Toyota X Bridgestone - იაპონური პარტნიორობის სტანდარტი
უსაფრთხოება, ინოვაციურობა და უმაღლესი ხარისხი – სწორედ ამ სამ პრინციპზეა დაფუძნებული ორი იაპონური გიგანტის Toyota-სა და Bridgestone-ის ღირებულებითი პლატფორმა. უკვე წლებია, Bridgestone Toyota-ს OEM (Original Equipment Manufacturer) მიმწოდებლის სტატუსს ინარჩუნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბრენდის მოდელების უმრავლესობა Bridgestone-ის საბურავებით არის აღჭურვილი. სხვადასხვა კომპლექტაციის საბურავები ავტომობილებზე ქარხანაშივე მონტაჟდება. შედეგად, მძღოლი იღებს მანქანას, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული კომფორტზე, ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე.
Toyota-სა და Bridgestone-ის იაპონური პარტნიორობა საქართველოშიც გრძელდება. საბურავების მწარმოებელმა ბრენდმა კავკასიის რეგიონში ბიზნესსაქმიანობა სწორედ „თეგეტასთან“ პარტნიორობით დაიწყო. Bridgestone-სა და „თეგეტა მოტორს“ შორის პირველი გარიგება 1998 წელს შედგა. დღეს უკვე „თეგეტა მოტორსი“რეგიონში მსოფლიო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია. რაც შეეხება Toyota-ს, „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს.
დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: „Bridgestone-ის და Toyota-ს OEM თანამშრომლობა მომხმარებლისათვის უმაღლეს სტანდარტს ნიშნავს. უსაფრთხოებითა და გამძლეობით გამორჩეული Toyota-ს მოდელები Bridgetone-ის საბურავებით წარმოების პროცესშივე აღიჭურვება. ამ უპირატესობას ავტომობილის მფლობელი ყოველდღიურ მართვაში გრძნობს.
სეზონური საბურავები სხვადასხვა კომპლექტაციით შესაბამის მოდელებს ერგება, იქნება ეს უგზოობისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილი თუ სედანი. ქართული ბაზრისთვის საკმაოდ კარგად ცნობილი და მოთხოვნადი მოდელების, RAV4, Corolla and Camry, Hilux, Land cruiser and Prado, უმრავლესობას Bridgestone-ის საბურავი აქვს. საბოლოოდ, მომხმარებელი იღებს ორმაგ გარანტიას – უმაღლესი ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას“.
Bridgestone, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 120-ზე მეტი ქარხნისა და კვლევისა და განვითარების ობიექტის მფლობელია, წარმოებაში თანამედროვე მიღწევებს იყენებს. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პროდუქციას,480 სხვადასხვა ხარისხობრივი პარამეტრით სწრაფად და სრული სიზუსტით აკონტროლებს.
ინტელექტუალურ სისტემასთან ერთად, იყენებს NanoPro-Tech ტექნოლოგიას, რაც, ერთი მხრივ, საწვავის ეფექტიან მოხმარებას უწყობს ხელს და ამასთანავე, აუმჯობესებს მოჭიდებას, რაც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. კომპანია კვლევებზე წლიურად 800 მილიონ ევროს ხარჯავს.
ლაბორატორიული სამუშაოები და უახლესი მიდგომები წარმოებაში პრიორიტეტულია Toyota-სთვისაც. კომპანიის წლიური ბიუჯეტიდან მილიონ დოლარზე მეტი სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება. ორ იაპონურ ბრენდს კიდევ ერთი საერთო აქვს, რაც გარემოს დაცვასა და მწვანე პროექტებს უკავშირდება.
Bridgestone აქტიურად მუშაობს ეკომეგობრული ტექნოლოგიების დანერგვაზე საბურავების წარმოებაში და 2050 წლისთვის 100%-ით გადამუშავებადი მასალების გამოყენებას გეგმავს. Toyota კი ჰიბრიდული და ელექტრომობილების განვითარებით მავნე კომპონენტების ემისიას ამცირებს. ამ თანამშრომლობის შედეგად მომხმარებელი იღებს არა მხოლოდ მაღალხარისხიან პროდუქტს, არამედ იმ ხედვის ნაწილიც ხდება, რომელიც მწვანე მომავლისკენ არის მიმართული.
Bridgestone კავკასიის რეგიონში წარმოდგენილია, როგორც კომფორტკლასის, სპორტული, ასევე SUV თუ სატვირთოსთვის განკუთვნილი საბურავებით. იაპონური ბრენდის უპირატესობები რეგიონში სრულად ხელმისაწვდომი „თეგეტა მოტორსმა“ გახადა.
დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: „ჩვენ მომხმარებელს არაერთ ბენეფიტს ვთავაზობთ, მათ შორის არის უსასრულო გარანტია, რომელსაც მომხმარებელი Bridgestone-ის საბურავის შეძენისას იღებს. ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, იქნება ეს მექანიკური თუ ქარხნული წუნი, საბურავის ნარჩენი ღირებულება ანაზღაურდება.
ასევე ხაზგასასმელია ჩვენი შეთავაზება კორპორაციული მომხმარებლებისათვის. ეს არის PPK (Price-Per-Kilometer) სერვისი. ახალი მიდგომა ბიზნესის მეტი ეფექტიანობისთვის შეიქმნა. საბურავის ღირებულება ერთ კილომეტრზე გამოთვლით განისაზღვრება, რაც ნიშნავს, რომ ფასი ავტომობილის გარბენზე ნაწილდება. ეს კი, თავის მხრივ, ნათლად აჩვენებს, რომ პრემიუმ ხარისხის საბურავის გამოყენება, ერთი მხრივ, უსაფრთხოების გარანტია და ამასთანავე, ფინანსური რესურსის რაციონალურად გამოყენების წინაპირობაა“.
საერთაშორისო გამოცდილებასა და გრძელვადიან პარტნიორობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა „თეგეტა მოტორსს“, Bridgestone-სა და Toyota-ს შორის ახალ ეკოსისტემას ქმნის. შედეგად, მომხმარებელი არა მხოლოდ პრემიუმ კლასის პროდუქტსა და სერვისს, არამედ უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის ერთიან სტანდარტს იღებს, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
სხვა სიახლეები
22.08.2025.16:29
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა როგორც ქვეყანაში, ასევე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
აღსანიშნავია, რომ Global Finance-ი საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია ასახელებს, ინიციატივაში კი წამყვანი საფინანსო ორგანიზაციები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ბანკმა ჯამში 34 ჯილდო მიიღო.
პირველი რაუნდის ფარგლებში, მონაწილეები Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების მიერ შეირჩნენ, გამარჯვებულები კი Global Finance-ის რედაქციის მიერ დასახელდნენ.
გამარჯვებულების გამოსავლენად, ჟიურის წევრები ეყრდნობიან შემდეგ კრიტერიუმებს: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და სერვისის მიწოდების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების მხრიდან ციფრული შეთავაზებების გამოყენება, ციფრული მომხმარებლების ზრდა, ციფრული ინიციატივების ეფექტურობა, ვებ და მობილური აპლიკაციების დიზაინი და მათი ფუნქციურობა.
„ციფრული საბანკო პროცესები გამუდმებით იცვლება და ვითარდება, შესაბამისად, ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, Cloud-ზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს, რათა მომხმარებლებს შესთავაზონ უსაფრთხო და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებსა თუ მოთხოვნილებებზე მორგებული გამოცდილება. წლევანდელი Global Finance-ის გამარჯვებულები კი ინოვაციების სათავეში არიან, რადგან სწორედ ისინი ქმნიან საბანკო პროცესების მომავალს“, - აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.
“მოხარული ვართ, რომ Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ციფრული ეკოსისტემის სიძლიერეს, ინოვაციებისადმი მუდმივ სწრაფვასა და ჩვენთვის მომხმარებლის,
როგორც ჩვენი ყოველდღიური პროცესების მთავარ ღირებულებას. საქართველოს ბანკის გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს, რათა მომხმარებლებს შევთავაზოთ უსაფრთხო, მარტივი და თანამედროვე საბანკო გამოცდილება. Global Finance-ის მიერ მონიჭებული აღიარება კი გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ საუკეთესო ციფრული ბანკი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში“, - აღნიშნავს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
საქართველოს ბანკის ჯილდოების სრული სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.