მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

ტრადიციული რეცეპტი და ახალი გემოები - როგორია „გუდვილის“ სააღდგომო ასორტიმენტი

news image

წელს მომხმარებლებს პასკის 10 განსხვავებულ სახეობას ვთავაზობთ , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ჰიპერმარკეტების წამყვანი ქსელის „გუდვილის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა გურანდა არჩუაძემ განუცხადა.

როგორია „გუდვილის“ სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს, რა ტიპის პასკებს სთავაზობთ მომხმარებელს?

წელს მომხმარებლებს პასკის 10 განსხვავებულ სახეობას ვთავაზობთ, რაც საშუალებას აძლევს ყველას, საკუთარი გემოვნების შესაბამისი არჩევანი გააკეთოს. ასორტიმენტში დაგხვდებათ ტრადიციული პასკა შაქრის ფხვნილით, ცუკატებით, სადღესასწაულო გაფორმებით, იტალიური ხაზი (პანეტონე ნუშით, შოკოლადით, კოლომბა) და ხაჭოს პასკის ვარიაციები. წლის მთავარი სიახლე კი „გუდვილის“ წარმოების იტალიური პანეტონეებია Bueno-სა და Nutella-ს შიგთავსით.

გარდა საკუთარი წარმოებისა, გვაქვს იტალიური პანეტონეების ძალიან დიდი ასორტიმენტი, რომელიც გამოირჩევა როგორც დახვეწილი ვიზუალით, ისე განსხვავებული გემოებით, როგორებიცაა: ლეღვი, ბალი, მსხალი და სხვა. მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი ფორმატისა და წონის პასკა - მცირე, 500-გრამიდან დაწყებული, 850-გრამიანი სადღესასწაულო პანეტონეებით დასრულებული.

რა ინგრედიენტებით და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პასკები - იყენებთ თუ არა ტრადიციულ რეცეპტებს ან განსაკუთრებულ მეთოდებს?

„გუდვილისთვის“ ხარისხი პრიორიტეტია, ამიტომ წელსაც ერთგული ვრჩებით ტრადიციული რეცეპტების. ჩვენი პასკები კლასიკური მეთოდით, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, 82%-იან ნაღების კარაქზე მზადდება, რაც განაპირობებს ნოტიო, ჰაეროვან და გამორჩეულად არომატულ ცომს. თითოეული ინგრედიენტი საგულდაგულოდ არის შერჩეული, რათა მომხმარებელს ის ნამდვილი, სადღესასწაულო გემო შევთავაზოთ, რომელიც მათ ასე უყვართ.

რით არის გამორჩეული „გუდვილის“ პასკები გემოსა და ტექსტურის თვალსაზრისით და რა განასხვავებს მათ ბაზარზე არსებული სხვა პროდუქციისგან?

„გუდვილის“ მთავარი უპირატესობა გემოვნურ თვისებებსა და იდეალურ ტექსტურას შორის დაცული ბალანსია. ის ერთდროულად მსუბუქი, ჰაეროვანი და ნოტიოა. ჩვენი 22 წლიანი გამოცდილება და ტრადიციული რეცეპტის სიზუსტე საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელში სახლში მომზადებული პასკის ასოციაციას იწვევს. სწორედ ეს მრავალწლიანი პრაქტიკა გვაძლევს საშუალებას, ყოველ წელს უცვლელი ხარისხი შევთავაზოთ ერთგულ მომხმარებელს.

რა ზომის/წონის არჩევანია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის?

როგორც აღვნიშნეთ, წელს არჩევანი საკმაოდ დიდია და მორგებულია ნებისმიერ საჭიროებაზე. ასორტიმენტის მრავალფეროვნება - სხვადასხვა შიგთავსითა თუ ვიზუალით - საშუალებას აძლევს თითოეულ სტუმარს, თავად შეარჩიოს მისთვის სასურველი გემო და ფორმატი „გუდვილის“ სააღდგომო ასორტიმენტიდან, იქნება ეს პატარა თუ დიდი, ზომის პასკები.

არის თუ არა შესაძლებელი პასკების წინასწარი შეკვეთა და რა არხებით შეუძლიათ მომხმარებლებს შეძენა?

ჩვენი წარმოების სიმძლავრე საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს ყოველდღიურად დავახვედროთ ახალი, სურნელოვანი პასკების დიდი მარაგი. შესაბამისად, სასურველი პროდუქტის შეძენა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი როგორც ფილიალებში, ისე ონლაინ მაღაზიაში - goodwill.ge. გარდა ამისა, მაქსიმალური კომფორტისთვის, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს Glovo-ს, Wolt-ისა და Bolt Food-ის მიწოდების სერვისებით.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

06.04.2026.11:13

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2026 წლის საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები გამოავლინა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

აღნიშნული ჯილდოს ფარგლებში, გავლენიანმა გამოცემამ საქართველოს ბანკი 2026 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.

ჯილდო ფინანსური გამოცემის - Global Finance-ის მხრიდან გაიცემა და იმ ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენას ისახავს მიზნად, რომლებიც ინოვაციური მიდგომებით, მდგრადი ზრდითა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიებით გამოირჩევიან.

“გლობალური საბანკო სექტორი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის და ფინტექში კონკურენციის ზრდის ფონზე კვლავ ინარჩუნებს მდგრადობას. 2026 წლის საუკეთესო ბანკების ჯილდო აღიარებს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ეფექტურად მართავენ აქტივებს და ამასთანავე აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ციფრულ ინოვაციებსა და ხელოვნურ ინტელექტში, რათა მომხმარებელთა მუდმივად ცვალებად საჭიროებებს ეფექტურად უპასუხონ“, - აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.

„Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკის საუკეთესო ბანკად დასახელება საქართველოში ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის ძალისხმევას, სწორ სტრატეგიულ ხედვასა და ინოვაციებზე მუდმივ ფოკუსს. ამასთან, ხაზგასმით აჩვენებს, რომ ჩვენი პროდუქტები და სერვისები მომხმარებლებისთვის გამორჩეულ საბანკო გამოცდილებას ქმნიან. Global Finance-ის მიერ მონიჭებული ჯილდო ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ეს კი გვაძლევს უფრო დიდ მოტივაციას, არ გავჩერდეთ, შევქმნათ ახალი და გავაუმჯობესოთ უკვე არსებული სერვისები და პროდუქტები, რათა მუდმივად ფეხი ავუწყოთ ჩვენი მომხმარებლების ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი. FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა