ტრადიციული გემო და განახლებული რეცეპტურა - როგორ ხვდება “სანდომი“ სააღდგომო სეზონს
საკონდიტრო „სანდომი“ ტრადიციას არ არღვევს და სააღდგომოდ მომხმარებლებს პასკების მრავალფეროვან ასორტიმენტს კვლავ სთავაზობს.
როგორც Business Insider Georgia-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, თეკლა თალაკვაძემ განუცხადა, კომპანია სამზადისს გაცილებით ადრე შეუდგა.
სააღდგომო სეზონი ბიზნესისთვის აქტიურ პერიოდს წარმოადგენს - როგორ ემზადებით მომხმარებლის მოთხოვნისთვის?
როგორც ყოველთვის, ჩვენს პასკებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. წელს გაცილებით ადრე დავიწყეთ სამზადისი, მოვიწვიეთ ევროპელი ტექნოლოგიც რეცეპტურების განსაახლებლად და კიდევ უფრო დასახვეწად. გემო ტრადიციული იქნება, რომელიც ასე უყვარს ჩვენს მომხმარებელს.
როგორია წლევანდელი სააღდგომო ასორტიმენტი - რამდენი სახეობის პროდუქტი იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის?
პასკების ასორტიმენტი ყოველ წელს ფართოვდება, ვამატებთ სხვადასხვა გრამაჟს, არის შავი შოკოლადის და თეთრი შოკოლადის მინანქრით, სხვადასხვა წონა, იწყება 250 გრამიდან 950 გრამამდე. მომხმარებელს ვთავაზობთ საკმაოდ ფართო არჩევანს. ყველა პასკაშია ცუკატი, ქიშმიში და ის ტრადიციული სანელებლები, რითიც გამოირჩევა ქართული პასკის გემო.
როგორია თქვენი მოლოდინები წლევანდელ გაყიდვებთან დაკავშირებით და რა ფაქტორები განსაზღვრავს ამ პროგნოზს?
მოლოდინი იმედიანია, ბუნებრივია და ვიმედოვნებთ რომ წლევანდელი გაყიდვები შედარებით გაიზრდება. ბევრად დახვეწილია რეცეპტურა და ფასიც ბაზრის ფასებთან მიმართებაში არის ადეკვატური.
ინფორმაციისთვის, კომპანია არის ISO:22000-2005 სტანდარტის მფლობელი, რაც იმის დასტურია, რომ სანდომი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის, ქართულ პროდუქტს ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.
სხვა სიახლეები
FTSE 100-ის ინდექსი ოფიციალურად განახლდა - როგორ გამოიყურება ლონდონის საფონდო ბირჟის წამყვანი კომპანიების სია
24.03.2026.11:04
ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში შემავალი კომპანიების სია ოფიციალურად განახლდა.
წელს ლონდონის ბირჟის წამყვანი კომპანიების სია ორმა კომპანიამ დატოვა. შედეგად, Easyjet-ისა და Hikma Pharmaceuticals-ის ნაცვლად ბირჟის პირველ ასეულში პოზიციები ქართულმა Lion Finance Group PLC-მა და ბრიტანულმა IG Group Holdings-მა დაიკავა.
ცვლილების შედეგად, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიასშორის დაიკავა ადგილი.
FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.
ინფორმაციისთვის, FTSE 100 წარმოადგენს საფონდო ინდექსს, რომელიც აერთიანებს London Stock Exchange-ზე დალისტულ 100 წამყვან კომპანიას. შესაბამისად, FTSE 100 ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საფონდო ინდექსია და ხშირად განიხილება როგორც ინდიკატორი / ბარომეტრი იმისა, თუ როგორ ვითარდება კაპიტალის ბაზარი. იგი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, ერთიან ჭრილში დააკვირდნენ წამყვანი კომპანიების შედეგებს, შეაფასონ ბაზრის დინამიკა დროთა განმავლობაში და შეადარონ ბრიტანული ბაზარი სხვა საერთაშორისო საფონდო სივრცეებს. ამავდროულად, ინდექსი საშუალებას იძლევა შეფასდეს, როგორ გამოიყურება კონკრეტული კომპანიის აქციების შედეგი მის სექტორულ ან კონკურენტულ გარემოში. მთლიანობაში ინდექსები ბაზრის მდგომარეობის „სურათს“ იძლევა და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საინვესტიციო შედეგების შეფასებისთვის, რადგან ისინი ფუნქციონირებენ როგორც ბენჩმარკი, რომელსაც აქტიურად მართული საინვესტიციო ფონდები უწევენ კონკურენციას.
Lion Finance Group-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საბანკო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს წამყვან, მომხმარებელზე ორიენტირებულ და ციფრულად ხელმისაწვდომ უნივერსალურ ბანკებს, რომელთა შორის არის საქართველოს ბანკი და ამერიაბანკი.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა, 2012 წელს კი FTSE 250-ის ინდექსის წევრი გახდა.