მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

Touch Summit-ზე გიგა კაკაშვილმა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის შესაძლებლობები წარადგინა

news image

5-6 დეკემბერს თბილისში რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება - Touch Summit 25 გაიმართა, რომლის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია. ღონისძიება ინოვაციურ იდეებზე დისკუსიებსა და პროფესიული თანამშრომლობის შესაძლებლობებს აერთიანებდა.

სამიტის პირველ დღეს საქართველოს ბანკის ციფრული გაყიდვების სამსახურის უფროსმა, გიგა კაკაშვილმა დამსწრეებს ციფრული პლატფორმის, Ads მენეჯერის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

გიგა კაკაშვილი საქართველოს ბანკში მუშაობს ისეთი პროდუქტების განვითარებაზე, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას უფრო პერსონალიზებულ, გამართულ და შედეგზე ორიენტირებულ პროცესად აქცევს.

პრეზენტაციის ფარგლებში მან აუდიტორიას Ads მენეჯერის ეკოსისტემა დეტალურად გააცნო. ეს ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან და საქართველოს ბანკის ციფრულ არხებზე საკუთარი ბიზნესის შეთავაზებები განათავსონ.

„Touch Summit 25-მა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური განათლება, ცოდნის გაზიარება და ინოვაციებზე ორიენტირებული ეკოსისტემის გაძლიერება ქვეყანაში. საქართველოს ბანკში მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ ბიზნესებს თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტები შევთავაზოთ. Ads მენეჯერი სწორედ ასეთი პლატფორმაა - სივრცე, რომლის მეშვეობით ბიზნესს შეუძლია ეფექტურად და მიზნობრივად დაუკავშირდეს საკუთარ მომხმარებელს. მიხარია, რომ დღეს ამ აუდიტორიას გავუზიარე ინფორმაცია ჩვენს ეკოსისტემასა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ბიზნესების ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს”, - განაცხადა გიგა კაკაშვილმა.

Touch Summit-ის წლევანდელი თემატიკა “SPARK THE CHANGE” იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდა 40-ზე მეტი სპიკერი 15-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის Meta-ს, NVIDIA-ს, Google-ისა და სხვა გლობალური ტექნოლოგიური ბრენდების წარმომადგენლები. 1000-ზე მეტ მონაწილეს კი შესაძლებლობა ჰქონდა, მოესმინა Keynote გამოსვლები და პანელური დისკუსიები, დასწრებოდა ვორკშოფებს, ასევე B2B Startup Expo-სა და Startup Challenge-ს, სადაც სტარტაპები პოტენციურ ინვესტორებს ხვდებოდნენ.

საქართველოს ბანკი უკვე მრავალი წელია Touch Summit-ის მთავარი მხარდამჭერია. როგორც ტექნოლოგიური ლიდერი, ბანკი ცოდნის გაზიარებას, ინოვაციების გავრცელებასა და ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას აქტიურად უწყობს ხელს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები

16.01.2026.18:00

კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.

„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.

ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.

აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა