TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მსუბუქი ავტომობილების იმპორტს ახდენს
ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 99 751 ერთეული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განახორციელა, რაშიც 1 662 642.6 ათასი დოლარი გადაიხადა. 2024 წლის 6 თვეში კი მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა ქვეყანაში 97 350 ერთეული შეადგინა. ზრდამ 2,5%-ი შეადგინა.
მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2025 წლის 6 თვეში ქვეყანამ ყველაზე მეტი რაოდენობით მსუბუქი ავტომობილის იმპორტი აშშ-დან განახორციელა.სწორედ აშშ-ზე მოდის ქვეყანაში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების 78,5%-ი.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მსუბუქი ავტომობილების იმპორტს ახდენს:
საგულისხმოა, რომ 2024 წელს ქვეყანამ 3 471 654.4 ათასი დოლარის ღირებულების 209 152 ერთეული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განახორციელა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
22.07.2025.19:00
დღეისათვის „ბიზეს ასისტენტის“ სერვისით 17 კომპანია სარგებლობს. ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ განაცხადა. მისვე განმარტებით, პროექტის გაშვებამდე ის სატესტო რეჟიმში 4-5 თვის განმავლობაში იყო აქტიური და ამ ხნის განმავლობაში მოხდა მისი დახვეწა.
„მოგეხსენებათ, როდესაც იუსტიციის სახლზეა საუბარი აქ პირველი თავში რაც მოგვდის ეს არის ხარისხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიდრე ამ პროექტს ოფიციალურად ჩავუშვებდით, მანამდე დაახლოებით 4-5 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი გვქონდა, როცა სატესტო რეჟიმში მუშაობდა ეს პროექტი. ამ მომენტისთვის 17 კომპანია სარგებლობს ამ სერვისით, და ბუნებრივია ჩვენ გვქონდა ბიზნეს ასოციაციაში შეხვედრა, სადაც გავმართეთ პრეზენტაცია. ბუნებრივია ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა. თქვენ იცით, რომ თითქმის 24 საათიან რეჟიმში უწევს ბიზნეს იუსტიციის სახლთან ურთიერთობა. აქედან გამომდინარე ვეცადეთ, რომ ყველა კითხვისთვის პასუხი გაგვეცა. რაც შეეხება ამ სატესტო რეჟიმს, ამ პერიოდმა ამ 4 თვემ მოგვცა ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი ბოლომდე დაგვეხვეწა და ის ხარვეზები რაც კი გამოჩნდა ამ 4 თვიანი კომუნიკაციის და ურთიერთობის პროცესში, ამ ხარვეზების საფუძველზე უფრო მეტად სრულყოფილი გაგვეხადა ეს პროექტი“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.
იუსტიციის სახლის თავმჯდომარის თქმით, სერვისი ამ დროისათვის ხელმისაწვდომია თბილისში, თუმცა ეტაპობრივად მისი გაფართოება მოხდება.
„ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ უფრო ფართოდ გავშალოთ საინფორმაციო კამპანია ამ მიმართულებით. ასევე როგორც გითხარით ბიზნეს ასოციაციაშიც გვქონდა შეხვედრა, ორი შეხვედრა შედგა ჩვენს შორის. ასევე ეს არაა ის პროცესები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თბილისში წარიმართება. როცა ამ პროექტის რაღაც ეტაპი დასრულდება, ბუნებრივია ავტომატურად საჭიროება გახდეს იმისა, რომ ვთქვათ ბათუმში განხორციელდეს ეს პროექტი და ბათუმში არსებულ ბიზნესსაც ჰქონდეს შესაძლებლობა ამით ისარგებლოს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, როგორც ყოველთვის, ყველა სერვისთან მიმართებაში ყველასთან მივიდეთ და ყველას ავუხსნათ ამ პროექტის მნიშვნელობა და საჭიროება“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.