მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.6
-0.0049
flag
AZN 1.5927
-0.0005
flag
CNY 37.788
-0.007
flag
EUR 3.1783
-0.0042
flag
GBP 3.645
-0.0227
flag
KZT 49.68
-0.0019
flag
TRY 0.0668
-0.0001
flag
USD 2.7086
-0.0008

„ტყუპების საღვინე სახლის“ ღვინოებზე მოთხოვნა იზრდება

news image

„ტყუპების ღვინოზე“ მოთხოვნა მზარდია. როგორც Business Insider Georgia-სთან „ტყუპების საღვინე სახლის“ მენეჯერმა ელდარ რამიშვილმა განაცხადა, „ტყუპების ღვინის“ 50%-ი ექსპორტზე იყიდება. 


„ტყუპების საღვინე სახლი / Twins Wine House-ს მიერ წარმოებული ღვინის 50%-ი ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 50%-იც საექსპორტო ბაზრებზე იყიდება. ჩვენი ღვინო ექსპორტზე გადის ჩინეთში, რუსეთში, შვედეთში. მთლიანობაში ჩვენი ღვინო აქტიურად 5 საექსპორტო ბაზარზე იყიდება, თუმცა ყველაზე მსხვილი მაინც ბრიტანეთი და რუსეთია.


წელს ღვინის რეალიზაციის კუთხით ზრდა გვაქვს, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების დაახლოებით 20%-იანი ზრდაა, ხოლო ექსპორტზე 10%-იანი“, - განმარტავს „ტყუპების საღვინე სახლის“ მენეჯერი.


„ტყუპების საღვინე სახლმა“ 2024 წელს 150 ტონა ყურძენი გადაამუშავა და წელსაც იგივე მოცულობის გადამუშავებას აპირებს, რომლის ნაწილსაც საკუთარი ვენახებიდან იღებს, ხოლო ნაწილსაც იბარებს. 

„ტყუპების საღვინე სახლი“ ამ დროისათვის ბაზარზე 5 დასახელების ღვინითაა წარმოდგენილი. 

დღესდღეობით „ტყუპების საღვინე სახლი“ ყოველწლიურად დაახლოებით 250 000 ლიტრ ღვინოს აწარმოებს. კომპანიის მთავარი ნიშა ქართული ტრადიციული წესით, ქვევრში დაყენებული ღვინოა. 

ტყუპმა ძმებმა გია და გელა გამტკიცულაშვილებმა საოჯახო ქვევრის ღვინის კომერციული წარმოება 1997 წლიდან დაიწყეს. ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი უძველესი ქართული ტრადიციაა, რომელიც გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO, 2013) კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. ამ მეთოდს ძმებმა თავიანთი ოჯახური ცოდნაც დაუმატეს და დღეს ერთ-ერთ გამორჩეულ პროდუქტს ქმნიან, რომლის ხარისხსაც ყველაფერი ერთად ქმნის: დამზადების პირობები, ადგილმდებარეობა, ჰავა და განწყობა, რომელიც კომპანიის სულისკვეთებას გამოხატავს.

ტყუპების მეღვინეობა მდებარეობს კახეთის რეგიონში, თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში. კახეთი, რომ საქართველოში ღვინის სამშობლოა, ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ნაფარეულის ღვინის მიკროზონა განლაგებულია მდინარე ალაზნის ხეობის მარცხენა სანაპიროზე. მას ზომიერი, გაწონასწორებული ჰავა და ისეთი ნიადაგის მახასიათებლები აქვს, რომელიც ყურძენს საოცარ ტონებს ანიჭებს და ტყუპების ღვინოს კიდევ უფრო გემრიელს ხდის.

ქვევრები და სახეობები

მეღვინეობის ტერიტორიაზე 135 ქვევრი ფუნქციონირებს. აქედან ყველაზე პატარა 50-ლიტრიანია, ყველაზე დიდი კი 5 ტონას აღწევს. ტყუპების მეღვინეობა მოიცავს ვენახის 15 ჰექტარ მიწას, 3 ჰექტარი ბიო/ორგანული ვენახის ჩათვლით. ღვინის საწარმოებლად, ტყუპები ყურძენს ადგილობრივი მევენახეებისგან შეისყიდიან, რომლის ხარისხსაც პირადად ამოწმებენ, რათა საუკეთესო გემოები მიიღონ.

ტყუპების ღვინის მარანი ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. აქ ყენდება საფერავი, ალაზნის ველი, ხიხვი, ქისი, კახური მწვანე, ნაფარეული, როზე, მუკუზანი და ქინძმარაული. ასევე გვაქვს ჭაჭის არაყი და ბრენდი.

პირველი ბრენდული ღვინო იყო „ქვევრის მზე”, რომელსაც სახელი მომხმარებელთა დადებითი შეფასების გამო დაერქვა. ისინი ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მათი ღვინო მზესავით სიხარულისა და სითბოს მომტანია, რაც მათთვის პირველი ბრენდის ინსპირაციად იქცა.

თვინსი

თვინსი, ანუ ტყუპები ღვინის დაყენების ორი სხვადასხვა მეთოდის „შეტყუპებით” შეიქმნა. პირველია უძველესი ქართული ღვინის წარმოების მეთოდი - ქვევრში ჭაჭასთან სამთვიანი დადუღებით (მაცერაციით). მეორე კი ევროპული მიდგომაა - ღვინის დაძველება მუხის კასრებში, რაც „თვინსის” შემთხვევაში 1 წელი მიმდინარეობს. მეთოდების მსგავსი “შეტყუპებით” მივიღეთ უნიკალური ღვინო - დაბალანსებული, ღრმა და ძვირფასი მახასიათებლებით, რაც მას პრემიუმ ხარისხის ღვინოდ აქცევს.

თავანკარა

ის ქვევრის ყველაზე მაღალი ფენის ღვინოს წარმოადგენს, რომელიც 100%-იანი ფილტრაციით მიიღება. სიტყვა „თავანკარა” ქართულად სუფთას ნიშნავს, რაც ამ ღვინის მთავარი ღირსებაა. „თავანკარას” დამზადება გაგვიადვილა ტყუპების ღვინის სახლის უნიკალურმა, გამჭვირვალე ქვევრმა, რაც საშუალებას გვაძლევს, ღვინის წარმოების თითოეული ეტაპი კარგად და სწორად გამოვიკვლიოთ. ეს ქვევრები დიდი ცოდნისა და გამოცდილების ნაყოფია, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრებით არის დაცული.

ფირუზი

ფირუზი კომპანიის ბრენდის ყველაზე ახალი, ბიო/ორგანული ღვინის ბრენდია. ის ოჯახის დიდი წინაპრის, ასევე მეღვინის, ფირუზ გამტკიცულაშვილის პატივსაცემად შეიქმნა. ამასთან, ფირუზი ძვირფას, დაუმუშავებელ ქვას ჰქვია, რომელიც სიბრძნისა და კეთილდღეობის სიმბოლოა და ამით უფრო მეტად ეხმიანება კომპანიის იდეოლოგიას.

„ფირუზი” ევროპული სტანდარტებით მზადდება. ვინიფიკაციის პროცესისა და სულფატების დაბალი შემცველობის გამო ის ნატურალური ღვინის კატეგორიაში შედის.

„ტყუპების საღვინე სახლის“ პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ როგორც კომპანიის ისე პარტნიორი მაღაზიებისა და რესტორნების სივრცეში. მეტი მოქნილობისთვის ტყუპების ღვინის შეძენა ონლაინაცაა შესაძლებელი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ბაგანა“ ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს და პარალელურად ექსპორტისთვის პარტნიორს ეძებს

25.07.2025.18:00

Bagana პირველი ქართული სლინგის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს თინათინ გახოკიძეს ესაუბრა.


როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ბაგანა" პირველი ქართული სლინგის მწარმოებელი კომპანიაა. ჩვენ 2017 წლიდან ვუწყობთ ხელს 0 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს განაგრძონ აქტიური სოციალური ცხოვრება შვილებთან ერთად. სწორედ ამიტომ მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებულ ბავშვის ჩასასმელებსა და გასული წლიდან უკვე ლაქტაციის მაისურებს, რომლებიც უზრუნველყოფს კომფორტულად გადაადგილებას ჩვილებთან ერთად და ახალისებს მშობლების ყოველდღიურ ცხოვრებას.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

„ბაგანა" პროექტ "Think Young"-ის სოციალური მეწარმეობის სკოლის კონკურსში გამარჯვების შედეგად შეიქმნა და მალევე მოახერხა ქართველი მომხმარებლების გულების მოგება. 2019 წლიდან კი პროდუქცია აქტიურად იყიდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ექსპორტზე მასიურად გასვლის სურვილმა 2021 წელს კომპანია მიიყვანა პროექტ „შარქ თენქში", სადაც მოახერხა კიდეც გამარჯვება, თუმცა საბოლოოდ ინვესტორებთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა და „ბაგანამ" ისევ საკუთარი რესურსით განაგრძო განვითარება. აღსანიშნავია, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

„ბაგანას" მთავარი კონკურენტული უპირატესობა ხარისხი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომაა. ჩვენი პროდუქცია თაობიდან თაობას გადაეცემა. გვქონია შემთხვევები როცა მეოთხე ბავშვის გასაზრდელად გამოუყენებიათ ჩვენი პროდუქცია. სხვა ბრენდებისაგან განსხვავებით, ,,ბაგანა" ახერხებს ბიუჯეტური ფასის შენარჩუნებას გაზრდილი თვითღირებულების მიუხედავად. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი მშობლებისა და მათი შვილების ჰარმონიული თანაცხოვრებაა, ამიტომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც ნებისმიერ სივრცეს მათზე მორგებულს ხდის - თავისუფალი გადაადგილებისთვის, ძუძუთი კვებისთვის, ბავშვის მშვიდი ძილისთვის.
გვქონია განსაკუთრებული შემთხვევებიც: მაგალითად, როდესაც ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დროს მოგვწერა მომხმარებელმა როგორ მოახერხა თავშესაფარში შესვლა და იქ კომფორტულად ყოფნა 3 თვის ჩვილთან ერთად „ბაგანას“ დახმარებით.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

„ბაგანა" ახლო მომავალში გეგმავს ლაქტაციის ხელშეწყობის მიმართულებით პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას, პარალელურად ეძებს პარტნიორებს ექსპორტისთვის.

ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია „ბაგანას“ პარტნიორ მაღაზიებში :

  • Kids Concept • ქიდს კონცეპტი (თბილისი, დავით გამრეკელის #9);
  • Petit Bazar (თბილისი, ირაკლი აბაშიძის #59 ).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა