მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.7
-0.0001
flag
AZN 1.5869
-0.0003
flag
CNY 38.283
0.0038
flag
EUR 3.1681
0.0041
flag
GBP 3.6087
0.0003
flag
KZT 52.34
0.0057
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6981
-0.0004

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

news image

თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) ორგანიზებით, თიბისის კორპორატიული კლიენტებისთვის სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი გაიმართა. ღონისძიებაშვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს(SECO) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. მასტერკლასს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ღონისძიების მიზანი სანქციებთან დაკავშირებით ცნობადობის გაზრდა, რისკების შემცირება და შედეგად, ბიზნეს საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნება იყო.

მასტერკლასს საკონსულტაციო კომპანია Skyward Solutions-ის ექსპერტები უძღვებოდნენ. სპიკერებმა დამსწრეებს პრაქტიკული ინფორმაცია გაუზიარეს: სად და როგორ მოძებნონ სანქციების შესახებ ინფორმაცია, როგორ მოახდინონ რისკების იდენტიფიცირება და მართვა; ასევე, როგორ იპოვონ სანდო კომპანიები და არხები საერთაშორისო ვაჭრობისას. 

თიბისი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ზედმიწევნით მიჰყვება ყველა საერთაშორისო რეგულაციას, რაც ბანკისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ამის პარალელურად, ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო რეგულაციებზე სრულყოფილი ინფორმაცია პარტნიორებსაც მიაწოდოს, რაც კომპანიებს დაეხმარება წინასწარ გააანალიზონ რისკები და შექმნან სტაბილური და დაცული ბიზნესგარემო.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სახელმწიფოს მხარდაჭერით, კაპიტალის ბაზარი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ალტერნატიულ წყაროდ ყალიბდება - მიხეილ ხიდურელი

16.12.2025.14:52

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თიბისი ლიზინგმა 45 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების განთავსების ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალია.

სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა აღნიშნულთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე კაპიტალის ბაზრის სახელმწიფო პროგრამის შედეგებსა და მხარდაჭერის იმ მექანიზმებზე ისაუბრა, რომელთაც სააგენტო პროგრამის ფარგლებში სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

"თიბისი ლიზინგის მიერ 45 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციების წარმატებით გამოშვება კიდევ ერთხელ ადასტურებს კერძო სექტორის მზაობასა და ინტერესს გამოიყენოს კაპიტალის ბაზარი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს ახორციელებს და ხელს უწყობს ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს დაფინანსების ალტერნატიული წყაროებით ისარგებლონ. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს რეკორდული შედეგები გვექნება და ვფიქრობ, მსგავსი მიღწევები სხვა კომპანიებსაც წაახალისებს",- განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ თიბისი კაპიტალის დირექტორი ოთარ შარიქაძე, თიბისი ლიზინგის დირექტორი გაგა გოგუა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა სააგენტოში 2024 წლიდან ამოქმედდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა