მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

news image

თიბისიმ და Glovo-მ ერთგულ მომხმარებლებს გრძელვადიანი შეთავაზებები მოუმზადეს - 7 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, Glovo-ში ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 10-ჯერ გადახდისას, მათ ერთგულ ყულაბაში, 50 ლარი დაუბრუნდებათ.

შეთავაზება მოქმედებს Glovo-ს აპლიკაციის ნებისმიერ კატეგორიაში, ნებისმიერი ოდენობის თანხის შეკვეთაზე. მთავარია, ტრანზაქციებს შორის ინტერვალი არ იყოს 10 წუთზე ნაკლები.

შეთავაზების განმავლობაში, მომხმარებლებს 50 ლარი ერთგულ ყულაბაში ერთჯერადად დაუბრუნდებათ, საიდანაც თანხის გადარიცხვა თიბისის ნებისმიერ საკუთარ ანაგრიშზე შეუძლიათ.

აღნიშნული შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.

ასევე, 7 ივლისიდან, თიბისის მომხმარებელი Glovo-ში დამატებითი შეთავაზებით ისარგებლებენ- 3 თვის განმავლობაში, ახალი თიბისი ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით Glovo Prime-ის გამოწერისას, გადახდილი თანხის 100% მომენტალურად დაუბრუნდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ პაკეტს სრულიად უფასოდ შეიძენენ. ახალი თიბისი კონცეპტ ბარათების მომხმარებლებისთვის კი, ამ პაკეტის 100%-იანი ქეშბექით შეძენა, 6 თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. 

Glovo Prime-ის  შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად, გადადით  ბმულზეაიღე, ახალი თიბისი ბარათი და მუდმივად ისარგებლე გამორჩეული შეთავაზებებით. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მასშტაბური AI სამიტი Change Inspire ჩატარდა

07.07.2025.17:55

4 ივლისს, HT Solutions-ის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიურ კონფერენცია, Change Inspire-ს ჩატარდა.

Change Inspire, უკვე მეექვსედ გაიმართა. წლევანდელი კონფერენცია კი სრულიად მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის თემატიკას და აუდიტორიას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინა. ღონისძიებას 600-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, რომელთაც შესაძლებლობა ქონდათ, 40-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერის ინსპირაციულ გამოსვლებს დასწრებოდნენ.

კონფერენციის მთავარი თემა — „AI ჩემპიონთა ლიგა“ — ხაზს უსვამდა AI-ის რეალურ გამოყენებას სხვადასხვა ინდუსტრიაში. სპიკერებმა წარადგინეს რეალური ქეისები, სტრატეგიები და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც ბიზნესსა და ტექნოლოგიებს საფუძვლიანად ცვლიან.

ღონისძიებაზე გამოცდილება გააზიარეს ისეთი გლობალური ბრენდების წარმომადგენლებმა, როგორებიცაა: Amazon Web Services (AWS), Google Cloud, Oracle, Palo Alto Networks, Lenovo, Fortinet, Cloudera და სხვები. მათ იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე კიბერუსაფრთხოებაში, მონაცემთა ანალიზში, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ორგანიზაციულ სტრატეგიებში.

საქართველოს ბანკი, როგორც ღონისძიების Game Change პარტნიორი, კონფერენციაზე რვა სპიკერით წარდგა. მათ აუდიტორიას ინოვაციური ხედვები წარუდგინეს, ასევე მიმოიხილეს, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოს ბანკის ბიზნესპროცესებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია.

კონფერენციის სამი ძირითადი სივრცე — Champions Stage, Tech Deep Dive და Workshop Stage — დამსწრეებს აძლევდა შესაძლებლობას, აერჩიათ როგორც მრავალფეროვანი გამოსვლები, ისე ტექნიკური სესიები.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ ეკოსისტემების მხარდაჭერა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ქმნიან შესაძლებლობებსა და ტექნოლოგიურ გარდატეხებს როგორც ბიზნესისთვის, ისე სხვა დარგებისთვის. Change Inspire-ზე ჩვენს მიერ წარმოდგენილი თემები ასახავდა იმ მრავალმხრივ პროცესს, რაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული, რომელსაც ჩვენი გუნდი უკვე წარმატებით ახორციელებს და რომლის შედეგად ჩვენ ახლახან Global Finance-ის „AI in Finance” დაჯილდოებაზე 18 ნომინაციაში გავიმარჯვეთ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ სიახლესა და ინოვაციას შევთავაზებთ საზოგადოებას”, — ამბობენ საქართველოს ბანკში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა