ბრენდი „ჯულსი“ ექსპორტის მიმართულებით მუშაობს
"ჯულსი" არის ხელნაკეთი ფეხსაცმელების, ჩანთებისა და საფულეების მწარმოებელი ბრენდი, რომელიც მომხმარებელს აქსესუარებთან ერთად საავტორო მასტერკლასებსაც სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს, ჯულიეტა ადანაიას ესაუბრა.

„ბაზარზე ოპერირება დავიწყეთ 2017 წელს. მომხმარებელს ვთავაზობთ მამაკაცის, ქალისა და ბავშვის ხელნაკეთ ტყავის აქსესუარებს. 2024 წლიდან კი მომხმარებლებს ძველი და საყვარელი ნივთების რესტავრაციის სერვისიც შევთავაზეთ.
გარდა ამისა, გვაქვს ერთჯერადი მასტერკლასები ტურისტებისთვის და ერთთვიანი საავტორო კურსი, სადაც ნებისმიერ მსურველს ჩვენს სახელოსნოში შეუძლია ტყავზე მუშაობის სწავლა და საკუთარი ხელით ნივთების შექმნა. აღნიშნულ კურსს მომხმარებლებს უკვე 5 წელია ვთავაზობთ. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც მსგავსი მიმართულება შექმნა, მანამდე მსგავსი კურსი არ არსებობდა. შედეგად, ბაზარზე მეტი კონკურენციაც გაჩნდა. მე თავად ვასწავლი, ხოლო ჩემი მოსწავლეები ჩემგან ინსპირაციას იღებენ, ბევრმა მათგანმა საკუთარი ბიზნესი და კურსიც შექმნა.
თბილისის გარდა, სახელოსნო გვაქვს ქალაქ გორშიც, სადაც ასევე აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო კურსი.
მოთხოვნა კურსებზე სტაბილურად მზარდია. მოსწავლეებს ვიღებთ 12 წლიდან, ასაკის შეზღუდვა არ გვაქვს “, - აცხადებს ჯულიეტა ადანაია.

ბრენდის მთავარი კონკურენტული უპირატესობა მაღალი ხარისხია.
„ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა მაღალი ხარისხია, რის შედეგადაც გვყავს მრავალი ლოიალური მომხმარებელი, რომელიც ყოველწლიურად ჩვენთან ყიდულობს საჩუქრებს “, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.
„ჯულსი“ სამომავლოდ გაფართოებას და ქუთაისში სახელოსნოს გახსნას გეგმავს.
ჩვენი სამომავლო გეგმები ექსპორტს უკავშირდება, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. გარდა ამისა, კურსების მიმართულებით ქუთაისში სახელოსნოს გახსნას ვგეგმავთ, რომლის ამოქმედებას გაზაფხულიდან ვაპირებთ და მსურველებს აქტიურად შევთავაზებთ სასწავლო კურსს “, - აღნიშნავს ჯულიეტა ადანაია.

ინფორმაციისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი
11.03.2026.18:26
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.
მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.
ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.
„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.
თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.
ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.