მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.6
-0.0163
flag
AZN 1.5883
0
flag
CNY 38.205
0.0004
flag
EUR 3.1458
-0.0003
flag
GBP 3.5973
-0.0044
flag
KZT 52.9
-0.0063
flag
TRY 0.0635
0
flag
USD 2.7005
0

„გორჯის“ ბრენდის მფლობელმა „ტირიფონის ბაღებმა“ ვაშლის მოსავლის პროგნოზირებადობის პრობლემის მოგვარება დაიწყო

news image

„ტირიფონის ბაღები“, რომელიც ბაზარზე „გორჯის“ ბრენდის მფლობელია, ვაშლის მოსავლის პროგნოზირებადობის პრობლემის მოგვარებას იწყებს. გორის რაიონის სოფელ კვარხეთში მდებარე კომპანია, „ტირიფონის ბაღები“, რომელის ბაღებიც 31 ჰექტარზეა გაშენებული, მოსავლის სტაბილიზაციისკენ სერიოზულ ნაბიჯებს დგამს. როგორც „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელი, ზურაბ გოჯიაშვილი აცხადებს, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და მოსალოდნელია, რომ შედეგები 2-3 წელიწადში დადგება.

ზურაბ გოჯიაშვილის თქმით, წელს საქართველოში ვაშლის მოსავალი შედარებით ნაკლები იქნება, რაც ნაწილობრივ საგაზაფხულო წვიმებმა გამოიწვია. ეს პრობლემა დიდ გავლენას ახდენს ფერმერების ეკონომიკაზე, რადგან მოსავლიანობის დაგეგმვა და შემოსავლების პროგნოზირება რთული ხდება.

„ვაშლი იმისთვის ისხამს, რომ თავისი გენეტიკური ინფორმაცია გაავრცელოს. თუ ერთ წელს ხეზე ბევრი ნაყოფია, ის საგაისოდ საყვავილე კვირტს აღარ იკეთებს და მოსავლიანობა მცირდება. სწორედ ამის გამო გვაქვს ერთ წელს ბევრი, მეორე წელს კი ცოტა მოსავალი“, - აღნიშნავს გოჯიაშვილი.

ამ გამოწვევის დასაძლევად, „ტირიფონის ბაღებმა“ ქიმიური დანორმების პრეპარატების გამოყენება დაიწყო, რაც ვაშლის მოსავალს უფრო პროგნოზირებადს გახდის. გოჯიაშვილის თქმით, ამ პრეპარატების შემოტანა საქართველოში წელს დაიწყო და კომპანია უკვე თანამშრომლობს იტალიურ კომპანიასთან, რომელიც ფერმერებს მოსავლის დაგეგმვაში ეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ წელს მოსავალი ნაკლებია, „ტირიფონის ბაღები“ 1 ჰექტარზე საშუალოდ 40 ტონაზე მეტ მოსავალს ელოდება. ზურაბ გოჯიაშვილი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ვაშლის ფასი გაიზარდა, რაც საქართველოზეც აისახება. მისი თქმით, ქვეყანა ვაშლის ნეტო იმპორტიორია, რაც იმით აიხსნება, რომ არ არსებობს საკმარისი სამაცივრე საცავები და პროდუქციის შენახვის შესაძლებლობა.

„ტირიფონის ბაღების“ ბრენდი „გორჯი“ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 7 სახეობის ვაშლითა და 2 სახეობის მსხლით. კომპანია ქვეყანაში ერთადერთია, რომელსაც Global G.A.P. სერტიფიცირება აქვს გავლილი 2017 წლიდან. მისი სამაცივრე საცავი ასევე სერტიფიცირებულია ISO 22000:2018 სტანდარტის შესაბამისად.

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “თეთრმა კვადრატმა” “ფილიგრინი2”-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

08.12.2025.18:17

„თეთრი კვადრატი“ „ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც თითქმის 6 წელია ბაზარზე ოპერირებს. დეველოპერის პორტფელშია 12 პროექტი. მშენებლობას კი ამავე ჯგუფში შემავალი 30- წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.
თეთრი კვადრატის მასშტაბური პროექტი „ფილიგრინი 2“ თბილისში, საბურთალოზე, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, გ.დანელიას # 61-ში შენდება. პროექტის უპირატესობა ქალაქის ხელსაყრელი მდებარეობაა და ამავე დროს საცხოვრებლად მშვიდი გარემო არის.
„ფილიგრინი 2“ ჯამში 6 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს და მოიცავს: ოთხ 8-სართულიან და ორ 9-სართულიან კორპუსებს. პროექტის მიხედვით, თითოეულ საცხოვრებელ სახლში 43-დან 60-მდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ტიპის კომერციული თუ საოფისე ფართია განთავსებული.
დანელიას ქუჩაზე მდებარე ახალი საცხოვრებელი უბნის კონცეფცია მომავალი მობინადრეების საჭიროებებზეა მორგებული. ბინის ფართები იწყება 65 კვ. მ-დან. პროექტის განხორციელება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. არსებული 227 ბინიდან 213 უკვე გაყიდულია.
აღსანიშნავია, რომ წამყვანმა დეველოპერულმა კომპანიამ 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი საქართველოს ბანკისგან მოიზიდა, რაც პროექტის სტაბილურ და შეუფერხებელ განვითარებას უზრუნველყოფს.
„თეთრი კვადრატის“ პროექტები გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული კომფორტული საცხოვრებელი გარემოთი. ჩვენი კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნება და მომავალი მობინადრეებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის გადაცემა. საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ასეთი მასშტაბის დეველოპერული პროექტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და ხელს შეუწყობს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნებას,“ - განაცხადა თეთრი კვადრატის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ნატროშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა