მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.2
0.013
flag
AZN 1.5934
0.0019
flag
CNY 38.172
0.0156
flag
EUR 3.1461
0.0151
flag
GBP 3.5633
0.0126
flag
KZT 51.8
0.0022
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7091
0.0032

თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა

news image

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია  #1 დეველოპერული კომპანია „არქის“ „არქის“ მასშტაბური პროექტის - „გრანდ ავენიუს“ - ინვესტორი გახდა.

„ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რაც მეტყველებს იმ ნდობაზე, რომელიც „არქის“ მიმართ მაქვს. ეს პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე და მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსი,“ - აცხადებს ეროვნული ნაკრების კაპიტანი.

„გრანდ ავენიუ არქისგან“ უნიკალური პროექტია - ქალაქის ახალი ცენტრი, რომელიც დადიანის ქუჩაზე, დინამოს სტადიონთან ახლოს, „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციით იქმნება. სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ წინასწარი გაყიდვების გრანდიოზული ღონისძიება გამართა - 5 საათში კომპლექსის 644 ბინა გაიყიდა, რაც „არქის“ ახალი რეკორდია.

„გრანდ ავენიუ“ თანამედროვე სტანდარტებით იქმნება; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლანდშაფტის განვითარებასა და მრავალფეროვან შიდა ინფრასტრუქტურას. ტერიტორიის 75%-ზე გათვალისწინებულია რეკრეაციული ზონები, რაც თბილისის მასშტაბით უპრეცედენტოა.

პროექტის მიზანია თბილისის ამ ნაწილის გარდაქმნა თანამედროვე ტიპის ქალაქის ცენტრად, სადაც იქნება ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის, მუშაობისა და განტვირთვისთვის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image "სვანურის" რძის პროდუქტების მოხმარება და წარმოება ბოლო სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან

14.11.2025.12:00

სვანური • Svanuri  რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 20 წელია ბაზარზე ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „სვანურის“ დამფუძნებელს გიორგი ლიპარტელიანს ესაუბრა.

„კომპანიამ მიმდინარე წლის ივნისის თვეში დამატებით მიიღო ფინანსური რესურსი საქართველოს ბანკიდან და უკვე დაიწყო გეგმების განხორციელება: ახალი მანქანა-დანადგარების შეძენა და საწარმოო სივრცეების მშენებლობა.

ინვესტიციის ფარგლებში, გაიზრდება მანქანა-დანადგარების წარმადობა, რაც საშუალებას მოგვცემს ქართულ ბაზარზე რძის პროდუქტებზე არსებული გაზრდილი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. აღსანიშნავია, რომ "სვანურის" რძის პროდუქტების მოხმარება და შესაბამისად, წარმოება, ბოლო სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი, რაც ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია. ჩვენ უკვე გვყავს ლოიალური მომხმარებლები და ვამაყობთ ამით.

იქედან გამომდინარე, რომ რძის პროდუქტები პირველადი მოხმარებისაა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ და გამოგვდის, რომ ყველა პოზიციის რძის პროდუქტზე (რძე, მაწონი, ხაჭო, არაჟანი, კარაქი) ფასები იყოს ადეკვატური, ყველამ შეძლოს ყოველდღიურად მათი შეძენა.

უახლოეს მომავალში კომპანიის ასორტიმენტს დაემატება ჭიქის და ბოთლის იოგურტები სხვადასხვა არომატებით, დისტრიბუციას გავუკეთებთ ძალიან საინტერესო დიეტურ და დაბალცხიმიან რძის პროდუქტებს, გვექნება ევროპული ყველიც, თუმცა არა "სვანური"-ს ბრენდის ქვეშ.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ საგრძნობლად გავაუმჯობესეთ საქართველოს მასშტაბით დისტრიბუციის ხარისხიც, პროდუქტის ხარისხთან ერთად, ჩვენთვის პრიორიტეტულია მაღაზიების დროული მომარაგება ყველა სტანდარტის დაცვით. შევიძინეთ ახალი სადისტრიბუციო სამაცივრე ავტომობილები და დავიმატეთ თანამშრომლებიც.

არსებითად გაუმჯობესდა ლაბორატორია, სადაც ყოველდღიურად ჩვენი პროდუქტი წარმოების პროცესშიც და დასრულების ეტაპზეც გადის არაერთ მნიშვნელოვან შემოწმებას, რათა საბოლოო პროდუქტის ხარისხში ვიყოთ დარწმუნებულები.

2026 წლიდან "სვანური" იწყებს ძალიან საინტერესო სოციალურ პროექტებს, რაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ “, - აცხადებს გიორგი ლიპარტელიანი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა