TOP 5 სწრაფი კვების ობიექტი ბრუნვის მიხედვით
სწრაფი კვების ინდუსტრია მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ ბიზნეს მიმართულებას წარმოადგენს, რაც პირდაპირ აისახება ქართულ რეალობაზეც. ქვეყანაში ამ სექტორის გაფართოება და ახალი ობიექტების სიმრავლე მკაფიოდ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო გლობალურ ტენდენციებს ფეხდაფეხ მიჰყვება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, Business Insider Georgia დაინტერესდა ადგილობრივ ბაზარზე არსებული მდგომარეობით და დარგის წამყვანი მოთამაშეები შეისწავლა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის მეოთხე კვარტლის ოფიციალური მაჩვენებლების საფუძველზე გამოიკვეთა ხუთი ყველაზე მსხვილი საწარმო, რომლებიც საქართველოში სწრაფი კვების სექტორში ლიდერ პოზიციებს იკავებენ.
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს იბერია ფუდ კომპანი - რეგისტრაციის თარიღია 22/05/2013. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ოთარი ქათამაძე, ხოლო დირექტორი - ნიკოლოზ ცეცხლაძე.
შპს ვ-ჯეო რესტორნები - რეგისტრაციის თარიღია 21/07/2020. კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელია ლევან ფხაკაძე, 50%-ის სამსონ ფხაკაძე. კომპანიის დირექტორია გივი გვეტაძე.
შპს თ და კ რესტორნები - რეგისტრაციის თარიღია 16/12/1997. კომპანიის 90%-იანი წილის მფლობელია თემურ ჭყონია, ხოლო 10%-ის თენგიზ კაპანაძე. კომპანიის პრეზიდენტია თემურ ჭყონია, გენერალური დირექტორი კი თენგიზ კაპანაძე.
შპს დან ჯორჯია - რეგისტრაციის თარიღია 20/07/2020. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია გლობალ ინვესტორს ლიმიტედ, ხოლო დირექტორი გივი გვეტაძე.
შპს ხარება - რეგისტრაციის თარიღია 21/02/2019. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის რამაზ ხარებავა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოთხოვნები საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისათვის
სხვა სიახლეები
ხაჭოსა და კლასიკური პასკები სამი ზომით - როგორია "დივოლ"-ის სააღდგომო ასორტიმენტი
03.04.2026.14:00
საკონდიტრო „დივოლ“-მა გარკვეული პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა და უახლოეს პერიოდში მომხმარებელს სხვადასხვა სიახლეს შესთავაზებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, გვანცა გველებიანმა განუცხადა.
„მუშაობა განვაახლეთ და მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლე შევთავაზეთ. ჩვენი ასორტიმენტი გამრავალფეროვნდა - მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ მზა ცომეული, როგორიცაა ლობიანი, ხაჭაპური და ნახევრად ფენოვანი ლობიან-ხაჭაპური. ეს პროდუქტები მათი მოთხოვნის გათვალისწინებით დავამატეთ.
სამომავლოდ გეგმაში გვაქვს Fresh სალათებისა და სენდვიჩების დამატება, რათა სრულად მოვერგოთ მომხმარებლის საჭიროებებს. ტკბილეული კი უცვლელია - იგივე ხარისხიანი, სახლური ნამცხვრები ძველი რეცეპტით, რაც აქამდე გვქონდა “, - აღნიშნავს გვანცა გველებიანი.

საკონდიტრო მომხმარებელს სააღდგომოდ პასკების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
„პასკების მომზადება უკვე დაწყებულია. აქტიურად ვაწარმოებთ, ვყიდით და შეკვეთებსაც ვიღებთ. მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც კლასიკურ, ისე ხაჭოს პასკებს. ხაჭოს პასკა წინა წელსაც განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო, ამიტომ წელსაც გვაქვს გაყიდვაში.

მომხმარებლებს სამი ზომის პასკას ვთავაზობთ:
• პატარა (200 გ) - 7 ლარი;
• საშუალო (800 გ) - 26 ლარი;
• დიდი (1 კგ) - 31 ლარი.
თითოეული მათგანი მზადდება მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, საკონდიტრო ქალაქ რუსთავში, მეგობრობის 12 ნომერში მდებარეობს და დაახლოებით სამი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს.