TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განახორციელა - 2026 წლის იანვრის სტატისტიკა
2026 წლის იანვარში საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლები ექსპორტი შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტზე 12 048.2 ათასი დოლარის ღირებულების 17 149 595 ლიტრი მინერალური წყლების ექსპორტი განხორციელდა. მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი. შესაბამისად 2026 წლის იანვარში, 2025 წლის იანვართან შედარებით წყლების ექსპორტი 16%-ით არის შემცირებული.
საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ წყლების ექსპორტი განახორციელა:
სხვა სიახლეები
„ბრავიტონი“, რომელიც ბაზარს 25 წელია სამშენებლო მასალებით ამარაგებს, ონლაინ გაყიდვებს იწყებს
20.02.2026.18:00
კომპანია ბრავიტონი • Braviton-ი (შპს „აღმშენებლობა“), რომელიც ბაზარს 25 წელია სამშენებლო მასალებით ამარაგებს, ონლაინ გაყიდვებს იწყებს და e-commerce-ის მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ზურა ბაკურაძემ განაცხადა, კომპანია ვებგვერდს ონლაინ გაყიდვებისთვის ამზადებს, სადაც ინტეგრირებული იქნება ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი.
„საიტს უკვე ვამზადებთ ონლაინ გაყიდვებისთვის, რომელშიც ჩაშენებული იქნება ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი. ის მომხმარებელს დაეხმარება არჩევანის გაკეთებაში და შესთავაზებს საჭირო პროდუქციას. ვთქვათ, მომხმარებელმა არ იცის, რომელი საღებავი რამდენი უნდა გამოიყენოს, რა კომპონენტები სჭირდება და ასე შემდეგ ამ ყველაფერში ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი დაეხმარება. საკმაოდ ინოვაციური პროდუქტია საქართველოს ბაზარზე“, - აღნიშნა „ბრავიტონის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერმა.
მისი თქმით, e-commerce პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება ხელსაწყოები, ელექტროხელსაწყოები, აღჭურვილობა, სახარჯი მასალები, მათ შორის საჭრელი დისკები და ბურღები, ასევე სრულად - სამღებრო სექცია. გამონაკლისი იქნება მხოლოდ მძიმე სამშენებლო პროდუქცია, როგორიცაა სამშენებლო რკინა.
ონლაინ პლატფორმაზე შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება საქართველოს მასშტაბით 3-დან 5 სამუშაო დღემდე განხორციელდება.
„ბრავიტონი“ ფიზიკურ მაღაზიებს ფლობს ბათუმში, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სამშენებლო და რემონტისთვის საჭირო პროდუქცია.
ბოლო პერიოდში „ბრავიტონმა“ საქმიანობა გააფართოვა - კომპანიამ დასავლეთ საქართველოში ააშენა მაღალი ხარისხის საწარმო, სადაც მეტალო-პლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს ამზადებს.