მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0014
flag
AZN 1.5856
-0.0006
flag
CNY 39.508
-0.0049
flag
EUR 3.1757
-0.0043
flag
GBP 3.6539
-0.0007
flag
KZT 56.81
0.001
flag
TRY 0.0602
-0.0001
flag
USD 2.6954
-0.0009

TOP-5 სააფთიაქო ქსელი ბრუნვის მიხედვით - რეიტინგი

news image

საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი სააფთიაქო ქსელები ცნობილია. 

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2025 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირებული ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 სააფთიაქო ქსელი გამოიკვეთა: 

  • შპს მერმისი
  • სს გეფა
  • შპს იმპექსფარმი
  • შპს პსპ ფარმა
  • შპს ავერსი-ფარმა

(ობიექტები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

შპს მერმისი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 11/10/1995. კომპანიის გენერალური დირექტორია სოსო დავითაშვილი, ის ასევე არის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი. 

სს გეფა - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 19/10/1995. მისი გენერალური დირექტორია თორნიკე ნიკოლაიშვილი, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა გიორგი ალფაიძე.

შპს იმპექსფარმი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 26/04/1999. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია დავით კოხრეიძე. ის ასევე არის ამ კომპანიის დირექტორი. 

შპს პსპ ფარმა - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 15/11/2002. კომპანიის 95%-იანი წილის მფლობელია კახაბერ ოქრიაშვილი, ხოლო 5%-ის თენგიზ ჯამელაშვილი. კომპანიის დირექტორია ვაჟა ოქრიაშვილი.

შპს ავერსი-ფარმა - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 14/05/1999. კომპანიის 67%-ისდ მფლობელია პაატა კურტანიძე, ხოლო 33%-ის ნიკოლოზ კურტანიძე. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „სტარბაქსი" უმსხვილესი, გლობალური მოთამაშეა და მისი შემოსვლა იმის დასტურია, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი გარემოა საინვესტიციოდ, ბიზნესის გასაფართოებლად - ირაკლი ნადარეიშვილი

16.04.2026.15:00

სტარბაქს"-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მთავრობის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკის შედეგია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოდ ჩამოყალიბებას არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ფართო რეგიონშიც", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „სტარბაქსი" საქართველოში ოპერირებას იწყებს - ბაზარზე მისი შემოსვლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით შედგა. „სტარბაქს"-ის პირველი ობიექტი საქართველოში 2026 წლის ზაფხულში, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნება, მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება დედაქალაქის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

„ჩვენ ყოველწლიურად ვაკვირდებით მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკის კონკრეტულ შედეგებს - გლობალურ, ცნობად კომპანიებს, რომლებიც შემოდიან საქართველოს ბაზარზე, ეს იქნება უძრავი ქონების, ტექნოლოგიური, საფინანსო სექტორები თუ ამ შემთხვევაში სარესტორნე მიმართულება. „სტარბაქსი" ამ ბიზნესში ერთ-ერთი უმსხვილესი, გლობალური მოთამაშეა და მისი შემოსვლა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი გარემოა საინვესტიციოდ, ბიზნესის გასაფართოებლად", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

„სტარბაქსი" 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს მსოფლიოში. დღეს კომპანიის ქსელი 40,000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს. Alshaya Group ევრაზიაში „სტარბაქს"-ის 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, გლობალური ბრენდის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას გადამდები ეფექტი ექნება, მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის და ზოგადად ამ სფეროში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა