მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7117
0.0011
flag
AZN 1.6059
0.0002
flag
CNY 38.037
0.0041
flag
EUR 3.1625
0.0387
flag
GBP 3.7058
0.0206
flag
KZT 53.42
-0.002
flag
TRY 0.0694
-0.0003
flag
USD 2.7301
-0.0005

„თოში“ — ყინულის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

news image

შეიძლება, ყინულის წარმოება ძალიან მარტივად ჟღერდეს — წყალს გაყინავ და გაყიდი. მაგრამ, როცა მის უკან დგას ფიქრი, სტრატეგია და ღირებულებებზე დამყარებული მომსახურება - ყინული გადაიქცევა არა პროდუქტად, არამედ საქმის კეთების სტილად. ასეთია კომპანია „თოში“, რომელიც 2015 წელს გამოჩნდა, როგორც ერთი მცირე გრანტის იდეა, ხოლო დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სანდო და გრძელვადიან პარტნიორს ჰორეკას სფეროში.

„თოშის“ შექმნის იდეა უჩა კვეზერელს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე გაუჩნდა, როცა საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ინოვაციური იდეა — ყინულის წარმოება — თავიდან ცოტა უცნაურადაც კი ჟღერდა, თუმცა მის უკან იდგა კონკრეტული საჭიროების გააზრება და ბიზნესგეგმის სტრუქტურირებული ხედვა. პირველი აპარატი დღეში მხოლოდ 80 კილოგრამ ყინულს აწარმოებდა. დისტრიბუციისთვის კი საკუთარი მამის მანქანას იყენებდა.

როგორც უჩა ამბობს, ბარებისა და კაფეების წარმომადგენლები თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ ამ წამოწყებას — მათი აზრით, ყინული ყველას მაცივარში შეიძლებოდა დამზადებულიყო. მაგრამ სერვისის ხარისხმა და თანმიმდევრულობამ ყველას შეუცვალა შეხედულება.

ამჟამინდელი მოცემულობით კი, ეს კომპანია უკვე დღეში 10 ტონამდე ყინულს აწარმოებს, ჰყავს 34 თანამშრომელი და სარგებლობს საკუთარი მაცივრიანი მანქანებით.

წლების განმავლობაში ბაზარი გაიზარდა, კონკურენტებიც გამოჩნდნენ, მაგრამ „თოში“ რჩება გამორჩეულად მორგებული სერვისის სიმბოლოდ.

სტანდარტული დისტრიბუციის ნაცვლად, „თოშიმშექმნა ლოგისტიკური სისტემა, რომელიც უშუალოდ ერგება თითოეული კლიენტის სპეციფიკასიქნება ეს ბარის ღამის რეჟიმი, ფესტივალის ლოკალური საჭიროება თუ სასტუმროს ყოველდღიური მომარაგება.

ამ ეტაპზე, „თოშისაქართველოს მასშტაბით ყინულის დისტრიბუციის ბაზრის 40%-ს ფარავს. თუმცა მათი მთავარი მიზანი ბაზრის მონოპოლიზაცია არ არის. პირიქითკომპანიის ფილოსოფიაა სტაბილურობა, ხარისხი და სწორი პარტნიორული ურთიერთობა.

დღეს კომპანია 2000-მდე დასახელების სხვადასხვა პროდუქტით ამარაგებს ობიექტებს: ერთჯერადი ჭურჭლით, საკვები პროდუქტებით, ჰიგიენური საშუალებებითა და სხვა. დაახლოებით 300 ორგანიზაცია სარგებლობს მათი მომსახურებითზოგი მხოლოდ ყინულით, ზოგი მხოლოდ საკვებით, ზოგიც ორივეთი.

თოშისგანვითარების გზაზე მნიშვნელოვანი წვლილი თიბისის მიუძღვის: „2017 წელს, როდესაც ჩვენი წარმოება დღეში დაახლოებით 200 კილოგრამს შეადგენდა, გვინდოდა 1-ტონიანი აპარატის შესყიდვა, რაც წარმოებას საგრძნობლად გაგვიზრდიდა. იმ პერიოდში ეს საკმაოდ ამბიციური გეგმა იყობევრი არ გვიჯერებდა, რომ ამ რაოდენობის ყინულის რეალიზება შესაძლებელი იქნებოდა, ან რომ საერთოდ იდგა ამის საჭიროება. თუმცა ჩვენ გვჯეროდამე მჯეროდა, რომ მოთხოვნა გაიზრდებოდა, რადგან ბიზნესისთვის საჭირო პროდუქტი იქმნებოდა და თიბისიც გვენდო

მომდევნო ეტაპზეთოშიაგრარული მიმართულებით გეგმავს განვითარებას. პირველ რიგში, იგეგმება ბოსტნეულისა და მწვანილის სათბურის ტიპის წარმოება.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოსავალი დაახლოებით იგივე იქნება, რაც გასულ წელს - ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია

13.06.2025.12:00

მოცვის რთველი რამდენიმე კვირიანი დაგვიანებით დაიწყო, რაც წელს ცივი ზამთრიდან გამომდინარეობს. როგორც Business Insider Georgia-სთან ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა შოთა ცუკოშვილმა განაცხადა, მოცვის მასიური გამოკრეფის სეზონი რამდენიმე დღეა რაც დაიწყო.

„ეს გამოიწვია იმან, რომ არამხოლოდ საქართველოში არამედ ჩვენს სამეზობლოშიც ციკლონი იყო შემოჭრილი და გვიან თებერვალში კი დიდთოვლობა გვქონდა. როდესაც მოცვი ყვავილში უნდა ყოფილიყო დაემთხვა ცივი ამინდები. შემდგომ გვქონდა საგაზაფხულო ყინვები, რამაც გამოიწვია უკვე პირველი ყვავილის გაფუჭება და შესაბამისად სიცივეებიდან გამომდინარე მოსავლის დაგვიანება. ფაქტობრივად 3 დღეა რაც მოცვის მასობრივი გამოკრეფა დაიწყო“, - აღნიშნა შოთა ცუკოშვილმა.

მიუხედავად სუსხისგან დაზიანებული მოცვის ბაღებისა ასოციაციაში ლურჯი მოცვის მოსავალს გასული წლის დონეზე პროგნოზირებენ.

„იქიდან გამომდინარე, რომ ამინდმა გურიასა და აჭარაში მოცვის პლანტაციები ძალიან დააზიანა, აქედან გამომდინარე მოსავლიანობა შემცირებულია, მაგრამ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა ბაღები იმერეთსა და სამეგრელოში და მათ ხარჯზე მოხდება დაბალანსება და დიდი ალბათობით მოსავალი დაახლოებით იგივე იქნება რაც გასულ წელს - დაახლოებით 5000 ტონა“, - განაცხადა ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა.

ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია დღეისათვის 23 კომპანიას აერთიანებს, რომლებიც მოცვის ბარების მოცულობას წლის განმავლობაში საშუალოდ 15%-ით ზრდიან.

„ასოციაციაში ძირითადად ექსპორტით ვართ დაკავებულები, თუმცა ადგილობრივი რეალიზაციაც გვაქვს. ევროპის მაგალითზე გეტყვით, რომ შარშანდელთან შედარებით ფასები დაახლოებით 30%-ით მაღალია.

„ჩვენ ვაერთიანებთ 23 კომპანიას და იქიდან გამომდინარე, რომ ყველას არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი სერტიფიკატები, ჯერჯერობით რუსეთი რჩება მთავარ ბაზრად, თუმცა ვმუშაობთ საექსპორტო არეალის გაფართოებაზე და დივერსიფიკაციაზე. წელს უკვე ევროკავშირის და ბრიტანეთის გარდა ბევრ სხვა საინტერესო ქვეყანას ვამატებთ, როგორც აზიაში ისე სპარსეთის ყურეში“, - აცხადებს ასოციაციის დირექტორი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა