მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

TOP 5 კომპანია, რომელმაც 2024 წლის პირველ ნახევარში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში ყველაზე მეტი პრემია მოიზიდა

news image

სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემია 26%-იან ზრდას აჩვენებს. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სადაზღვევო კომპანიებმა 2024 წლის პირველ ნახევარში სამოგზაურო დაზღვევიდან  6 379 526 ლარი მოიზიდეს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5 069 614 ლარი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების გაყიდვით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგია, რომელზედაც 2024 წლის ორი კვარტლის მაჩვენებლებით ამ მიმართულებიდან მოზიდული პრემიის 39,6%-ი მოდის.

ჯი პი აი ჰოლდინგმა 2024 წლის იანვარ-ივნისში 1 887 760 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა. სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების რეალიზაციით მეორე ადგილზე თიბისი დაზღვევაა, რომელმაც 2024 წლის პირველ ნახევარში 1 048 494 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ამ სეგმენტის 16,4%-ი მოიპოვა.

სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების მაჩვენებლებით მესამე პოზიციაზე სადაზღვევო კომპანია იმედი L-ია, რომლის ბაზრის 15,9%-ის მფლობელია და 2024 წლის პირველ ნახევარში სამოგზაურო დაზღვევის რეალიზაციიდან  1 014 529 ლარის პრემია მოიზიდა.

სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიით რეიტინგში მეოთხე ადგილზე სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაა​, რომელმაც მიმდინარე წლის 6 თვეში 696 779 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ბაზრის ამ სეგმენტის 10.9%-ის მფლობელი გახდა.

TOP-5-შია ასევე დაზღვევის არდი დაზღვევა, რომელმაც 2024 წლის პირველ ნახევარში სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვით 402 856 ლარია პრემია მოიზიდა და ბაზრის 6,3%-იც დაიკავა.

რაც შეეხება სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემიას, რომელმაც 2024 წლის პირველ ნახევარში 50 982 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 9%-ით მეტია, რადგანაც 2023 წლის 6 თვეში სამოგზაურო დაზღვევის ანაზღაურების მიმართულებით სადაზღვევო კომპანიების ხარჯმა 46 791 ლარი შეადგინა.

გადაზღვევის პრემიის მიმართულებით ლიდერი სადაზღვევო კომპანია უნისონი, რომლის გადაზღვევის პრემიამ 2024 წლის პირველ ნახევარში  26 757 ლარი შეადგინა, ხოლო მეორე პოზიციას დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო იკავებს, რომლის გადაზღვევის პრემიამაც 24 225 ლარი შეადგინა.

მთლიანობაში 2024 წლის იანვარ-ივნისში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემია ჯამში ორ კომპანიაზე უნისონსა და ირაოზე გადანაწილდა. 

არსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის პირველ ნახევარში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტიდან მოზიდული პრემია მთლიანობაში  6 379 526 ლარი იყო, ხოლო გადაზღვევის პრემია 50 982 ლარი, ანუ სადაზღვევო ბიზნესმა სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიის მხოლოდ 0,8%-მდე დახარჯა სხვადასხვა შემთხვევებზე, რისი დაფინანსების საჭიროებაც უცხოეთში მოგზაურობის დროს საქართველოს მოქალაქეებს დაუდგათ. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ტრადიციული და გემოთი მდიდარი პასკები - Castello Mare-ს სააღდგომო ასორტიმენტი

03.04.2026.18:00

Castello Mare-ში წელს სტუმრებს ტრადიციულ სააღდგომო პასკებს ვთავაზობთ, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი გემოთი , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზანდა მესხიძემ განაცხადა.

როგორია Castello Mare-ს სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს, რა ტიპის პასკებს სთავაზობთ მომხმარებელს?

Castello Mare-ში წელს სტუმრებს ვთავაზობთ ტრადიციულ სააღდგომო პასკებს, რომლებიც გამოირჩევა მდიდარი გემოთი, ნაზი ტექსტურითა და სადა, ელეგანტური გაფორმებით - ზუსტად ისეთი, როგორიც სააღდგომო სუფრას უხდება.

აღდგომის პერიოდი ჩვენს სასტუმროში ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და საზეიმოა: ჯეჯილი, წითელი კვერცხები, საგანგებოდ მომზადებული პასკები და ის სადღესასწაულო ატმოსფერო, რომელსაც წლებია ერთგულად ვინარჩუნებთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ კულინარიული შეთავაზება არ არის - ეს არის ტრადიცია, ემოცია და სტუმრისთვის შექმნილი განსაკუთრებული გამოცდილებაა.

სწორედ ამიტომ, სააღდგომო დღეებში Castello Mare-ში სტუმრობა ბევრი ადამიანისთვის სასიამოვნო ტრადიციად იქცა.

რა ინგრედიენტებით და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პასკები - იყენებთ თუ არა ტრადიციულ რეცეპტებს ან განსაკუთრებულ მეთოდებს?

ჩვენი პასკები მზადდება ტრადიციული ინგრედიენტებითა და კლასიკური სააღდგომო რეცეპტით. განსაკუთრებულობას მათ ანიჭებს არა მხოლოდ სწორად შერჩეული შემადგენლობა, არამედ მომზადებისადმი დამოკიდებულება - პროცესი, რომელსაც ჩვენი შეფ-კონდიტერი ჯეირან ცეცხლაძე თავისი კონდიტრებით განსაკუთრებული სიფრთხილით, გამოცდილებითა და გულით უძღვება.

პასკის მომზადება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი იყოს გამორჩეულად არომატული, გემოთი მდიდარი, დახვეწილი ტექსტურის და სწორედ ისეთი, როგორსაც ნამდვილი ტრადიციული პასკისგან ელიან. ეს არის გემო, რომელშიც იგრძნობა როგორც ხარისხი, ისე მზრუნველობა. ცალკე ისტორიაა ცომის მომზადების საკითხი, რომელიც მრავალ ეტაპიანია და ხანგრძლივ პროცესს მოიცავს.

რა ფასის დიაპაზონშია წარმოდგენილი პასკები და რა ზომის/წონის არჩევანია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის?

წელს მომხმარებლებს შევთავაზებთ ორ ზომას: 1 კგ-სა და 1.3 კგ-იან პასკებს. ფასები განისაზღვრება დაახლოებით 35-40 ლარის ფარგლებში. ვფიქრობთ იდეალურია როგორც ოჯახური სუფრისთვის, ასევე სასაჩუქრედ სააღდგომო დღეებში.

არის თუ არა შესაძლებელი პასკების წინასწარი შეკვეთა და რა არხებით შეუძლიათ მომხმარებლებს მისი შეძენა?

დიახ, Castello Mare-ში სააღდგომო პასკებზე წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სოციალური ქსელების ან საკონტაქტო ნომრის მეშვეობით.

ვცდილობთ, შეკვეთის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს, რათა ყველამ შეძლოს სააღდგომო სუფრის წინასწარ დაგეგმვა და ჩვენი საფირმო პასკების დროულად შეძენა.

ცნობისთვის, Castello Mare აჭარაში, ციხისძირში მდებარეობს, ზღვის სანაპიროსთან ახლოს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა