ტრანსფერი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში - რატომ უნდა ესტუმროთ „კერას“
Kera Ethno Group • კერა ეთნო ჯგუფი - ეს არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახლად გახსნილი მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ტრადიციას, ინოვაციასა და ღირსეულ იმერულ მასპინძლობას აერთიანებს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში ტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა რევაზ ჯანელიძემ აღნიშნა, ობიექტი საკმაოდ დატვირთულია და მისი სტუმრების 50% უცხოელები არიან.
„კერა დაახლოებით ორი თვის წინ გაიხსნა და ამ დროის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად მუშაობს. ჩვენი სტუმრების 50% ადგილობრივ სეგმენტზე მოდის, ხოლო დანარჩენი 50% - უცხოეთიდან. მათ შორის უმეტესობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან.
აგვისტოს თვეში არსებული ჯავშნების მიხედვით ობიექტის დატვირთვა უკვე 60%-ს აღწევს, რაც ახლად გახსნილი სივრცისთვის საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ჯერ ახალები ვართ და მასშტაბური პოპულარიზაცია ჯერ არ დაგვიწყია, უკვე საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. სასტუმრო განთავსებულია და აქტიურად იყიდება Booking.com-ზე.
სტუმრების მოზიდვის მიზნით აქტიურად ვთანამშრომლობთ რამდენიმე ტურისტულ კომპანიასთან. დაინტერესება საკმაოდ მაღალია. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია განვვითარდეთ სწორად და სტრატეგიულად, ამიტომ ვაჩქარებთ კონკრეტული კამპანიების განხორციელებას. განსაკუთრებით დიდი შემოდინებაა პრომეთეს მღვიმის ვიზიტორებიდან - ბევრი მათგანი სტუმრობს ჩვენს კვების ობიექტს. დიდია დაინტერესება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრების მხრიდანაც, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისგან. ისინი ხშირად ჩამოდიან ფრენამდე ერთი დღით ადრე, რათა მშვიდად გაემგზავრონ შემდეგ სასურველ ქვეყნებში. ჩვენი მდებარეობა ქუთაისის აეროპორტთან სიახლოვის გამო საკმაოდ მიმზიდველია და მაღალია მოთხოვნაც განთავსებაზე,“ - აცხადებს რევაზ ჯანელიძე.
მისივე თქმით, მალე „კერა“ საკუთარ სტუმრებს ახალ, უფასო სერვისსაც შესთავაზებს - ტრანსფერს. სასტუმროს წარმომადგენლები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდებიან სტუმრებს და სასტუმრომდე მიიყვანენ. ასევე, მათი გამგზავრების დღეს რეისის მიხედვით დააბრუნებენ აეროპორტში.
Kera Ethno Group სამომავლოდ ობიექტის გაფართოებასაც გეგმავს. საუბარია ახალი სასტუმრო კორპუსის მშენებლობასა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
„ეტაპობრივად ვგეგმავთ ობიექტის განვითარებას. პროექტში შედის სასტუმროს ახალი შენობისა და აუზის მშენებლობა. ამ პროექტების განხორციელებას მომდევნო წელს ვგეგმავთ,“ — აცხადებს ობიექტის დამფუძნებელი და მფლობელი.
ამ ეტაპზე, სასტუმროში განთავსების ღირებულება 1 ღამით 200 ლარიდან იწყება, რაც მოიცავს საუზმეს, ტერიტორიაზე არსებული მუზეუმის მონახულებას და ღვინის დეგუსტაციას.
„კერას“ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეს არის სივრცე, სადაც ადგილი მხოლოდ ნივთებს კი არა, ღირებულებებს უჭირავს. ტურისტული ობიექტი აერთიანებს:
საოჯახო მარანს — ღვინის 8000-წლიანი კულტურის ცოცხალ გამოხატულებას;
ძველი სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთების მუზეუმს — წარსულის ყოფითი მემკვიდრეობის არქივს;
განთავსების სერვისს „საცხოვრისი“ — ცხოვრების სტილს, რომელიც დაფუძნებულია წარსულისა და ხარისხზე ორიენტირებული სტუმართმოყვარეობის შერწყმაზე;
კვების ობიექტს „სანადიმო“ — სადაც კერძები ადგილობრივ, ნატურალურ პროდუქტებზე მზადდება;
ვორქშოპებს, მასტერკლასებსა და საკონფერენციო სივრცეს — თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების პლატფორმას;
აგრო და კულტურულ ტურს ერთ ეზოში — რაც სტუმარს მრავალფეროვან შთაბეჭდილებებსა და პოზიტიურ ემოციებს ანიჭებს;
ჰერბიას — წამყვან ბრენდს, რომლის ბუნებრივი პროდუქტები უკვე აღიარებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
„კერა“ უკვე წარმოადგენს სტანდარტს, რომელიც ემსახურება მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ახალ ეტაპზე გადაჰყავს როგორც წყალტუბოს, ასევე მთელი საქართველოს კულტურულ-ეკონომიკური პოტენციალი.
„კერა“ — სივრცე, სადაც სტუმრის მოლოდინი ყოველთვის მართლდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.21:44
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.
„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.