თითოეული სამკაული უნიკალურია და არ მეორდება - Amorfate jewellery
Amorfate Jewellery აქსესუარების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც დაახლოებით 1,5 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს ირინა კალანდაძეს ესაუბრა.
„საქმიანობა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დავიწყე. კოლექცია სრულად ხელნაკეთია და თითოეული ნივთი მზადდება მაღალი ხარისხის ბუნებრივი ქვებისგან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითოეული სამკაული უნიკალურია, არ მეორდება და წარმოდგენილია მხოლოდ ერთ ეგზემპლარად “, - აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.
ბრენდის ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც სამაჯურებს, ასევე საყურეებს და ყელსაბამებს. მოთხოვნა კი სტაბილურად მზარდია.
„ასორტიმენტი ძირითადად გულისხმობს ყელსაბამებს, სამაჯურებს, ფეხის სამაჯურებს და საყურეებს. პროდუქციაზე მოთხოვნა და ინტერესი მზარდია განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში “, - ამბობს ირინა კალანდაძე.
ბრენდს სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ყველაზე მთავარი კი მაღალი ხარისხი და ბიუჯეტური ფასებია.
„მივიჩნევ, რომ ძირითადი კონკურენტული უპირატესობა ისაა, რომ ყველა ნამუშევარი უნიკალურია და არ მეორდება. ვიზუალურადაც გამორჩეულია, მაღალი ხარისხისაა და ამასთანავე ბიუჯეტურიც. ვიყენებთ მხოლოდ ბუნებრივ ქვებს, რაც თითოეულ ნივთს დამატებით ღირებულებას სძენს“, - განმარტავს ბრენდის დამფუძნებელი.
სამომავლოდ კომპანია გეგმავს შოურუმის გახსნას.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს საქმიანობა ბიზნესის მიზნით არ დამიწყია. თავიდან უბრალოდ ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებდი. შემდეგ კი როცა მივხვდი, რომ უკვე საკმაოდ ბევრი დავაგროვე, გადავწყვიტე გამეკეთებინა გვერდი, რომ გამეყიდა. შემდეგ კი, როცა გამოხმაურება მივიღე და გაყიდვებიც დაიწყო.
დღეს კი სურვილი მაქვს, გავხსნა შოურუმი, რადგან ბევრს სურს საკუთარი თვალით ნახოს და შეარჩიოს ნამუშევრები “, - აცხადებს ირინა კალანდაძე.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე მომხმარებლებს პროდუქციის შეძენა ონლაინ შეუძლიათ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.08.2025.12:00
რამდენიმე თვეა ბაზაზე სამკურნალო წყალი Normox • ნორმოქსი გამოჩნდა. Normox-ის ბრენდის ქვეშ წყალს მცირე მეწარმე „რაჭა“ აწარმოებს.
Normox-ი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია და როგორც მისი მწარმოებლები განმარტავენ, არ შეიცავს ჟანგბადის გამომყოფ ნივთიერებებს (ზეჟანგებს) და სტაბილიზატორებს. შედგება გამოხდილი წლისა და მასში გახსნილი ჟანგბადისგან (არანაკლებ 20 მგ/ლ).
„Normox-ი ბაზარზე 6 თვეა რაც გამოჩნდა და მისი ჩამოსხმა ავჭალაში მდებარე ფარმაცევტულ საწარმოში ხორციელდება. Normox-ი - ეს არის გამოხდილ წყალზე დამატებული ბიოაქტიური დანამატი. წყალი სატურაციას სწევს მაღლა. ის ადამიანის ორგანიზმს დალევიდან 15-20 წუთში ეხმარება ყველა უჯრედამდე მიიტანოს ჟანგბადი, იმუნიტეტი ასწიოს მაღლა, გააძლიეროს ორგანიზმი და დაღლილობა მოუხსნას.
წყალი Normox-ი საინტერესოა სპორტსმენებისთვის ვარჯიშის შემდეგ ენერგიის აღსადგენად.
. გვერდითი მოვლენები არ გააჩნია, რადგანაც ბიოდანამატია“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან „რაჭის“ დამფუძნებელი და დირექტორი ბესიკ კაციტაძე.
მისივე თქმით, Normox-ი ხელს უწყობს სისხლში შაქრის და არტერიული წნევის რეგულირებას, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.
ამ დროისათვის Normox-ის ჩამოსხმა 0,5 ლიტრია და 5 ლიტრიან ბოთლებში ხდება, თუმცა სამომავლოდ, გაყიდვებისა და მოთხოვნის ზრდის ფონზე წყლის სხვა ზომის ჭურჭლით რეალიზებაც მოხდება. საბოლოო მიზანი კი მინის ბოთლებით რეალიზაციაა.
Normox-ი თბილისში რამდენიმე ადგილზე იყიდება და თვიდან თვემდე გაყიდვებში ზრდას აჩვენებს.
ბესო კაციტაძის თქმით, Normox-ის წლის შეძენა დღეისათვის თბილისში 3 ლოკაციაზეა შესაძლებელი, საუბარია უბნის მაღაზიებზე. წყალი ამ დროისათვის, რომელიმე ქსელურ მარკეტში შესული არ არის, თუმცა სამომავლოდ კომპანია ამასაც განიხილავს.
იგეგმება Normox-ის გაყიდვა სხვადასხვა სპორტულ დარბაზებშიც. რეალიზაციის გაფართოებაზე ამ დროისათვის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს და საბოლოო შედეგები უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი. გეგმებშია ასევე Normox-ის აფთიაქებში რეალიზაციაც.
რეალიზაციის ზრდის მიზნით, მალე Normox-ის შეძენა ონლაინაც იქნება შესაძლებელი.
როგორც სამკურნალო წყლის აღწერაშია აღნიშნული, სამკურნალო წყალი Normox-ი ახდენს ნებისმიერი წარმოშობის ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) კომპენსირებას, როგორც ჰემოგლობინის ნაკლებობის, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების დაავადებების, ფსორიაზის, ასევე ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის დროს, აიოლებს ორსულობის პერიოდს და სხვა.