მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.6
-0.0049
flag
AZN 1.5927
-0.0005
flag
CNY 37.788
-0.007
flag
EUR 3.1783
-0.0042
flag
GBP 3.645
-0.0227
flag
KZT 49.68
-0.0019
flag
TRY 0.0668
-0.0001
flag
USD 2.7086
-0.0008

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პრესტიჟული ჯილდოების – Toyota Ichiban 2025-ისა და Going Beyond-ის მფლობელი გახდა

news image

Ichiban იაპონურად „ნომერ პირველს“ ნიშნავს - სწორედ ეს სიტყვა ასახავს ჯილდოს მთავარ არსს და ენიჭებათ მხოლოდ იმ დილერებს, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ უფრო მეტს, ვიდრე სერვისია. Toyota Ichiban 2025-ის მფლობელი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გახდა. ქართული კომპანია 2 500 დილერს შორის გამოარჩიეს და  საუკეთესო 46-ეულს შორის დაიმკვიდრა ადგილი.

ჯილდოს გადაცემის ცერემონია 24-26 ივნისს იტალიის ქალაქ ბოლონიაში, ე.წ. Motor Valley-ში გაიმართა – რეგიონში, რომელიც გამორჩეულია საავტომობილო მემკვიდრეობით. წლევანდელი ღონისძიება შთაგონებული იყო სარბოლო ტრასის სულისკვეთებით, სადაც წარმატებას განსაზღვრავს სიზუსტე, დისციპლინა და გუნდური მუშაობა.

Toyota Motor Europe-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა იოშიჰირო ნაკატამ ჯილდოს გადაცემისას აღნიშნა, რომ „Ichiban-ის გამარჯვებულებმა ეს ჯილდო სიღრმისეული ზრუნვით, თანმიმდევრულობითა და ადამიანების რეალური საჭიროებების გათვალისწინებით დაიმსახურეს. ისინი გვახსენებენ, რომ მომხმარებლისთვის შესანიშნავი გამოცდილების შექმნა იწყება ერთი ადამიანით, ერთი ჩამორთმეული ხელით. მომავალი ევროპაში სწორედ ახლა იწერება და გამარჯვებული დილერები მისი თანაავტორები არიან – ისინი ქმნიან ნდობაზე დაფუძნებულ, ხანგრძლივ ურთიერთობებს“.

მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი, მომსახურების სისწრაფე და უწყვეტი ინოვაციების დანერგვა - სწორედ ამ მიდგომამ და „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გუნდურმა ძალისხმევამ განაპირობა, რომ კომპანია არა მხოლოდ „ტოიოტას“ გლობალურ ქსელში წარმატებული დილერი, არამედ მასშტაბური ცვლილებების მაგალითი გამხდარიყო მთელი რეგიონისთვის.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ჩვენი გამარჯვება ერთმნიშვნელოვნად ეფუძნება იმ კულტურას, რომელიც მომხმარებელზე ზრუნვასა და პროცესების უწყვეტ გაუმჯობესებას გულისხმობს. ეს ჯილდო არის არა მხოლოდ ჩვენი პროფესიონალი გუნდის შრომის აღიარება, არამედ ჩვენი მომხმარებლების ნდობის შედეგიც – სწორედ მათთან ურთიერთობის ხარისხმა განაპირობა ჩვენი წარმატება. Ichiban-ის მფლობელობა, აღიარებასთან ერთად, გვაკისრებს პასუხისმგებლობას - გავამართლოთ მომხმარებლის მოლოდინი და ვიყოთ „პირველი“.

Ichiban-ის ჯილდოს გარდა, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ პოზიცია ევროპულ ბიზნესსცენაზე წელს კიდევ ერთმა პრესტიჟულმა აღიარებამ გაამყარა – კომპანიამ Going Beyond-ის სპეციალური ჯილდოც დაიმსახურა, კერძოდ, Brand & Communication-ის კატეგორიაში. 

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგულმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა ინოვაციური ხედვის დამსახურებით. მათი მიზანი იყო ისეთი კამპანიების შექმნა, რომლებიც სცილდებოდა სტანდარტულ მარკეტინგულ ჩარჩოებს და მომხმარებელთან ემოციურ კავშირს ამყარებდა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქართულ აუდიტორიაზე – მათი ცხოვრების სტილზე, ღირებულებებსა და მოლოდინებზე, რომლებსაც იაპონური ფილოსოფიის ელემენტები ორგანულად შეერწყა.

ამ ორ კულტურას შორის დამაკავშირებელი ხაზი კარგად გამოჩნდა როგორც ციფრულ კამპანიებში, ისე სადილერო სივრცეში მომხმარებლისთვის შექმნილ გამოცდილებაში. ყოველი აქტივობა დეტალურად იყო მორგებული მომხმარებელზე, რაც ბრენდის მიმართ ნდობის გაღრმავებასა და ძლიერი ემოციური კავშირის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა. 

ანი თედიაშვილი, ტოიოტა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის მენეჯერი: „Going Beyond“ ჯილდოს მიღება ბრენდისა და კომუნიკაციის კატეგორიაში ჩვენთვის იყო ერთდროულად მოულოდნელი და ძალზე ამაღელვებელიმთელი წლის განმავლობაში ჩვენი კომუნიკაცია ეყრდნობოდა ერთ ძირითად იდეას – როგორ დავუკავშიროთ იაპონური და ქართული კულტურა ტოიოტას ბრენდის კონტექსტს და როგორ ვაქციოთ ეს კავშირი იდენტობის განმსაზღვრელ ელემენტად. თითოეული კამპანია – იქნება ეს სერვისზე ორიენტირებული, გაყიდვების მხარდამჭერი თუ ბრენდის იმიჯზე კონცენტრირებული – ვითარდებოდა ერთი თანმიმდევრული ნარატივის ფარგლებში. სწორედ ამ გზავნილის გაზიარება გვინდოდა ტოიოტას გლობალური ოჯახისათვის – რომ კულტურათა ინტეგრაცია შეიძლება იქცეს ბრენდის სიძლიერედ და იდენტობის ხერხემლად.

Toyota Ichiban-ის ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ევროპაში საუკეთესო დილერებს, რომლებიც ლიდერობენ მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლებით, მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებითა და თანამშრომლების აქტიური ჩართულობით. „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ ეს წარმატება წარმოადგენს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ ბაზარზე ლიდერობის კიდევ ერთ დადასტურებას და აჩვენებს, რომ ხარისხი, ინოვაცია და მომხმარებელზე ზრუნვა კვლავ ბრენდის ძირითად ღირებულებებად რჩება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ბაგანა“ ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს და პარალელურად ექსპორტისთვის პარტნიორს ეძებს

25.07.2025.18:00

Bagana პირველი ქართული სლინგის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს თინათინ გახოკიძეს ესაუბრა.


როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ბაგანა" პირველი ქართული სლინგის მწარმოებელი კომპანიაა. ჩვენ 2017 წლიდან ვუწყობთ ხელს 0 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს განაგრძონ აქტიური სოციალური ცხოვრება შვილებთან ერთად. სწორედ ამიტომ მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებულ ბავშვის ჩასასმელებსა და გასული წლიდან უკვე ლაქტაციის მაისურებს, რომლებიც უზრუნველყოფს კომფორტულად გადაადგილებას ჩვილებთან ერთად და ახალისებს მშობლების ყოველდღიურ ცხოვრებას.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

„ბაგანა" პროექტ "Think Young"-ის სოციალური მეწარმეობის სკოლის კონკურსში გამარჯვების შედეგად შეიქმნა და მალევე მოახერხა ქართველი მომხმარებლების გულების მოგება. 2019 წლიდან კი პროდუქცია აქტიურად იყიდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ექსპორტზე მასიურად გასვლის სურვილმა 2021 წელს კომპანია მიიყვანა პროექტ „შარქ თენქში", სადაც მოახერხა კიდეც გამარჯვება, თუმცა საბოლოოდ ინვესტორებთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა და „ბაგანამ" ისევ საკუთარი რესურსით განაგრძო განვითარება. აღსანიშნავია, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

„ბაგანას" მთავარი კონკურენტული უპირატესობა ხარისხი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომაა. ჩვენი პროდუქცია თაობიდან თაობას გადაეცემა. გვქონია შემთხვევები როცა მეოთხე ბავშვის გასაზრდელად გამოუყენებიათ ჩვენი პროდუქცია. სხვა ბრენდებისაგან განსხვავებით, ,,ბაგანა" ახერხებს ბიუჯეტური ფასის შენარჩუნებას გაზრდილი თვითღირებულების მიუხედავად. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი მშობლებისა და მათი შვილების ჰარმონიული თანაცხოვრებაა, ამიტომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც ნებისმიერ სივრცეს მათზე მორგებულს ხდის - თავისუფალი გადაადგილებისთვის, ძუძუთი კვებისთვის, ბავშვის მშვიდი ძილისთვის.
გვქონია განსაკუთრებული შემთხვევებიც: მაგალითად, როდესაც ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დროს მოგვწერა მომხმარებელმა როგორ მოახერხა თავშესაფარში შესვლა და იქ კომფორტულად ყოფნა 3 თვის ჩვილთან ერთად „ბაგანას“ დახმარებით.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

„ბაგანა" ახლო მომავალში გეგმავს ლაქტაციის ხელშეწყობის მიმართულებით პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას, პარალელურად ეძებს პარტნიორებს ექსპორტისთვის.

ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია „ბაგანას“ პარტნიორ მაღაზიებში :

  • Kids Concept • ქიდს კონცეპტი (თბილისი, დავით გამრეკელის #9);
  • Petit Bazar (თბილისი, ირაკლი აბაშიძის #59 ).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა