მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0014
flag
AZN 1.5856
-0.0006
flag
CNY 39.508
-0.0049
flag
EUR 3.1757
-0.0043
flag
GBP 3.6539
-0.0007
flag
KZT 56.81
0.001
flag
TRY 0.0602
-0.0001
flag
USD 2.6954
-0.0009

TOP 5 სადაზღვევო კომპანია სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში

news image

სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემია 5,1%-იან ზრდას აჩვენებს. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სადაზღვევო კომპანიებმა 2025 წლის განმავლობაში სამოგზაურო დაზღვევიდან 15,882,837 ლარის პრემია მოიზიდეს, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 15,112,075 ლარი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების გაყიდვით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგია, რომელზედაც 2025 წლის მაჩვენებლებით ამ მიმართულებიდან მოზიდული პრემიის 29.96%-ი მოდის.

ჯი პი აი ჰოლდინგმა 2025 წლის  განმავლობაში 4,759,850 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა. სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების რეალიზაციით მეორე ადგილზე სადაზღვევო კომპანია თიბისი დაზღვევაა, რომელმაც 2025 წლის სტატისტიკით 2,757,030 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ამ სეგმენტის 17.36%-ი მოიპოვა.

სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების მაჩვენებლებით მესამე პოზიციაზე სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო კომპანია იმედი L, რომელიც ბაზრის 12.45%-ის მფლობელია და 2025 წელს სამოგზაურო დაზღვევის რეალიზაციიდან 1,977,751 ლარის პრემია მოიზიდა.

სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიით რეიტინგში მეოთხე ადგილზე სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაა​, რომელმაც 2025 წელს 1,350,525 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ბაზრის ამ სეგმენტის 8.5%-ის მფლობელი გახდა.

TOP-5-შია ასევე სადაზღვევო კომპანია ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა, რომელმაც 2025 წელს სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვით 1,200,752 ლარია პრემია მოიზიდა და ბაზრის 7.56%-იც დაიკავა.

რაც შეეხება სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემიას, რომელმაც 2025 წლის განმავლობაში 482,901 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 49.36%-ით მეტია, რადგანაც 2024 წლის 12 თვეში სამოგზაურო დაზღვევის გადაზღვევის პრემია 323,306 ლარი იყო.

გადაზღვევის პრემიის მიმართულებით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგია, რომლის გადაზღვევის პრემიამ 2025 წელს 306,847 ლარი შეადგინა, ხოლო მეორე პოზიციას რისკების სადაზღვევო კომპანია უნისონი იკავებს, რომლის გადაზღვევის პრემიამაც 65,602 ლარი შეადგინა.

მთლიანობაში 2025 წელს სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემია ჯამში ოთხ კომპანიაზე ჯი პი აი ჰოლდინგზე, დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო, სადაზღვევო კომპანია უნისონზე ​ და რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაზე გადანაწილდა

არსებული მაჩვენებლებით, 2025 წელს სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტიდან მოზიდული პრემია მთლიანობაში 15,882,837 ლარი იყო, ხოლო გადაზღვევის პრემია 482,901 ლარი, ანუ სადაზღვევო ბიზნესმა სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიის მხოლოდ 3,04% დახარჯა სხვადასხვა შემთხვევებზე, რისი დაფინანსების საჭიროებაც უცხოეთში მოგზაურობის დროს საქართველოს მოქალაქეებს დაუდგათ. 

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 2025 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Kiwi Post-მა დიდ დიღომში ახალი ფილიალი გახსნა

15.04.2026.18:00

Kiwi Post • კივი პოსტი გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად, კომპანიამ ახალი ფილიალი დიდ დიღომში გახსნა. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის საოპერაციო მენეჯერმა ქეთი შანიძემ განუცხადა.

„ბოლო პერიოდში გავხსენით რამდენიმე ახალი ფილიალი - წერეთლის N76-ში და ახლახან გავხსენით ფილიალი დიდ დიღომშიც, მირიან მეფის N17-ში. აღნიშნული გაფართოება განპირობებულია მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნით, ვინაიდან ჩვენი მომსახურებით უკვე თითქმის ყველა უბანში სარგებლობენ. ახალი ლოკაციების დამატება სწორედ ჩვენი ერთგული მომხმარებლების საჭიროებებსა და მოთხოვნებზე პასუხია.

ამჟამად, კომპანია 8 ფილიალს აერთიანებს და განვითარების აქტიურ ეტაპზეა. სამომავლოდ იგეგმება კიდევ უფრო გაფართოება და ახალი ფილიალების დამატება “, - აცხადებს ქეთი შანიძე.

ინფორმაციისთვის, Kiwi Post-ის მეშვეობით ამანათების გამოწერა შესაძლებელია 7 ქვეყნიდან. ესენია:

• ამერიკა;
• დიდი ბრიტანეთი;
• თურქეთი;
• ჩინეთი;
• პოლონეთი;
• საბერძნეთი;
• ესპანეთი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა