მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

TOP 5 დეველოპერი კომპანია - რეიტინგი შედგენილია  2025 წლის II კვარტლის ბრუნვის მოცულობის მიხედვით 

news image

დეველოპმენტი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა, რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ გამოცოცხლდა და გაიზარდა. ამ ფონზე Business Insider Georgia დეველოპერების ტოპ 5 საწარმოს ჩამონათვალით და შესაბამისი ინფორმაცია ოფიციალურად საქსტატიდან გამოითხოვა.

მაშ ასე, 2025 წლის II კვარტალში ბრუნვის მიხედვით TOP 5 დეველოპერი კომპანია:

შპს სამრეწველო-საინვესტიციო კორპორაცია მსუბუქი მრეწველობა

  • შპს იმპელ დეველოპმენტ
  • შპს უნ 1
  • შპს საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი
  • შპს სი. აი. ჯი

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

მაშ ასე ვინ არიან აღნიშნული სამშენებლო კომპანიების მფლობელები:


შპს სამრეწველო-საინვესტიციო კორპორაცია მსუბუქი მრეწველობა - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 26/12/1995. მისი 100%-იანი წილის მფლობელია დმიტრო შტეინჰაუზ. დირექტორი - კონსტანტინე კეკელია.

შპს იმპელ დეველოპმენტ - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 30/10/1997. პარტნიორები: 50%-ი - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ვერფი და 50%-ი - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სამიტ გრუპ. დირექტორი - გიორგი ოსეფაიშვილი.

შპს უნ 1 - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 28/12/2012. მისი 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯეი 5. დირექტორი - დავით საგანელიძე.

შპს საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 30/03/2017. კომპანიის 75%-იანი წილის მფლობელია ვახტანგი ვარდიშვილი, ხოლო 25%-ის ნუგზარ ჭაჭიაშვილი. დირექტორი - პაატა სალია.

შპს სი. აი. ჯი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 19/02/2019. მისი 70%-იანი წილის მფლობელია სალომე მჟავანაძე, ხოლო 30%-ის ირინა კინშა. დირექტორი - არვინ ფარაჯი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სამედიცინო დაზღვევის სეგმენტში მოზიდული პრემია 375 მლნ ლარს აღწევს – ვინ არიან ბაზრის ლიდერები

19.10.2025.17:00

2025 წლის პირველ ნახევარში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 375 მლნ. ლარი შეადგინა.

როგორც საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წლის 6 თვეში სამედიცინო დაზღვევის სეგმენტში მოზიდული პრემიის მიხედვით ჯიპიაი ლიდერობს. აღნიშნულმა სადაზღვევო კომპანიამ სამედიცინო დაზღვევის კუთხით მოზიდული პრემიებით ბაზრის 26%-ი დაიკავა. მეორე ადგილზე იმედი L-ია, ხოლო მესამეზე არდი.

2025 წლის 6 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით:

  • ჯიპიაი - 98.1  მლნ ლარი - 26%
  • იმედი L - 71.1 მლნ ლარი - 19%
  • არდი - 49.9  მლნ ლარი -13%
  • თიბისი - 36.9  მლნ ლარი - 10%
  • ბენეფიტი - 36.0 მლნ ლარი -10%
  • სხვა - 82.7 მლნ ლარი - 22%.

2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით,  2025 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 802 მილიონი ლარი. 

ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 162 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 56 მილიონი ლარი. 

 სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 727 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 466 მილიონ ლარს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა