თიბისიში, ბიზნესსესხის აღება 2 წუთში, ყველანაირი დოკუმენტაციის გარეშეა შესაძლებელი
თიბისიში ბიზნესსესხის აღების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, სესხი 2 წუთში, ბიზნეს ინტერნეტ ან მობაილბანკიდან აიღონ და ამისათვის დამატებითი პროცედურების გავლა, მათ შორის, დოკუმენტაციის წარდგენა აღარ არის საჭირო.
ბიზნესესხით სარგებლობის პროცესი ძალიან მარტივია. ამისათვის, მომხმარებელმა ბიზნეს ინტერნეტ ან მობაილბანკში, შეთავაზებების კატეგორიაში, საკრედიტო ლიმიტის თანხა და სესხის პირობების შესახებ ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს. პროდუქტით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა განაცხადი ონლაინ უნდა შეავსოს და დაელოდოს სესხის დამტკიცების შესახებ ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის ნახვა განაცხადის შევსებიდან 2 წუთში, ბიზნეს ინტერნეტ/მობაილბანკშივეა შესაძლებელი.
ბიზნესესხით სარგებლობა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს, ასევე იურიდიულ და ინდ. მეწარმეებს შეუძლიათ. სესხის მაქსიმალური მოცულობა 7 მლნ ლარს შეადგენს. დაფარვის მაქსიმალური ვადა- 180 თვეს, ხოლო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 14.54% -დან იწყება.
იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესმომხმარებელს საკრედიტო ლიმიტი წინასწარ არ აქვს დამტკიცებული, ღილაკზე - „ზარის მოთხოვნა“ დაჭერით, შესაძლებლობა აქვს, თიბისის კონტაქტ ცენტრს დაუკავშირდეს. ადგილზე ვიზიტისა და ბიზნესის ფინანსური ანალიზის შემდეგ, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს პროდუქტით.
ბიზნესესხისა და მისი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისი ბიზნესის ცხელ ხაზზე: 2 27 27*3
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
15.06.2025.15:20
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ახალი მიმართულება გვაქვს, - აცხადებს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი.
თეა ზაქარაძის თქმით, ბელგრადი ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანი კვანძია.
„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ კიდევ ერთი ახალი მიმართულება გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ოპერირება დაიწყო ავიაკომპანია Air Serbia-მ, რომელიც კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს რეისებს ბელგრადის მიმართულებით. კიდევ ერთი კომფორტული მიმართულებაა და კიდევ ერთი დამატებითი კომფორტი ჩვენი მგზავრებისთვის. ბელგრადი არის ძალიან მნიშვნელოვანი კვანძი ევროპაში და ჩვენს მგზავრებს შეეძლებათ ბელგრადიდან ამერიკის, ასევე სხვა ევროპული მიმართულებით გადაადგილდნენ. ძალიან გვახარებს ეს ინფორმაცია.
აქვე მინდა დავამატო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაქვს 14%-იანი მატება წინა წელთან შედარებით. გვემატება ევროპული და არამარტო ევროპული ავიაკომპანიები. ასე, რომ ჩვენთვის, აეროპორტის მმართველი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალ მიმართულებებზე მუშაობა და მოლაპარაკებები ახალ ავიაკომპანიებთან, რასაც ვაწარმოებთ“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს.