მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

TOP 5 კერძო სკოლა საქართველოში - ვინ არიან მფლობელები

news image

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2025 წლის მეოთზე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 კერძო სკოლა გამოიკვეთა: 

  • ახალი სკოლა
  • ევროპული სკოლა
  • თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა
  • ნიუტონის თავისუფალი სკოლა
  • ბრიტანულ ქართული აკადემია 

შპს ახალი სკოლა - რეგისტრაციის თარიღია: 08/08/1996. კომპანიის 50%-ის მფლობელია ირაკლი თოფურია, ხოლო 50%-ის მარინა ჟღენტი. დირექტორები - ირაკლი თოფურია და მარინა ჟღენტი.

შპს ევროპული სკოლა - რეგისტრაციის თარიღია: 01/09/2006. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია თეა ჭეიშვილი. სამეთვალყურეო საბჭო: თავმჯდომარე/წევრი: გელა ბეჟუაშვილი, წევრი: ნანა მოსიძე, წევრი: გიორგი სიჭინავა, წევრი: სვეტლანა ლამბრიანოვა, წევრი: თეა ჭეიშვილი, წევრი: მარინა ნებიერიძე. 

შპს თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა - რეგისტრაციის თარიღია 05/09/2019: კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბრიტანულ ქართული აკადემია. დირექტორი - ბადრი ჯირაშვილი.

შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა - რეგისტრაციის თარიღია: 20/05/1996. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება განათლების განვითარების ჯგუფი. დირექტორი - გიორგი მელაძე. სამეთვალყურეო საბჭო წევრი: ირაკლი მატკავა, წევრი: ქსინფუ ვანგ, წევრი: სიაოწინ შაო.

შპს ბრიტანულ ქართული აკადემია - რეგისტრაციის თარიღია: 03/02/2006. კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელია ნათია ჯანაშია, 70%-ის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს საქართველოს განათლების ჯგუფი. დირექტორი - ბადრი ჯირაშვილი.

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის PMI სტატუსის მინიჭება არის ლოგიკური და მნიშვნელოვანი გაგრძელება იმ პროცესის, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დაიწყო - ნინა გადელია

14.04.2026.16:30

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მინიჭება არის ლოგიკური და მნიშვნელოვანი გაგრძელება იმ პროცესის, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დაიწყო.

ეს უკვე ნიშნავს, რომ პროექტი გასცდა მხოლოდ სტრატეგიული ხედვის დონეს და გადავიდა პრაქტიკულ ფაზაში - მას ექნება ევროკავშირის მხრიდან როგორც ფინანსური მხარდაჭერა, ისე სამართლებრივი და ადმინისტრაციული ხელშეწყობა, მათ შორის დაჩქარებული ნებართვების პროცედურები. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს და აჩქარებს განხორციელების ვადებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროექტის გავლენა გენერაციის სექტორზე. ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურა პირდაპირ ქმნის მოთხოვნას ახალ განახლებადი ენერგიების გენერაციის ობიექტებზე. მზის ენერგეტიკისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ ზრდას, არამედ ხარისხობრივ ცვლილებას.

დღემდე საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი ძირითადად შიდა მოხმარებაზე იყო ორიენტირებული. ამ პროექტით კი, პირველად, რეალურად ჩნდება სტაბილური და მასშტაბური ექსპორტის შესაძლებლობა ევროპისკენ. ეს რადიკალურად ცვლის საინვესტიციო ლოგიკას - გაიზრდება პროექტების მასშტაბი, ფინანსური მიმზიდველობა და მათი განხორციელების სისწრაფე.

ჩვენთვის, როგორც მზის სადგურების სამშენებლო კომპანიისთვის, ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ ბაზარი შედის ახალ ფაზაში, სადაც მოთხოვნა იქნება კიდევ უფრო დიდი, კიდევ უფრო სწრაფი და მეტად სტანდარტიზებული პროექტებზე.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო ამ პროცესში პოზიციონირდება როგორც სანდო და სტრატეგიული პარტნიორი ევროპისთვის. მიუხედავად რეგიონში არსებული გამოწვევებისა, ქვეყანა ინარჩუნებს საინვესტიციო და ენერგეტიკულ მიმზიდველობას.

საბოლოოდ, ეს პროექტი იქნება უდიდესი ბიძგი, რომელიც მნიშვნელოვნად დააჩქარებს საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის, განსაკუთრებით მზის სექტორის განვითარებას და ქვეყანას მწვანე ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოაყალიბებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა