ტრანსპორტირების ზრდამ დასაწყობების სექტორზეც გაზარდა მოთხოვნა, რასაც სასაწყობე ფართებზე გაცემული სამშენებლო ნებართვების ზრდა მოჰყვა - TBC Capital
ტრანსპორტირების ზრდამ დასაწყობების სექტორზეც გაზარდა მოთხოვნა, რასაც სასაწყობე ფართებზე გაცემული სამშენებლო ნებართვების ზრდა მოჰყვა, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში „ლოგისტიკა: ადგილობრივი და გლობალური ტენდენციებით შექმნილი შესაძლებლობები და გამოწვევები“ არის აღნიშნული.
ირკვევა, რომ 2025 წლის 8 თვის მდგომარეობით თბილისში საწყობის მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შეადგენს 31 ერთეულს, ხოლო 2024 წელს 67 სასაწყობე მეურნეობის მშენებლობაზე იქნა გაცემული ნებართვა. 2024 წელს საერთო ჯამში გაცემული ნებართვებით 204,405 კვ/მ სასაწყობე მეურნეობების მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ თბილისში გასაქირავებელი საწყობების დიდი კონცენტრაცია ფიქსირდება სამგორში და სწორედ სამგორზე ფიქსირდება 2024-2025 წელს გაცემული ნებართვების 66%-ი. ხოლო დანარჩენი 17% მოდის ლილოზე და 8% გლდანზე
სხვა სიახლეები
03.10.2025.19:17
კახეთში, წინანდლის ისტორიულ მამულში, ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით და სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, გაიმართა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს ფორუმი – Networking Georgia. ღონისძიებამ 800-ზე მეტი პროფესიონალი და 200-მდე კომპანია გააერთიანა. 2 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ურთერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
სტუდიო ლიბერთის წარდგენით , ღონისძიების სპიკერმა ალექს ჩიქოვანმა, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE Branding-ის დამფუძნებელმა და CEO- მ ისაუბრა თანამედროვე ბრენდინგის მნიშვნელობაზე და მისი განვითარებისა და პოზიციონირების ახალ ტენდენციებზე.
სტუდიო ლიბერთი ეს არის, ლიბერთი ბანკის ახალი, პრემიუმ ბანკინგის მიმართულება.
სტუდიო ლიბერთიში მარტივად, ბარიერების გარეშე შეგიძლია მიიღო გამორჩეული, პრემიალური მომსახურება როგორც შენი ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების სამართავად.