიოს მასშტაბით სანდო და ხელმისაწვდომი ინტერნეტით სარგებლობა. Travel eSIM-ი მოგზაურობას მაქსიმალურად კომფორტულსა და ხელმისაწვდომს ხდის, სერვისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია პროცედურის უმარტივესი სტრუქტურა - მომხმარებელი საშუალოდ 30 წამში ასრულებს სრულ პროცესს, მიუხედავად იმისა, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თუ საზღვარგარეთ.” - აცხადებს თეკლე ცხვედიანი, სელფი მობაილის მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.
სხვა სიახლეები
23.09.2025.18:34
საქართველოს ბანკმა, როგორც ქვეყნის წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, ბიზნესების მხარდასაჭერად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეს დანერგა. ბიზნეს მობილბანკში SWIFT Tracking ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია. სერვისი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გადარიცხვების სტატუსზე ინფორმაცია რეალურ დროში მოიძიონ.
ფუნქციონალის დახმარებით ბიზნესებს შეუძლიათ, სრულყოფილად ადევნონ თვალი გადახდის პროცესის თითოეულ ეტაპს თანხის ბანკიდან გასვლიდან - შუამავალი ბანკების გავლით, ადრესატთან ჩარიცხვამდე. აღნიშნული შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ამარტივებს საზღვარგარეთ პარტნიორებთან ურთიერთობას, რადგან კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარ ვენდორებს გადარიცხვის პროგრესი ოფიციალური დოკუმენტის სახით დაუდასტურონ.
„საქართველოს ბანკში მუდმივად ვზრუნავთ ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვაზე, რომლებიც ბიზნესებს ყოველდღიურ საქმიანობას უმარტივებს და მათ შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს. აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად საქმიანობენ. მისი წარდგენით, შესაძლებელია ბიზნეს პროცესების კიდევ უფრო დაჩქარება – მაგალითად, პარტნიორებს მხრიდან ტვირთის გამოგზავნა ან მომსახურების დაწყება თანხის საბოლოო დარიცხვამდე. ეს კი ადგილობრივ ბიზნესს მეტ მოქნილობასა და ეფექტურობას სძენს“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
ამ და სხვა ფუნქციონალების გამოსაყენებლად, გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკი, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, 2 წუთში, ონლაინ.